სუსპეო ბრონქო #20ტ საწ.
გააზიარე:
სუსპეო ბრონქო
N 20 საწუწნი ტაბლეტი
კომბინირებული
დამზადებულია ნატურალური მცენარეული ექსტრაქტებით
საკვები დანამატი
ხველის , ყელის,პირის ღრუს ინფექციურ–ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო , ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება.
აქტიური ინგრედიენტები 1 ტაბლეტში:
სუროს ფოთლის მშრალი ექსტრაქტი ( Hedera Helix) 8 მგ,
ბეგქონდარას ბალახის მშრალი ექსტრაქტი (Thymus vulgaris) 8 მგ,
პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი 26 მგ,
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 40 მგ
თუთია (თუთიის გლუკონატის სახით) 5 მგ
კომპონენტების მოქმედება–
სუროს ფოთლ ები ს ექსტრაქტ ს (Hedera helix) გააჩნია
- სპაზმოლიზური ეფექტი–ბრონქების გლუვ კუნთზე მოქმედებს β2-ადრენორეცეპტორების აქტივობის ზრდის მეშვეობით, ამცირებს სპაზმს.
- მუკოლიზური და ამოსახველებელი ეფექტი ახდენს სეკრეტის გათხევადებას და აუმჯობესებს სეკრეტის გადინებას ბრონქებიდან და ფილტვებიდან, აუმჯობესებს სუნთქვას.
ბეგქონდარას ექსტრაქტ ს (Thymus vulgaris) აქვს
- სპაზმოლიზური ,მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედება.
- ანტისეპტიკური ეფექტი–თრგუნავს მიკრობების ზრდასა და გამრავლებას;
ბეგქონდარა ამცირებს ხველის სიხშირეს და ინტენსივობას ,აუმჯობესებს სეკრეტის ბრონქებიდან გამოდინებას და ამოხველებას,ხელს უწყობს რესპირატორული სიმპტომების შემსუბუქებას.
პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი
· ავლენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას,ააქტიურებს იმუნურ პასუხს.
- აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება–ამცირებს ვირუსების და ბაქტერიების გამრავლებას;
- · ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებით რეაქციებს.
- · ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციას.
პროპოლისი ამცირებს ყელის შეშუპებას და ლოკალურ დისკომფორტს , ინფექციური პროცესის პროგრესირების რისკს.
ვიტამინი C
- · აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი ,
- · ხელს უწყობს იმუნური სისტემის ადეკვატურ რეაგირებას რესპირატორული და სხვა ინფექციების დროს.
- · ამცირებს ანთებით შეშუპებას.
- · აძლიერებს ანტივირუსულ დაცვას და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას.
ვიტამინი C ამცირებს ანთებას და ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმეს და ხანგრძლივობას.
თუთია
- აუმჯობესებს იმუნური სისტემის მოქმედებას,
- აინჰიბირებს ვირუსის და ბაქტერიების რეპლიკაციას,
- ასტიმულირებს ლორწოვანი გარსის უჯრედების რეგენერაციას, რაც ბუნებრივი ბარიერული თავდაცვითი ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს.
თუთია ხელს უწყობს უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების პროცესს.
სუსპეო ბრონქოს ტაბლეტები რეკომენდებულია : სველი,ასევე მშრალი და სპაზმური ხველის დროს, რაც თან ახლავს ბრონქიტს, პნევმონიას, ფარინგიტს, ლარინგიტს, ტონზილიტს. ასევე გამოიყენება ყელის სიმშრალის და ტკივილის დროს ; თამბაქოს მომხმარებლებში,როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
დოზირება და მიღების წესი: 6 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. მოზრდილებისთვის შესაძლებელია დღეში 5–6 ტაბლეტის მიღება ყოველ 3 საათში ერთხელ. შესაძლებელია ტაბლეტის დაღეჭვაც.6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
შენახვის პირობები: 25 ° C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა : N 20 ტაბლეტი, 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა : რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : ესენსა, სერბეთი. ESENSA d.o.o.
Address: Slobodna Zona, Viline vode bb11000 Belgrade. www.esensa.rs










