ტარაციდი #30ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ტარაციდი
(Taracid)
მოქმედება:
ტარაციდი არის ბიოლოგიურად აქტიური კომბინირებული დანამატი, რომლის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების: მაგნიუმის ჰიდროქსიდის, ნატრიუმის ალგინატის, ნატრიუმის ბიკარბონატის, ოპუნციას და ჯინჯერის სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის და კუჭის ფიზიოლოგიური pH-ის შენარჩუნებას; ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაუმჯობესებას და აირების გამოდევნას; აქვს ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე ეფექტურია გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :
სპილოსძვლისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ყავისფერი ჩანართებით.
შემადგენლობა 2 ტაბლეტზე გადაანგარიშებით :
აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი 900 მგ, ჯინჯერის ფესურას ფხვნილი 40 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 248,6 მგ (რომელიც 92 მგ მაგნიუმის ექვივალენტურია), ნატრიუმის ბიკარბონატი 260 მგ, ინდური ოპუნციას ნაყოფის ფხვნილი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები 20 მგ, სილიციუმის დიოქსიდი 20 მგ. მიკროკრისტალური ცელულოზა 311,4 მგ, კალციუმის კარბონატი 60 მგ.
ტარაციდი უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი ფუნქციის ნორმალურ შენარჩუნებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაუმჯოებესებასა და აირების გამოდევნას; აქვს ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება.
ნატრიუმის ალგინატი - აჩქარებს კუჭის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ქმნის დამცავ ბარიერს, რითაც იცავს კუჭს დაზიანებისგან, აფერხებს H. Pylori-ს კოლონიების ზრდას და ადგილობრივად თრგუნავს ანთებით პროცესებს. ნატრიუმის ალგინატის გამოყენება პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებთან ერთად ამცირებს ათეროსკლეროზისა და დისლიპიდემიის განვითარების რისკს.
ჯინჯერი - აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკასა და პერისტალტიკას, ნაწლავის კუნთების ტონუსს; ააქტიურებს ფერმენტების სეკრეციას.
ჯინჯერი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტ ჯინჯეროლს, რომელიც ავლენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას სეროტონინერგული და დოფამინერგული რეცეპტორების ინჰიბირების გზით. თანამედროვე ფიტოთერაპიაში ის გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის სამკურნალოდ ისეთი სიმპტომების დროს როგორიცაა, ბოყინი, გულძმარვა, მეტეორიზმი და გულისრევა.
მაგნიუმისჰიდროქსიდი - ანეიტრალებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას.
ოპუნციას ნაყოფები - მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ამჟღავნებენ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ნაყოფები გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტისა და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების) სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა :
ტაბლეტები.
მიღების წესი და დოზირება :
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით. 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია ექიმთან.
განსაკუთრებული მითითებები:
ტარაციდის 2 ტაბლეტი შეიცავს 131.82 მგ ნატრიუმს (5.732 მოლ), რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული დღიური ნორმის 6.6% შეადგენს.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ განიხილება სრულფასოვანი კვების შემცვლელად. ორსულმა და მეძუძურმა დედებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
შეფუთვა :
15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
www.rational.ge










