კუნელის ნაყენი 25მლ (ნეოფ)
გააზიარე:
კუნელის ნაყენი
შემადგენლობა :
მომზადებულია კუნელის ყვავილების და ნაყოფებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება :
აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენება :
- გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
- ანგიონევროზები;
- კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
მიღების წესი და დოზირება :
პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გამოშვების ფორმა :
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურავით.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი.
შენახვის პირობები :
მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი :
ურეცეპტოდ.










