ვაგოჰიალი #10ვაგ.სუპოზ

ვაგოჰიალი #10ვაგ.სუპოზ

44.00 ლარი
ქვეყანა: სან მარინო
მწარმოებელი: ფარმალუსე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 157963
გააზიარე:

ვაგოჰიალი N10 ვაგინალური სუპოზიტორია

შემადგენლობა:

ჰიალურონის მჟავა, 18 ბეტა-გლიცირეტინის მჟავა, რძემჟავა, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, E ვიტამინის აცეტატი, A ვიტამინის პალმიტატი, ალოეს ზეთის ექსტრაქტი, კალენდულას ზეთის ექსტრაქტი, გვირილის ზეთის ექსტრაქტი, კოლოიდური სილიციუმი, ნახევრადსინთეზური გლიცერიდები, პოლისორბატი 20.

ვაგოჰიალის ვაგინალური სუპოზიტორიები, დამამშვიდებელი და დამცავი მოქმედებით, წარმოადგენს თანმხლებ საშუალებას ინფექციებთან, საშოს ლორწოვანი გარსის დისტროფიულ დაავადებებთან და მორეციდივე საშარდე გზების ინფექციებთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ჩვენებები:

ვაგოჰიალის ვაგინალური სუპოზიტორები რეკომენდებულია ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა წვა, ქავილი,საშოს სიმშრალე, რადგან ის ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის შეხორცებისა და რეგენერაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს და ვაგინალური ბაქტერიული ფლორის აღდგენას. ვაგოჰიალის ვაგინალური სუპოზიტორები არის სამედიცინო საშუალება, რომელიც ქმნის დამცავ ფენას საშოს ლორწოვან გარსზე და ხელს უწყობს შეხორცებისა და რეეპითელიზაციის პროცესებს, ასევე აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ pH-ს, ეწინააღმდეგება პათოგენური მიკრობების გამრავლებას.

გამოყენების მეთოდი და დრო

ეს არის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი. რეკომენდებულია დღეში 1 სუპოზიტორიის გამოყენება მინიმუმ 5 დღის განმავლობაში, სასურველია საღამოს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების განვითარებაზე; საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

ეს პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის,

გამოიყენება კაფსულის საფარის დარღვევისთანავე. გამოყენებამდე რეკომენდებულია ხელების საფუძვლიანად დაბანა. რეკომენდებულია ამ პროდუქტის გამოყენება საღამოს, დაწოლამდე, შემდეგი პროცედურების დაცვით:

- სასქესო ორგანოების სისუფთავე.

- დაწოლისას, სუპოზიტორიის საშოს არხში ფრთხილად შეყვანა, რაც შეიძლება ღრმად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი შეწოვა.

რეკომენდებულია ზურგზე წოლა პროდუქტის მოქმედების ოპტიმიზაციისა და შემთხვევითი გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ჩვეულებრივ, ვაგოჰიალის ვაგინალური სუპოზიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მოთეთრო და უსუნო გამონადენი, ძირითადად, მიღებიდან დილით. პროდუქტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია დილით ვაგინალური გამორეცხვა.

გაფრთხილებები

არ გამოიყენება მოწყობილობა მენსტრუალური ციკლის დროს. სხვა თანმხლები თერაპიების,ორსულობის და ლაქტაციის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

ვაგოჰიალის ვაგინალურ სუპოზიტორებს არ აქვთ სპეციფიკური უკუჩვენებები. არ გამოიყენოთ პროდუქტი ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის ან შეუთავსებლობის შემთხვევაში, ფორმულირების თუნდაც ერთ კომპონენტთან.

გვერდითი მოვლენები

პროდუქტის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. შეწყვიტეთ ამ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ვაგინალური ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში.

შენახვის პირობები : ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ,გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროსა და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე . პროდუქტის ფუნქციონირება გარანტირებულია თუ პირველადი შეფუთვის მთლიანობა არაა დარღვეული. არ გამოიყენება მოწყობილობა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა დაზიანებულია ან არ არის იდეალურად დაუზიანებელი პირველი გახსნის დროს. გაფრთხილება: არ უნდა გადაყლაპოთ. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, რეკომენდებულია თბილი წყლით კარგად ჩამოიბანოთ. არ გაყინოთ. ვარგისიანობის ვადა ეხება სათანადოდ შენახულ პროდუქტს გაუხსნელ შეფუთვაში. გამოყენების შემდეგ, არ გადააგდოთ პროდუქტი ან მისი შეფუთვა გარემოში.

პროდუქტი არ საჭიროებს რეცეპტს.

შეფუთვა: 10 ვაგინალური სუპოზიტორი (თითოეული 2 გ) .

მწარმოებელი : Pharmaluce S.r.l. Strada delle seriole, რესპუბლიკა სან მარინო www. pharmaluce.com