კალბეტენ ფორტე 524მგ#10კაპლ

კალბეტენ ფორტე 524მგ#10კაპლ

44.00 ლარი
ქვეყანა: ისრაელი
მწარმოებელი: სამ-ონ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბისმუტის სუბსალიცილატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 157936
გააზიარე:

კალბეტენ ფორტე კაპლეტები

აქტიური ნივთიერება და რაოდენობა:

თითოეული კაპლეტი შეიცავს:

ბისმუტის სუბსალიცილატი 524 მგ

არააქტიური ინგრედიენტები და ალერგენები: იხილეთ ნაწილი 6 „დამატებითი ინფორმაცია“.

ყურადღებით გაეცანით ამ ფურცელს სრული შინაარსით, სანამ მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებთ .

ეს ფურცელი შეიცავს მოკლე ინფორმაციას აღნიშნული მედიკამენტის შესახებ.

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ამ ფურცლის დოზირების ნაწილში მოცემული მითითებების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანია, შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეთ ექიმს, თუ დაავადების ნიშნები (სიმპტომები) გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა ორი დღის განმავლობაში.

1. რისთვის გამოიყენება ეს მედიკამენტი?

  • · დიარეის, გულისრევის, მეტეორიზმის, კუჭის სპაზმური ტკივილის, დისპეფსიის და კუჭის გაღიზიანების სიმპტომების მოსახსნელად
  • · მოგზაურის დიარეის თავიდან ასაცილებლად

თერაპიული ჯგუფი: ნაწლავიდან და განავლიდან სითხეებისა და ტოქსინების ადსორბენტები.

კალბეტენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბისმუტის სუბსალიცილატს, რომელიც მოქმედებს კუჭ-ნაწლავში თერაპიული დამცავი საფარის წარმოქმნის გზით.

2. პრეპარატის გამოყენებამდე:

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ:

  • · ხართ მგრძნობიარე (ალერგიული) აქტიური ნივთიერების, სალიცილატების (მათ შორის ასპირინის) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • · იღებთ სხვა სალიცილატებს, მათ შორის ასპირინს
  • · ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ

სპეციალური გაფრთხილებები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ

კალბეტენით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

  • · გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა ან პოდაგრა

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ:

  • · დიარეას თან ახლავს ცხელება
  • · გაქვთ ყურებში შუილი
  • · ამჩნევთ რაიმე უჩვეულოს ან გაქვთ მოულოდნელი გვერდითი მოვლენები

თუ გაქვთ დიარეა, მნიშვნელოვანია დეჰიდრატაციის თავიდან აცილება ან მკურნალობა დიდი რაოდენობით სითხის ან ორალური რეჰიდრატაციის პროდუქტების საშუალებით, განსაკუთრებით სისუსტის ან ხანდაზმულობის შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ ჩუტყვავილა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხილეთ ნაწილი 4 „გვერდითი მოვლენები“.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის არასარეცეპტო საშუალებები ან სურსათის დანამატები, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით, თუ იღებთ ასპირინს და სალიცილატებს, სისხლის გამათხელებლებს (ანტიკოაგულანტებს), დიაბეტის, პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტებს, ან ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.

ამ მედიკამენტის გამოყენება და საკვების მიღება

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

3. როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა დოზით და როგორ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ არის:

კალბეტენ ფორტე კაპლეტი

როგორც წესი, რეკომენდებული დოზა არის:

პაციენტის ასაკი

კალბეტენ ფორტე კაპლეტები

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ

1 კაპლეტი

დოზა განმეორებით მიიღება ყოველ 30-60 წუთში, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 8 დოზა 24 საათში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.

ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია კალბეტენის თხევადი ფორმის გამოყენება.

პრეპარატი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით.

კალბეტენის კაპლეტის ფორმის გაყოფა შესაძლებელია მიღების გასამარტივებლად, თუმცა ორივე ნაწილი ერთად უნდა გადაყლაპოთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მაღალი დოზა

თუ მიიღეთ ჭარბი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო მედიკამენტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. არ გამოიწვიოთ ღებინება, თუ ამის შესახებ ექიმი მკაფიო მითითებას არ მოგცემთ.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

ბისმუტით ინტოქსიკაცია

შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ენცეფალოპათიის სახით დაბნეულობით, მიოკლონური მოძრაობებით, ტრემორით, დიზართრიით, სიარულისა და წონასწორობის დარღვევებით.

ბისმუტით ინტოქსიკაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, კანის რეაქციები, ლორწოვანი გარსების გაუფერულება და თირკმლის დისფუნქცია მწვავე მილაკოვანი ნეკროზის შედეგად.

სალიცილატით მოწამვლა

ხშირი ნიშნებია ღებინება, გაუწყლოება, ტინიტუსი, თავბრუ, სიყრუე, ოფლიანობა, თბილი კიდურები გახშირებული პულსით, სუნთქვის სიხშირის მომატება და ჰიპერვენტილაცია. უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება გარკვეული ხარისხის მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი. შერეული რესპირატორული ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი ნორმალური ან მაღალი არტერიული pH-ით (წყალბადის იონების ნორმალური ან შემცირებული კონცენტრაცია) ხშირი ეფექტია მოზრდილებში და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. 4 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში დომინანტურია მეტაბოლური აციდოზი დაბალი არტერიული pH-ით (წყალბადის იონების მომატებული კონცენტრაცია). აციდოზმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების გასვლა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. არახშირი გამოვლინებებია ჰემატემეზი, ჰიპერპირექსია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალიემია, თრომბოციტოპენია, INR/PTR-ის მომატება, ინტრავასკულური კოაგულაცია, თირკმლის უკმარისობა და არაკარდიული ფილტვის შეშუპება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინებები, მათ შორის დაბნეულობა, დეზორიენტაცია, კომა და კრუნჩხვები უფრი ნაკლები სიხშირით ვითარდება მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში.

თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება

თუ დაგავიწყდათ დანიშნულ დროს მიღება, მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორივე დოზა ერთად!

ნუ მიიღებთ მედიკამენტებს სიბნელეში! ყოველი მიღებისას შეამოწმეთ ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში, გაიკეთეთ სათვალე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, კალბეტენის გამოყენების დროსაც ზოგიერთ მომხმარებელში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები. არ შეგაშფოთოთ გვერდითი ეფექტების ამ ჩამონათვალმა. თქვენ შეიძლება არ განგივითარდეთ არც ერთი მათგანი.

ბავშვები და მოზარდები: თუ ამ მედიკამენტის მიღებისას შეინიშნება ქცევითი ცვლილებები, მათ შორის გულისრევა და ღებინება, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს რეიეს სინდრომის ადრეული ნიშანი, რომელიც არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის ან ენის ფერის დროებითი და უვნებელი ცვლილება (შეფერილობის გამუქება). თუ ეს სიმპტომები არ გაივლის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 3 დღის განმავლობაში - მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაუარესდა, ან თუ განვითარდა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

5. როგორ ინახება პრეპარატი?

აუცილებელია მოწამვლის თავიდან აცილება! მოწამვლის თავიდან ასაცილებლად შეინახეთ ეს და ყველა სხვა პრეპარატი დახურულ, ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიწვევთ ღებინებას, თუ ამის შესახებ მკაფიოდ არ მიგითითებთ ექიმი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, ბლისტერზე ან ბოთლზე.

ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები: ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია

გარდა აქტიური ნივთიერებისა, ეს პრეპარატი ასევე შეიცავს:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლისორბატი 80, „რედ ლეიქი“ N3, ოპადრი II.

თითოეული კაპლეტი შეიცავს დაახლოებით 1.5 მგ ნატრიუმს.

მედიკამენტის აღწერილობა და შეფუთვა

კალბეტენ ფორტე კაპლეტები: 5/10/20 წაგრძელებული ვარდისფერი კაფსულები ერთ მხარეს გასაყოფი ხაზით, ბლისტერში.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მწარმოებელი და რეგისტრაციის მფლობელი: Sam-On Ltd., 25 Ehud Kinamon (Haavoda)

St., Bat Yam, ისრაელი