ტრიენზიმი #30ტ
გააზიარე:
ანთების საწინააღმდეგო, ფერმენტული კომპლექსი შეშუპების და ტკივილის მოსახსნელად
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
პროდუქტის ფორმა: გასტრორეზისტენტული ტაბლეტი
შემადგენელი კომპონენტები : სერატიოპეპტიდაზა 60 მგ (120 000 ს.ე), ტრიფსინი VI – 5 მგ (ტრიფსინი - 12 000 სე: ქიმოტრიფსინი - 1500 სე)
თვისებები :
სერატიოპეპტიდაზას, ტრიფსინს და ქიმოტრიფსინი მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში. გააჩნია ნეკროზული ქსოვილების და ფიბროზული წარმონაქმნების დამშლელი მოქმედება. გააჩნია ქსოვილოვანი რეპარაციის უნარი და მეორადად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით
გამოყენების სფერო:
- · ქირურგია, ტრავმატოლოგია - პოსტოპერაციული გართულებები (ანთება, თრომბი, შეშუპება), პოსტტრავმული და ლიმფური შეშუპება, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია (ნაწიბურის ფორმირება), ტრავმა, დაჟეჟილობა, ჰემატომა, დამწვრობა;
- · გინეკოლოგია - მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები: ადნექსიტი, ენდომეტრიტი, ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი;
კისტების და ფიბრომიომების კომპლექსური თერაპია, საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, ეპიზიოტომია;
- · უროლოგია - პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი;
- · მამოლოგია - მასტიტი, მასტოპათია, ფიბროზულ-ცისტოზური წარმონაქმნები;
- · ოტორინოლარინგოლოგია - ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი;
- · პულმონოლოგია - ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები: ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, ტუბერკულოზი;
- · ენდოკრინოლოგია - დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი;
- · ანგიოლოგია - თრომბოფლებიტი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რეციდივული ფლებიტის პროფილაქტიკა, წითელი ქარი, ლიმფოსტაზი
დოზირება და მიღების წესი:
მიიღება პერორალურად. >12 წელი, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე;
ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №30;
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°-ს t-ზე, მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: Ltd. Lifeplan. დიდი ბრიტანეთი
შემომტანი: შპს. „კორდექსი“[email protected] + 995 500 502 033
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.










