ბაია“ ხორბლის ქატო სელის თესლით. - შტრიხკოდი: 4860100950478 დღეის მდგომარეობით სელი და ქატო საკმაოდ პოპულარული და "ტრენდულია" საქართველოში და მისი მოხმარება გაზრდილია. ამიტომაც შევიმუშავეთ და გამოუშვით ეს პროდუქტი. ჩვენ გთავაზობთ „ხორბლის ქატოს სელის თესლით“, რომელიც მდიდარია მცენარეული უჯრედებით, რაც ქატოს სასიამოვნო გემოს აძლევს. სელი კი, არის უძველესი მარცვლეული მისი თესლის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი თვისებაა გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენა. ეს განპირობებულია სელში შემავალი კომპონენტების; ლიგნანების, ალფა-ლინოლენის, ომეგა-3 ის ერთობლივი მოქმედებით. სელი (განსაკუთრებით დაფქვილი სახით) ხელს უწყობს: არტერიული წნევის შესაძლო რეგულირებას, სისხლძარღვების დაცვას, ყაბზობის პრევენციას და ნაწლავის მიკროფლორის დაცვას. სელი, პროდუქტში დაცეხვილია და ქატოსთან ერთად ქმნის მისი, სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტების შეთვისების საუკეთესო საშუალებას. რადგან დაუმუშავებელი სელიდან მხოლოდ 40 % მდეა შესაძლებელი სასარგებლო ნივთიერებების შეთვისება ადამიანისთვის, ხოლო დაცეხვილი სელიდან კი შესაძლებელია 90% ის ათვისება. თუ სწორად კვებას გადაწყვეტთ და განსაკუთრებით თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, თქვენს რაციონში აუცილებლად დაგჭირდებათ მცენარეული ბოჭკოვანი, უჯრედისით მდიდარი პროდუქტი - „ხორბლის ქატო, სელის თესლით“. პროდუქტი რამდენჯერმე იზრდება მოცულობაში და ნაწლავებში გადაადგილებისას ახორციელებს მის მექანიკურ გაწმენდას შიგნიდან. პროდუქტის რეგულარული მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ შეეჩვევით გაცილებით ნაკლებ ჭამას, და შიმშილით გამოწვეული დისკომფორტის განცდის გარეშე დაარეგულირებთ წონას. მომზადების წესი: ჭიქაში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი პროდუქტი, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს. გააჩერეთ 5-7 წუთი, შემდეგ შეგიძლიათ დაასხათ ცივი წყალი და მიირთვათ სუსპენზიის სახით. შეგიძლიათ დაუმატოთ მაწონი ან იოგურტი და ისეთი სახითაც მიიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. აუცილებელია დღე-ღამის განმავლოაში ზრდასრულმა ადამიანმა პარალელურად მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და ქიმიურ დანამატებს









