ვიტატონ ომეგა 150მლ სიროფი*
გააზიარე:
ვიტატონი ომეგა
150 მლ ფლაკონი
ვიტატონ ომეგა წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სტატუსის გაძლიერებას, ენერგიის დონის ამაღლებას და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეფექტურია ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების, ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მასში შემავალი კონპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ვიტატონ ომეგა ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დასწავლის პროცესს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ეფექტურია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის, მეხსიერების დაქვეითების და ემოციური ლაბილობის დროს. რეკოემნდებულია თვალის დაავადებებისას (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
შემადგენლობა : ვიტატონი ომეგას ყოველი 5 მლ შეიცავს EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 315 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) 210 მგ, L არგინინი 200 მგ, D ბიოტინი 50 მგ, ვიტამინი C (L ასკორბინის მჟავა) 50 მგ, ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 38 მგ, სპილენძი 20 მგ, ვიტამინი E (DL-ალფატოკოფეროლის აცეტატი) 6,5 მგ, თუთიის სულფატი 5 მგ, რკინის გლუკონატი 5 მგ, კოენზიმი 2 მგ, ვიტამინი B5 (ნატრიუმის - D პანთოთენატი) 1,75 მგ, ვიტამინი B1(თიამინი) 1,32 გრ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1,31მგ, ვიტამინი B2(რიბოფლავინი) 1,07მგ, ვიტამინი A (რეტინილის პალმიტატი) 0,32 მგ, ფოლის მჟავა 0,2 მგ, ქრომის პიკონილატი 0,11 მგ, ნატრიუმის სელენიტი 0,06 მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 0,02 მგ, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 0,002 მგ, ლიმონმჟავა, ქსანთანი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, მარწყვის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, სტევია, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, პოლისორბატი 80.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
EPA და DHA წარმოადგენს თავის ტვინის, თვალისა და ნერვული სისტემის მემბრანების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას და ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციისა და მხედველობის გაუმჯობესებას.
L-არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უშლის უჯრედული მემბრანების, ცილებისა და დნმ-ის დაზიანებას.
ვიტამინები B1, B6, B12 უზრუნველყოფენ ნეიროტრანსმიტერების სინთეზსს (GABA, სეროტონინი, დოფამინი), იცავენ ნერვულ უჯრედებს დემიელინიზაციისგან, ეფექტურია გაღიზიანებისა და უძილობის დროს.
ვიტამინები B1, B2, B3, B5 მონაწილეობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების,მეტაბოლიზმში და უზრუნველყოფენ ატფ-ის სინთეზს.
ფოლის მჟავა და B12 აუცილებელია ერითროციტების სინთეზისთვის.
მიღების წესი და დოზირება:
7 წლამდე 5მლ დღეში. 7 წლიდან 10 მლ დღეში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
ვარგისია გახსნიდან 3 თვე.
გამოშვების ფორმა: 150 მლ ფლაკონი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.
იმპორტიორ/დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია“.










