ფლუკალ სმაილი 20მლ სპრეი
გააზიარე:
ფლუკალ სმაილი
20 მლ ფლაკონი
ფლუკალ სმაილი წარმოადგენს კალციუმის კარბონატისა და ნატრიუმის ფტორიდის შემცველ სპრეის, რომელიც რეკომენდებულია ბავშვთა ასაკში კარიესის საპროფილაქტიკოდ.
შემადგენლობა: 1 გამოფრქვევაში კალციუმის კარბონატი 5 მგ, ნატრიუმის ფტორიდი 1,65 მგ, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ქსილიტოლი, დეიონიზირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციუმის კარბონატი აუცილებელია ნორმალური ძვლოვანი სისტემისა და კბილების შესანარჩუნებლად. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კბილის მინანქარის გამაგრებაში
ნატრიუმის ფტორიდი რეკომენდებულია კარიესის პრევენციისთვის, რადგან ხელს უწყობს კბილის მინანქარის მინერალიზაციას
ქსილიტოლის ანტიბაქტერიული თვისება უზრუნველყოფს მავნე ბაქტერეიების ზრდის შეფერხებას პირის ღრუში.
მიღების წესი და დოზირება:
6 თვე - 2 წელი 1 შესხურება დღეში; 2- 4 წელი 2 შესხურება დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
ვარგისია გახსნიდან 6 თვე.
გამოშვების ფორმა: 20 მლ ფლაკონი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.
იმპორტიორ/დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია“.










