კაბრიტა ორცხობილა თხის რძით 6 თვიდან, 115 გ
გააზიარე:
კაბრიტა ორცხობილა თხის რძით 6 თვიდან, 115 გ – 8716677009247
საბავშვო ორცხობილა Kabrita® — თხის რძეზე დამზადებული გემრიელი, დელიკატური ხსნადი ნამცხვარი. წვრილად დაფქული ხორბლის ფქვილი, ფერმის თხის რძე, ლერწმის შაქარი, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, ასევე, დელიკატური ცხობის ტექნოლოგია ნამცხვარს ძალიან ჰაეროვანს და სასარგებლოს ხდის. ნამცხვარი პატარას საყვარელ ხემსად იქცევა — მისი დაჭერა კომფორტულია პატარა ხელით, მისი გახსნა შეიძლება რძის ნაზავში, წვენში ან ჩაიში. პირველი ნამცხვარი — პატარას ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც მყარი საკვების დამოუკიდებლად ჭამას სწავლობს.
თხის რძე ნამცხვარს რბილ რძის გემოს სძენს და ხელს უწყობს კომფორტულ მონელებას.
თხის სასარგებლო რძე და მარცვლოვნების საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, უფრო კომფორტულ საკვების მონელებას და საკვები ნივთიერებების საუკეთესო ათვისებას. ენერგიის დამატებითი წყარო დღის განმავლობაში.
უსაფრთხო —მარტივად იხსნება პირის ღრუში, მარტივად იღეჭება. პროდუქტი მზადაა მოსახმარად. ნამცხვარი მარტივად და ნარჩენების გარეშე იხსნება თბილ რძის ნაზავში, წვენში, პიურეში, ჩაიში ან მისი მოხმარება შესაძლებელია მშრალი ფორმით წინასწარი გახსნის გარეშე.
დელიკატური გამოცხობა ყველაზე პატარებისთვის — იტალიელმა კონდიტერებმა იზრუნეს ნამცხვრის დელიკატურ გამოცხობაზე ზომიერი ტემპერატურით, რაც მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს და არ წარმოიქმნება მუქი ქერქი. ნამცხვარს აქვს იდეალური ტექსტურა, რაც უზრუნველყოფს მსუბუქ და ჯანმრთელ საკვების მონელებას.
კომფორტული მსუბუქი შეფუთვა მრავალჯერადი ჩამკეტით. კომფორტულია თან წასაღებად სეირნობისას და მოგზაურობისას.
შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, ლერწმის შაქარი, მზესუმზირის ზეთი, მშრალი თხის რძე, მინერალური მარილები (რკინის ლაქტატი, კალციუმის კარბონატი), გამაფხვიერებლები (ამონიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი), ემულგატორი: მზესუმზირის ლეციტინი, ნატურალური არომატიზატორი (ვანილი, ზეთისხილის ექსტრაქტი), ვიტამინების მიქსი (თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP)). შეიძლება შეიცავდეს სოიოს, კვერცხისა და მდოგვის კვალს.
მომზადების წესი: ნამცხვარი იხსნება თბილ რძის ნაზავში, წვენში, ჩაიში ან მისი მოხმარება შესაძლებელია მშრალი ფორმით. არ დატოვოთ პატარა კვების დროს მარტო. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას არანაკლებ +25°С და 75% ტენიანობის ფარგლებში. ვარგისიანობის ვადა: 15 თვე. გახსნის შემდგომ პროდუქტი შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას (არა მაცივარში), არაუმეტეს სამი კვირისა.










