კაბრიტა ხილის პიურე თხის რძის კრემით "მანგო ვაშლის პიურეთი" 6 თვიდან , 100 გ
გააზიარე:
კაბრიტა ხილის პიურე თხის რძის კრემით "მანგო ვაშლის პიურეთი" 6 თვიდან , 100 გ – 8716677006871
გემრიელი მწიფე მანგო და ტკბილი ვაშლი თხის რძის დელიკატურ ნაღებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში. ორგანული ხილისგან დამზადებული შესანიშნავი და გემრიელი დესერტი. შესანიშნავი გამოსავალი სეირნობისა და წახემსებისთვის როგორც ჩვილებისთვის, ასევე უფრო მოზრდილი ბავშვებისთვისაც. კომფორტული და თანამედროვე რბილი შეკვრა ხელს უწყობს ჩვილის მოტორიკისა და დამოუკიდებლობის განვითარებას. არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.
6 თვეზე უფროსი ბავშვებისთვის.
დაიწყეთ ახალი პროდუქტის მოხმარება 1 ჩაის კოვზით, პორციის თანდათანობით გაზრდით.
კვების დროს ბავშვები უყურადღებოდ არ დატოვოთ.
არ გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში, არ გაყინოთ.
მოხმარებამდე რეკომენდებულია შეფუთვის გარეცხვა.
შემადგენლობა: მანგოს ორგანული პიურე, ვაშლის ორგანული პიურე, თხის რძის ნაღები. არ შეიცავს გლუტენს.










