კაბრიტა 2 გოლდი თხის რძე, 6-12 თვე, 800გ

კაბრიტა 2 გოლდი თხის რძე, 6-12 თვე, 800გ

186.65 ლარი
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 157273
გააზიარე:

კაბრიტა 1 გოლდი თხის რძე, 0-6 თვე, 800გ

Kabrita® 2 GOLD – ადაპტირებული მშრალი რძის მომდევნო ფორმულა, დამზადებული თხის რძის სასარგებლო, ნატურალურ რძეზე. თხის რძე და მის საფუძველზე დამზადებული პროდუქტები კარგად ათვისებადი და მონელებადია. ხელს უწყობს ბავშვის კომფორტულ საკვების მონელებას. Kabrita® ფორმულები — დაბალანსებული, სრულფასოვანი და ნაზი კვება დაბადებიდან.

DigestX® — ბეტა-პალმიტატის შემცველი ცხიმების კომპლექსი, ჰგავს დედის რძის ცხიმოვან პროფილს, ხელს უწყობს შესაძლო შეკრულობის შემცირებას, ენერგიის საუკეთესო მიმოცვლას და კალციუმის ათვისებას.

პრებიოტიკები და პრობიოტიკები ხელს უწყობს საკვების მონელების გაუმჯობესებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.

DHA (ω-3) და ARA (ω-6) — ტვინისა და მხედველობის სწორად განვითარებისთვის.

ნუკლეოტიდები — იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

შემადგენლობა: უცხიმო თხის რძე, ლაქტოზა, მცენარეული ზეთები (ქოქოსის ზეთი, დაბალერუკული რაფსის ზეთი, მზესუმზირის ზეთი), DigestX® (1,3-დიოლეოლი, 2-პალმიტოილ ტრიგლიცერიდი), თხის შრატის ცილების კონცენტრატი, გალაქტოოლიგოსაქარიდები, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, მინერალური პრემიქსი, თევზის ქონი (DHA-ს წყარო), ქოლინის ბიტარტრატი, არაქიდონის მჟავა, ვიტამინური პრემიქსი, L-ფენილალანინი, ტაურინი, ინოზიტოლი, ნუკლეოტიდები, L-კარნიტინი, ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium BB-12®*). არ შეიცავს კრისტალიზებულ შაქარს.

მომზადების წესი:
ნარევის მომზადებამდე კარგად დაიბანეთ ხელები. 10 წუთის განმავლობაში გაასტერილეთ (მდუღარე წყლის გამოვლებით) საკვებისთვის განკუთვნილი ბოთლი და საწოვარა. ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის ანადუღარი და 40°C-მდე გაგრილებული წყალი. დაამატეთ წყალში Kabrita® 2 GOLD-ის საჭირო რაოდენობა, რომელიც მოცემულია კვების ცხრილში. გამოიყენეთ ქილაში მოთავსებული საზომი კოვზი. (დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი). დახურეთ ბოთლი და კარგად შეანჯღრიეთ ნარევი, წრიული მოძრაობებით, სრულ გახსნამდე.