ბითვეი ირიგატორი C6 შავი
გააზიარე:
ბითვეი ირიგატორი C6 შავი
• წყალგაუმტარი
• წმენდის 15 კომბინაცია
• მუშაობის ხანგრძლივობა სრულ დამუხტვაზე: 40 დღე
• დამუხტვის ხანგრძლივობა: 4 სთ
• თავაკების რაოდენობა: 6 ცალი (4 სტანდარტული, 1 ორთოდონტიული ,1 ენის)
• წყლის რეზერვუარი: 300 მლ
• გარანტია: 2 წელი
დეტალური აღწერა:
ირიგატორს აქვს 3 რეჟიმი და 5 ინტენსივობა, რაც წმენდის 15 კომბინაციას წარმოქმნის, ეს უზრუნველყოფს ირიგატორის მაღალ ეფექტურობას ნებისმიერი საჭიროებების შემთხვევაში.
ირიგატორს აქვს 300 მლ-იანი ავზი, რაც დამატებითი შევსების გარეშე ერთ სრულ პროცედურას ყოფნის. დენტალური ირიგატორი აღჭურვილია DC-USB კაბელით, რომელიც თავსებადია 5V1A ადაპტერთან ან USB პორტთან, როგორიცაა ფოვერბანკი, ლეპტოპი და ა.შ
ირიგატორი აღჭურვილია 4 სტანდარტული, 1 ორთოდონტიული და 1 ენის საწმენდი თავაკით. თავაკები 360°-ით ბრუნავს, რაც უზრუნველყოფს ღრმა წმენდას ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.
დამატებითი მახასიათებლები:
ირიგატორს აქვს წმენდის 3 რეჟიმი:
1. ინტენსიური (jet): წყლის ნაკადის კონტროლი, რაც უზრუნველყოფს პირის ღრუს უფრო საფუძვლიან და ზუსტ წმენდას, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში.
2. სტანდარტული წმენდა (clean): კბილებს შორის არსებული მცირე ნარჩენების მოცილება.
3. მასაჟი (massage) : კბილების ღრმა წმენდა, ღრძილების სტიმულირება და მასაჟი.
დამატებით ირიგატორს აქვს ინტენსივობის (სიმძლავრის) 5 რეჟიმი, რაც ჯამში წარმოქმნის წმენდისთვის საჭირო 15 განსხვავებულ კომბინაციას.










