პროლაქსი #30კაფს

პროლაქსი #30კაფს

32.85 ლარი 27.92 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: ბიოტრექს-იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სენა,ისაბგული,ვიტ.B6,კასკარა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 156118
გააზიარე:

პროლაქსი/PROLAX

პროლაქსი ვეგანური კაფსულა N30

მცენარეული ლაქსატიური საშუალება

პროლაქსი ხსნის ყაბზობის (შეკრულობის) სიმპტომებს, აღადგენს ნაწლავების ნორმალურ რეგულარულ მოქმედებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

  • სენას ექსტრაქტი - 300 მგ, რომელიც ექვივალენტურია 100 მგ სენოზიდების,

A და B კალციუმის მარილის სახით

  • ისაბგულის ექსტრაქტი (ფსილიუმ ჰასკი) - 100 მგ
  • ამერიკული ხეჭრელა (კასკარა საგრადა) - 250 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 5 მგ

აღწერილობა

სენას ექსტრაქტი მიიღება მცენარე სინამაქისგან (Cassia angustifolia, Senna alexandrina), შეიცავს აქტიურ კომპონენტებს A და B სენოზიდებს კალციუმის მარილის სახით, რომლებიც ხასიათდება სტაბილურობით, მაღალი ბიოშეღწევადობითა და ეფექტურობით. სენა FDA-ს მიერ დამტკიცებულია, როგორც არასარეცეპტო ლაქსატიური საშუალება. სენა არის სტიმულაციური ლაქსატივი. საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბაქტერიების არააქტიურ სენოზიდებზე მოქმედების შედეგად წარმოიქმნება აქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებას და ნაწლავების პერისტალტიკის გაუმჯობესებას. სენა ასევე არბილებს ფეკალურ მასებს. სენას ექსტრაქტი აადვილებს დეფეკაციას, ზრდის დეფეკაციის სიხშირეს,  არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს კუჭნაწლავს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. სენოზიდების ლაქსატიური მოქმედება ვლინდება მიღებიდან სწრაფად 8-10 საათში. გარდა ლაქსატიური მოქმედებისა სენოზიდ A-ს აქვს ჰეპატოპროტექტორული, ანტიმიკრობული, სიმსუქნის, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სენამ შესაძლებელია, გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-მოყავისფრო ან მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა, რაც სრულიად უსაფრთხოა და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაივლის.

ისაბგულის ექსტრაქტი (Ispaghula, Psyllium husk) მიიღება მცენარე მრავალძარღვას (Plantago Ovata) თესლის ჩენჩოსგან (უჯრედისი), არის ხსნადი საკვები ბოჭკო და მიეკუთვნება მოცულობაში მოსამატებელ ლაქსატიურ საშუალებებს. ისაბგული სითხესთან ურთიერთქმედების შედეგად დაახლოებით 50-ჯერ იზრდება მოცულობაში. ისაბგული იწოვს წყალს და წარმოქმნის გელის მსგავს ნივთიერებას, აადვილებს და არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკრობიოტაზე, აქვს პრებიოტიკის თვისება, ამცირებს ანთებას ნაწლავებში, წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, ამცირებს მადას, აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის რეგულაციას, ასევე აქვს სისხლში ქოლესტერინის დამწევი მოქმედება.

ამერიკული ხეჭრელა  (კასკარა საგრადა, Frangula purshiana) შეიცავს კასკაროზიდებს, რომლებიც ავლენს სტიმულაციურ ლაქსატიურ მოქმედებას და ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, ასუფთავებს ნაწლავებს.

ვიტამინი B6 წარმოადგენს 100-ზე მეტი ენზიმური რეაქციის ძირითად კოფაქტორს,სასიცოცხლო როლს ასრულებს ორგანოებისა და ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებაში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის, აუმჯობესებს გასტროინტესტინური სისტემის მიკრობიოტის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის მთლიანობის შენარჩუნებას, იცავს მას დაზიანებისგან და ხელს უშლის ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას, ყაბზობის დროს აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, არბილებს ფეკალურ მასებს, აადვილებს დეფეკაციას.

ჩვენებები

- სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ყაბზობა
- ნაწლავების ატონია, მეტეორიზმი
- კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას
- პოსტოპერაციული პერიოდი
- ბუასილი (ჰემოროიდული დაავადება), პროქტიტი, ანალური ნაპრალი
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (სპასტიური კოლიტი, ყაბზობის ტიპი)

- წონის კლების პროცესში სიმსუქნის დროს
უკუჩვენებები
პროლაქსის კაფსულის მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.
გვერდითი ეფექტები
პროლაქსმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინური დისკომფორტი, როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1-3 კაფსულა (პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე ან ექიმის რეკომენდაციით) ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად 15-30 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 1 თვის შემდეგ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შეფუთვა: თითოეული ყუთი შეიცავს 30 ვეგანურ კაფსულას.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

MFG: Biotrex, ISO Certificate N – FSMS04/553/88

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: SmartPharm LTD

1309 დიდი ლილო, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 0322 12 72 75

ელ-ფოსტა: [email protected]