სუსცისტეინი 200მლ პერ/ხს
გააზიარე:
სუსცისტეინი 200 მლ პერ/ხსნარი
საკვები დანამატი N- აცეტილცისტეინის , ლაქტოფერინის , აკაციის თაფლისა და Adhatoda vasica- ს მშრალი ექსტრაქტის საფუძველზე .
პროდუქტი ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხიერებას და ყელის ტკივილის შემსუბუქებას.
შემადგენლობა :
ყოველი 10 მლ შეიცავს: N-აცეტილცისტეინი 163მგ, აკაციის თაფლი- 800მგ, ადჰადოტა ვაზიკას (Adhatoda vasika) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ e.s. ტიტ. 0.5%ალკალოიდები — 0,75მგ , ლაქტოფერინი - 10 მგ . წყალი, ფრუქტოზა. დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, არომატიზატორი.
მიღების წესი : გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
რეკომენდებულია 10 მლ-ის მიღება 2–3-ჯერ დღეში. შესაბამისი საზომი ჭიქის გამოყენებით.
პედიატრიული დოზა : 5 მლ დღეში 2–3-ჯერ. ნებისმიერი გაუხსნელი ნალექი არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე.
გახსნის შემდეგ პროდუქტი გამოიყენება 30 დღის განმავლობაში.
აქტიური ინგრედიენტების თვისებები : N- აცეტილცისტეინი (NAC):
გააჩნია მუკოლიტიკური მოქმედება. ამცირებს ლორწოში არსებული ცილების (მუკოპროტეინების) დისულფიდურ ბმებს, რის შედეგადაც სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მოქმედება უმჯობესდება.
ლაქტოფერინი :
გლიკოპროტეინი-რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, უზრუნველყოფს რკინის ტრანსპორტირებას სისხლში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულატორული თვისებები.იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, აფერხებს გრამდადებითი (Gram+) და გრამუარყოფითი (Gram−) ბაქტერიების ზრდას, მათთვის აუცილებელი რკინის იონების შეკავების გზით.
აკაციის თაფლი :
გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. შეიცავს ფუტკრის იმუნური სისტემის ცილას (დეფენსინ-1), რომელიც ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების დეზინფექციას და ამცირებს ხველის, გაციების და ყელის ტკივილის განვითარების რისკს. Adhatoda vasica:
გააჩნია ამოსახველებელი და მუკოლიტიკური მოქმედება. ეთერზეთებისა და ალკალოიდების სინერგიული ეფექტი იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას (ლორწო ხდება ნაკლებად სქელი) და ასტიმულირებს სასუნთქი სისტემის ცილიარულ ფუნქციას, რაც ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას.
გაფრთხილებები :
საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შენახვის პირობები : ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა :
სუსცისტეინის პერ/ ხსნარი, ფლაკონი 200 მლ.
მწარმოებელი : Valeo Farma იტალია. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ავერსი-ფარმა“.










