აევიტი 100000სე+100მგ#30კ(რუს)

აევიტი 100000სე+100მგ#30კ(რუს)

4.80 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ალტაივიტამინი ***
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რეტინოლი+ალფატოკოფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154832
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

აევიტი

AEVIT

ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას მანამ, სანამ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია იგი კვლავ გამოგადგეთ. შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. სამკურნალო საშუალება, რომლითაც თქვენ მკურნალობთ, განკუთვნილია კონკრეტულად თქვენთვის და არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა, რადგან შესაძლებელია ეს ზიანის მომტანი იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმბტომები, რაც თქვენ.

სავაჭრო სახელწოდება: აევიტი

ჯგუფური დასახელება: ვიტამინი E + რეტინოლი

წამლის ფორმა: კაფსულები

ერთი კაფსულის შემადგენილობა:

აქტიური ნივთიერებები:

რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე)

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 100მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის ზეთი - 45 მგ

კაფსულის შიგთავსის მასა - 200მგ

კაფსულის გარსი:

ჟელატინი – 26,83 მგ

გლიცეროლი (გლიცერინი) – 7,56 მგ

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი) – 0,01 მგ

სორბიტოლი (სორბიტი) – 4,94 მგ

გასუფთავებული წყალი - 0,65 მგ

საღებავი ყავისფერი НТ (Е 155) – 0,01მგ

კაფსულის მასა - 240 მგ

შენიშვნა:

1 გ სუბსტანციის რეტინოლ პალმიტატის (ვიტამინი A) შემადგენლობა (დსმ ნუტრიშნლ პროდაკტ ლტდ, სისელნ ქარხნის ფილიალი, შვეიცარია):

1 გ სუბსტანციის რეტინოლ პალმიტატის (ვიტამინი A) შემადგენლობა) (ბასფ სი, გერმანია):

- რეტინოლ პალმიტატი - 1.7 მილიონი ს.ე.;

- რეტინოლ პალმიტატი - 1.7 მილიონი ს.ე.;

- ბუტილჰიდროქსიანიზოლი - 9 მგ;

- ბუტილჰიდროქსიტოლუენი -17 მგ.

- ბუტილჰიდროქსიტოლუენი - 9 მგ.

 

აღწერილობა :

რბილი ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე შეფერილობის, გლუვი ზედაპირით, დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით. მძაღე სუნის გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება

ათქ კოდი : A11JA.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი A და E ვიტამინებით.

რეტინოლი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნაში, რომლებიც აუცილებელია ნორმალურ ბინდში და ფერადი მხედველობისათვის, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას. ტოკოფეროლს (ვიტამინი E) გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისაგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნაში, შემაერთებელი ქსოვილის, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების წარმოქმნაში. აევიტი აღადგენს დარღვეულ კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, აღადგენს ნორმალურ კაპილარულ და ქსოვილოვან განვლადობას, ზრდის ქსოვილების მედეგობას ჰიპოქსიის მიმართ.

გამოყენების ჩვენებები

კომბინირებული ავიტამინოზი A, E

კომპლექსურ თერაპიაში კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და/ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით

თირეოტოქსიკოზი, ქოლეცისტიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი; თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ხანდაზმული ასაკი, ჰიპოპროთრომბინემია (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე შეიძლება გაიზარდოს ვიტამინი E-ს 400 ს.ე.-ზე მეტი დოზით მიღებისას).

გამოყენების მეთოდის და დოზირება

გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის ხანგრძლივობა 20-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და გვერდითი რეაქციების კლასიფიკაცია სისტემურ-ორგანული კლასიფიკაციისა და მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით (გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: სიხშირე უცნობია - კანის გამონაყარი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები: იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, დიარეა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები: სიხშირე უცნობია - ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ქოლელითიაზისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

დოზის გადაჭარბება:

დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები (ვითარდება მიღებიდან 6 საათის შემდეგ)

A ჰიპერვიტამინოზი: მოზრდილებში - ძილიანობა, მოდუნება, თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, შეუჩერებელი ღებინება, დიარეა, გაღიზიანებადობა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და დაწყლულება, ტუჩების, კანის აქერცვლა (გასაკუთრებით ხელისგულების), ცნობიერების აბნევა, მომატებული ქალასშიდა წნევა (ძუძუს წოვების ასაკის ჩვილებში - ჰიდროცეფალია, ყიფლიბანდის გამოდრეკა).

ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: მადის დაკარგვა, ძვლების ტკივილი, კანის ნახეთქები და სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ტუჩების სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, ჰიპერთერმია, ასთენია, უკიდურესი დაღლილობა, თავის ტკივილი, ფოტომგრძნობელობა, პოლაკიურია, ნიქტურია, პოლიურია, გაღიზიანებადობა, თმის ცვენა, ყვითელ-ნარინჯისფერი ლაქები ტერფებზე, ხელისგულებზე, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის მიდამოში, ჰეპატოტოქსიური მოვლენები, თვალშიდა ჰიპერტენზია, ოლიგომენორეა, პორტული ჰიპერტენზია, ჰემოლიზური ანემია, ძვლების რენტგენოგრამებზე ცვლილებები, კრუნჩხვა.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

E ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ხანგრძლივი პერიოდით 400-800 ერთეული დღეღამეში მიღებისას - მხედველობითი აღქმის გაბუნდოვნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია, დღეღამეში 800 ერთეულზე მეტი დოზით ხანგრძლივად მიღებისას - K ჰიპოვიტამინოზის მქონე პაციენტებში სისხლდენის რისკის გაზრდა, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის მოშლა, თრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს, ზრიდს A და D ვიტამინების, ასევე საგულე გლიკოზიდების ეფექტურობას, და ამცირებს მათ ტოქსიკურიბას.

ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (რომლებშიც ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის პროდუქტების შემცველობა სისხლში მომატებულია).

შეუთავსებადია ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან. სალიცილატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ აევიტის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

საფაღარათო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და ქოლესტირამინი, ამცირებენ A და E ვიტამინების ათვისებას.

პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან A ვიტამინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

E ვიტამინის დღეღამეში 400 ერთეულზე მეტი დოზით მიღება ერთდროულად ანტიკოაგულანტებთან ერთად (კემარინის და ინდანდიონის წარმოებულები) ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები :

A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000 სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას.

ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით.

მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე :

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

10 კაფსულა პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯროვან შეფუთვაში.

1, 2, 3, 4 ან 5 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

50-150 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა იმავე რაოდენობით ინსტრუქციასთან ერთად თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში (სტაციონარებისათვის).

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისრტაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/ორგანიზაცია, რომელიც იღებს მომხმარებელთა პრეტენზიებს:

სს "ალტაივიტამინი"

მისამართი: 659325, რუსეთი, ალტაის მხარე, ქ. ბისკი, ზავოდსკაიას ქ., სახ. 69

ტელეფონი: (3854) 338-719, 326-948

ფაქსი (3854) 326-943