დიაზემი 10მგ/2მლ #10ა

დიაზემი 10მგ/2მლ #10ა

10.95 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი A.S
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიაზეპამი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 154826
გააზიარე:

სარეკომენდაცო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

დიაზემი 10 მგ /2 მლ . ./ . . საინექციო ხსნარი ამპულაში

მოხმარების ინსტრუქცია

დიაზემი 10მგ/2მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულაში

ინტრამუსკულარული და ინტრავენური მოხმარებისთვის

სტერილური

აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულის 1 მლ შეიცავს 5მგ დიაზეპამს

2მლ(მთლიარი შემადგენლობა) 10მგ დიაზეპამს შეიცავს

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი,ეთილის სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, ბენზოის მჟავა, ბენზილის სპირტი, ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი

წამლის გამოყენებამდე გულდასმით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული მედიკამენტი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ სხვებს.
  • მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, საავადმყოფოს ან ექიმთან ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს მისი მიღების თაობაზე.
  • მკაცრად დაიცავით გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული მედიკამენტის მიღების წესები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზა .

მოცემულ გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს :

1. რა არის დიაზემი და რისთვის გამოიყენება?

2. რა უნდა იცოდეთ დიაზემის მიღებამდე

3. დიაზემის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. დიაზემის შენახვის პირობები

  1. რა არის დიაზემი და რისთვის გამოიყენება ?

დიაზემი, რომლის აქტიური ნივთიერებაა დიაზეპამი, მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მედიკამენტებს,რომელსაც აქვთ ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი ეფექტი. ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 10მგ აქტიურ ნივთიერებას.

დისტრიბუციაშია 10 ან 100, 2მლ- იანი დიაზემის ამპულები შეფუთული მუყაოს კოლოფებში.დიაზეპამი გამოიყენება,როგორც კუნთში (ინტრამუსკულარულად), ისე გადასხმით (ინფუზიურად ) და ვენაში შეყვანით( ინტრავენურად).

დიაზემი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სედაციის უზრუნველსაყოფად (ძილიანობის დროს)ბავშვებისა და მოზრდილების მკურნალობისა და კვლევების დროს (როგორც დამხმარე საშუალება სტომატოლოგიაში, ქირურგიასა და რადიოლოგიაში).
  • როგორც პრემედიკამენტი პაციენტების დასამშვიდებლად მკურნალობამდე და პაციენტების სედაციისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
  • შფოთვის მოკლევადიანი მკურნალობისას (შფოთვა, წუხილი),
  • სიმპტომები პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს ალკოჰოლის მიღება (მოუსვენრობა, კანკალი, ჰალუცინაციები,ცნობიერების უეცარი გარდამავალი დარღვევა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა შფოთვა,აღგზნება, დელირიუმი),
  • · ეხმარება კუნთების მოდუნებას და აკონტროლებს კუნთების შეკუმშვას ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს (მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინზე და იწვევს მოძრაობის პრობლემებს და კუნთების სპაზმს),
  • ფებრილური კრუჩხვების დროს
  • კუნთების უეცარი შეკუმშვა, მათ შორის უწყვეტი ეპილეფსიური ბნედა (status epilepticus), ასევე ინტოქსიკაციით გამოწვეული კრუნჩხვები,
  • კუნთების მტკივნეული შეკუმშვის პროგრესირებადი ფორმის სამკურნალოდ, როგორც ტეტანუსის დროს.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ დიაზემის გამოყენებამდე

დიაზემი არ გამიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • · თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიაზეპამის ან სხვა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატების ან დიაზემის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ.განყოფილება მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიაზემის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ )
  • · თუ გაქვთ ფობია (კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის შიში), აკვიატება, პიროვნული აშლილობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება,
    • · თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი ან გულმკერდის კუნთის სისუსტე რომლებიც გეხმარებათ ჩასუნთქვასადა ამოსუნთქვაში. ( მიასთენია გრავისი-ს ჩათვლით)
    • · თუ გაქვთ“ძილის აპნოეს სინდრომი“-მდგომარეობა,როდესაც ძილის დროს სუნთქვა მოკლე დროით ჩერდება
    • · თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
    • · თუ გაქვთ სისხლის დაავადება-პორფირია
    • · თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად(იხ.განყოფილება“ორსულობა და ძუძუთი კვება“)

დიაზემი სიფრთხილით მიიღეთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • · თუ გაწუხებთ დეპრესია (შფოთვით ან მის გარეშე)
  • · თუ ხართ 60 წელზე მეტი ხნის
  • · თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის, გულის ან ფილტვის დაავადება
  • · თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები
  • · თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში
  • · თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლიზმი ან ნარკოდამოკიდებულება
  • · თუ ახლობელი ვინმე ახლახან გარდაიცვალათ
  • · თუ თვითმკვლელობაზე ფიქრობ
  • · თუ გაქვთ, თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებები, განსაკუთრებით ართეროსკლეროზი (სისხლძარღვების შევიწროება)

დიაზემის ინტრავენურად შეყვანისას (ვენის მეშვეობით), თქვენი სუნთქვა და გულისცემა შეიძლება შენელდეს. იშვიათ შემთხვევებში ეს იწვევს სუნთქვის ან გულის გაჩერებას. ამის თავიდან ასაცილებლად მედიკამენტი შეჰყავთ ნელა და რაც შეიძლება მცირე დოზებით.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ,რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ ან აღგენიშნებოდათ წარსულში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს .

დიაზემის საკვებთან და სასმელთან გამოყენება

არ მიიღოთ დიაზემი ალკოჰოლთან ერთად. ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს დიაზემის სედაციური ეფექტი და გამოიწვიოს ძლიერი ძილიანობა.

გრეიფრუტის წვენს შეუძლია გაზარდოს დიაზეპამის რაოდენობა სისხლში. თუ თქვენ ხართ ხანდაზმული, გაქვთ ღვიძლის ციროზი, ან გაქვთ მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება, ამან შეიძლება გაზარდოს დიაზემის სედაციური ეფექტი. საჭიროა მიმართოთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

კოფეინის შემცველმა სასმელებმა შესაძლოა შეასუსტოს დიაზეპამის ეფექტი

ორსულობა

წამლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან ოსულობას გეგმავთ, არ უნდა მიიღოთ დიაზემი.

თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ აუცილებლად გჭირდებათ ამ მედიკამენტის მიღება გვიან ორსულობის, მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დროს, თქვენს პატარას შეიძლება განუვითარდეს არარეგულარული გულისცემა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, კუნთების სისუსტე და მოდუნება, სუნთქვისა და კვების გაძნელება.

ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ დედებისგან რომლებიც ორსულობის გვიან პერიში ხანგრძლივი დროით იღებდნენ ამ მედიკამენტს შესაძლოა განუვითარდეთ მედიკამენტისადმი დამოკიდებულება და დაბადების შემდეგ მოხსნის სინდრომის რისკი.

ჩვილებს , რომლელთა დედებიც იღებდნენ მედიკამენტს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შესაძლოა ჰქონდეთ თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მაღალი რისკი

ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს

არ გამოიყენოთ დიაზემი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ძუძუთი კვების დროს , ამ ინექციის მიღებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას .

რეკომენდებულია არ გაიკეთოთ ეს ინექცია თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, გულმავიწყობა ან გავლენა მოახდინოს კონცენტრაციასა და კოორდინაციაზე. შესაბამისად გაართულოს ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც საჭიროებენ უნარებს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა. ექიმმა უნდა გითხრათ, როდის შეძლებთ ამ ამოცანების შესრულება.

მკურნალობის შემდეგ გვერდით ყოველთვის უნდა გყავდეთ პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანი.

აღნიშნულმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მანქანის მართვის უნარზე , რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

  • · არ მართოთ ავტომობილი ამ მედიკამენტის მიღებისას, თუ არ იცით, როგორ მოქმედებს ის თქვენზე.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული,რომ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ უსაფრთხოდ შეძლებთ ავტომობილის მართვას

დიაზემში შემავალი დამხმარე ნივთიერების შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • · დიაზემის ამპულები შეიცავს პროპილენ გლიკოლს. ამიტომ, მან შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
  • · არღიშნული სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მოცულობის 10,82%-მდე ეთანოლს (ალკოჰოლს); მაგალითად,ყოველ დოზაში 170,8 მგ-მდე , თითოეულ დოზაში 4,32 მლ ლუდის ექვივალენტურს , თითოეულ დოზაში 1,8 მლ ღვინის ექვივალენტურის . ის შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულებთან ან მეძუძურ დედებთან ,ბავშვებსა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან, რომელთაც აწუხებთ ღვიძლის დაავადებები ან ეპილეფსია.
  • · ამ სამკურნალო პროდუქტის 2მლ შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს , ე.ი. ითვლება პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
  • · 2მლ დიაზემი შეიცავს 3,7 მგ ბენზოის მჟავას . ამიტომ, შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი ახალშობილებში.
  • · 2 მლ დიაზემი შეიცავს 31,4 მგ ბენზილის სპირტს . მისი მოხმარება დაუშვებელია დღენაკლული ან ახალშობილი ბავშვებისთვის. შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები და ალერგიული რეაქციები ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
  • · ამ პროდუქტის pH-ის დასარეგულირებლად გამოიყენება მარილმჟავა

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

  • · დიაზემის და ოპიოიდების (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები და ზოგიერთი ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტები) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობას, სუნთქვის გაძნელებას (სუნთქვის დათრგუნვა)კომას და შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში.

ამიტომ, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტები შეუძლებელია.

თუმცა, თუ ექიმი დანიშნავს დიაზემს ოპიოიდთან ერთად, მან უნდა შეზღუდოს თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ყველა თქვენს მიერ მიღებული ოპოიდური მედიკამენტების შესახებ და მკაცრად დაიცავით დოზირებასთან დაკავშირებული მის მიერ მოცემული რეკომენდაციები. შეიძლება, სასარგებლო იყოს, ინფორმაცია მიაწოდოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების და სიმპტომების შესახებ.

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები

  • · აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებდით, ახლაც იღებთ ან მიიღებთ სხვა რაიმე მედიკამენტებს, ურეცეპტოდ შეძენილი მედიკამენტების ჩათვლით
  • · მეხსიერების დაკარგვა - ამ პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების დაკარგვა. ამნეზია ყველაზე ხშირად მედიკამენტების მაღალი დოზების მიღებისას ვითარდება, ურეცეპტოდ შეძენილი მედიკამენტების ჩათვლით, განსაკუთრებით:

o ანტიდეპრესანტები(მაგ., ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი).

o ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა კლოზაპინი (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ).

o ანტიჰისტამინები (ალერგიის სამკურნალოდ).

o ზოგადი ანესთეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ანესთეზიას).

o ტრანკვილიზატორები (გამოიყენება დამამშვიდებელი ეფექტის შესაქმნელად).

o ერითრომიცინი(ანტიბიოტიკი)

o კუნთების რელაქსანტები (მაგ. სუქსამეთონიუმი, ტუბოკურარინი).

o ზოგიერთმა ძლიერმა ტკივილგამაყუჩებელმა, როგორიცაა მორფინი (ოპიოიდები), შეიძლება გამოიწვიოს რელაქსაციის შეგრძნება დიაზეპამის მიღებისას, რამაც შეიძლება გაზარდოს ამ მედიკამენტების შემდგომი მიღების გაგრძელების სურვილი (დამოკიდებულება) ან გაგიჩინოთ ძლიერი ძილიანობა.

o ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიისა და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)

o მედიკამენტემა,მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატებმა დიურეზულებმა,(შარდგამომყოფი საშუალებები),ნიტრატებმა (გულის დაავადებების სამკურნალო წამლები) შესაძლოა საკმაოდ ძლიერ დაწიონ არტერიული წნევა

o ანტაციდებმა (მედიკამენტებმა, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას) შეიძლება შეანელონ დიაზემის შეწოვა ორგანიზმში.

  • · ამ მედიკამენტების დიაზეპამთან ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გამოიწვიოს ძლიერი ძილიანობა, დათრგუნოს სუნთქვა და შეამციროს არტერიული წნევა.

o დისულფირამი(ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტი) ამ პრეპარატის დიაზეპამთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ძილიანობა და სხეულიდან დიაზეპამის ჩვეულებრივზე ნელა გამოდევნა

o ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები: ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი (დიაზეპამი შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპარატების დონეზე სისხლში).დიაზეპამმა ასევე შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ფენიტოინის მოქმედებაზე.

  • · ტეოფილინი(ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალო საშუალება)ვინაიდან მას შეუძლია შეასუსტოს დიაზეპამის მოქმედება

o ციმეტიდინი, ომეპრაზოლი ან ესომეპრაზოლი(კუჭის მჟავიანობის შემასუსტებელი მედიკამენტები)ვინაიდან მათ შესაძლოა გამოიწვიონ სხეულიდან დიაზეპამის ჩვეულებრივზე ნელა გამოდევნა .

o რიფამპიცინი , ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი (ანტიბიოტიკი),მან შესაძლოა გამოიწვიოს სხეულიდან დიაზეპამის ჩვეულებრივზე სწრაფი გამოდევნა. შესაძლოა დიაზეპამის ეფექტი შეასუსტოს

o ამპრენავირი, ათაზანავირი, რიტონავირი, დელავირდინი, ეფავირენზი, ინდინავირი, ნელფინავირი ან საქინავირი (ანტივირუსული) ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი ან ვორიკონაზოლი(ანტი ფუნგული პრეპარატები)

o იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ), მან შესაძლოა გამოიწვიოს სხეულიდან დიაზეპამის ჩვეულებრივზე ნელი გამოდევნა.

o ორალური კონტრაცეპტივები, რადგან მათ შეუძლიათ შეანელონ დიაზეპამის გამოდევნა ორგანიზმიდან და გაზარდონ მისი ეფექტი. დიაზეპამისა და ორალური კონტრაცეპტივების ერთად მიღებისას შეიძლება განვითარდეს პეროდული სისხლდენა, მაგრამ კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება.

o ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ), რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დიაზეპამის ორგანიზმიდან ჩვეულებრივზე ნელა გამოდევნა.

o კორტიკოსტეროიდები (წამლები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმში ანთების სამკურნალოდ), რადგან მათ შეუძლიათ შეასუსტონ დიაზეპამის ეფექტი.

o ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). დიაზეპამმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ეფექტი.

o ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიისა და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ), რადგან მას შეუძლია შეანელოს ორგანიზმიდან დიაზეპამის გამოდევნა და გაზარდოს მისი ეფექტი.

o დიაზეპამის გამოყენება აძლიერებს კეტამინის (ანესთეზიურ ) ეფექტს.

o ლოფექსიდინი (ოპიოიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ, სიმპტომების შესამსუბუქებლად).

o ნაბილონი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ).

o ალფა ბლოკატორები ან მოქსონიდინი (მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად).

თუ თქვენ იღებდით ან ახლა იღებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მივიღოთ დიაზეპამი ?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება / გამოყენების სიხშირე :

ინექცია უნდა გაგიკეთოთ თქვენმა ექიმმა, ექთანმა ან სტომატოლოგმა . თქვენი ექიმი, სტომატოლოგი ან ექთანი განსაზღვრავს თქვენთვის სწორ დოზას და ისე დაგინიშნავთ .

გამოყენების გზა და მეთოდი :

დიაზემი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.

დიაზემი არ უნდა იქნას შერეული სხვა მედიკამენტებთან და ი.ვ. სითხეებთან.ჩვეულებისამებრ არ უნდა იქნას განზავებული გარდა იმ შემთხვევებისა ,როცა ხდება ნელი შეყვანა ინფუზიის საშუალებით მსხვილ ვენაში 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით და 5% დექსტროზის ხსნარით.

0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% დექსტროზას ხსნართან ერთად ჩატარებულმა თავსებადობის კვლევებმა აჩვენა,რომ ხსნარები, დაახლოებით 0.1 მგ/მლ განზავებით მომზადებული ხსნარები თავსებადია 24 საათის განმავლობაში ოთახის პირობებში.

„დიაზემი 10მგ/2მლ ი.მ./ი.ნ. საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა“ ი.ვ. ინფუზიის სახით , როდესაც ი.ვ. მიღება არის გადაუდებლად აუცილებელი, რეკომენდებულია განზავებულ იქნას მინიმუმ 200 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% დექსტროზის საინფუზიო ხსნართან და გამოიყენებულ იქნას დაუყოვნებლივ. ი.ვ. საინფუზიო მოხმარების ხსნარები მიღებამდე უნდა განზავდეს მინის ფლაკონებში

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :

გამოყენება ბავშვებში :

ეპილეფსიური სტატუსი, ინტოქსიკაციით გამოწვეული კრუნჩხვები, ფებრილური კრუნჩხვები:

ინტრავენური ინექციის გზით:

პედიატრიული პოპულაცია

რეკომენდებული დოზა

ჩვილები

300-400 მკგ/კგ, საჭიროების შემთხვევაშის 10წთ- ის შემდეგ 300-400 მკგ/კგ . ყოველი ინექციას სჭირდება 3-5 წუთი.

1 თვიდან-11 წლამდე ბავშვები

300-400 მკგ/კგ (მაქსიმუმ 10 მგ დოზაზე), რასაც მოჰყვება შემდგომი ინექცია 300-400 მკგ/კგ საჭიროებისამებრ 10 წუთის შემდეგ. ყოველ ინექცია სჭირდება 3-5 წუთი.

12-17 ასაკის მოზარდები

შეიყვანეთ 10 მგ და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 10 მგ 10 წუთის შემდეგ. ყოველი ინექცია 3-5

წუთებში გადაეცემა.

ტეტანუსი:

ინტრავენური ინექციის გზით

ინიშნება დოზით 100–300 მკგ/კგ ყოველ 1–4 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით.

ინტრავენური ინფუზიის გზით

მიიღება 24 საათის განმავლობაში დოზით 3-10 მგ კგ-ზე, კორექტირება ხდება რეააქციის მიხედვით და სხეულის წონის გათვალისწინებით.

პრესაოპერაციო მკურნალობა ან პრემედიკაცია:

მედიკამენტი ინისნება დოზით 0,2 მგ კგ-ზე სხეულის წონის მიხედვით. ინექცია მიმდინარეობს ნელა (0,5 მლ წუთში).

გამოყენება ხანდაზმულებში :

დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის ნახევარს.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები :

ღვიძლის უკმარისობა :

შესაძლოა საჭირო გახდეს დიაზეპამის დოზის შემცირება ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში. დიაზეპამი საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როდესაც ხდება გამოიყენება 0,603 მგ/კგ დღეში (ექვივალენტური 50 მგ/კგ/დღეში პროპილენგლიკოლის) და მეტი დოზით, სხეულის წონის გათვალისწინებით.

თირკმლის უკმარისობა :

თირკმლის უკმარისობის დროს დიაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდში კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის და დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო. დიაზეპამი საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როდესაც გამოიყენება 0,603 მგ/კგ დღეში (ექვივალენტური 50 მგ/კგ/დღეში პროპილენგლიკოლის) და უფრო მაღალი დოზებით, სხეულის წონის გათვალისწინებით.

თუ გრძნობთ, რომ დიაზემის ეფექტი ძალიან ძლიერა ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ დიაზემ მოხმარება :

დავიწყებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა

დიაზეპამით მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო რეაქციები

  • · თუ მოულოდნელად შეწყვეტთ დიაზემის მიღებას, შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები, ტრემორი, მუცლის და კუნთების სპაზმი, ღებინება და ოფლიანობა. ამიტომ, ნებისმიერი ხანგრძლივი მკურნალობისას, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ნელა.
  • · მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ თანდათანობით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დაავადება განმეორდება ძველზე უფრო ძლიეი ფორმით .ეს რისკი იზრდება, თუ უეცრად შეწყვეტთ დიაზემით მკურნალობას. შესაძლოა განვითარდეს განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა ან ძილის რეჟიმის დარღვევა

4 . შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დიაზემში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1პაციენტთან .

ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არცთუ ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: გვხვდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად: გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი სიხშირით: დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ცოტა პაციენტში, რომლის განსაზღვრა მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია

თუ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე შემთხვევა გამოგივლინდათ , შეწყვიტეთ დიაზემის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ანყოფილებაში :

არცთუ ხშირად :

• სუნთქვის დათრგუნვა (ძალიან ნელი და/ან ზედაპირული სუნთქვა)

იშვიათ ად :

• სუნთქვის გაჩერება (სუნთქვის შეწყვეტა)

• გონების დაკარგვა

• სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება)

ძალიან იშვიათად :

• ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია): შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები , როგორიცაა უეცარი ქოშინი, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, სისუსტე ან ყლაპვის გაძნელება.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია

თუ გამოგივლინდათ ერთ-ერთი მადგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ დიაზემზე სერიოზული ალერგია გაქვთ . ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად :

  • · ძილიანობა

ხშირად :

  • · დაღლილობა
  • · აბსტინენციის სინდრომები(შესაძლო სიმპტომები იხილეთ ქვევით, განყოფილებაში “ხანგრძლივი მკურნალონა“)
  • · უგონო მდგომარეობა(ცნობიერების არევა)

არცთუ ხსირად :

  • · კუნთების სისუსტე
  • · მეხსიერების დაკარგვა
  • · კონცენტრაციის გაძნელება
  • · წონასწორობის დარღვევა
  • · თავბრუსხვევა
  • · თავის ტკივილი

• მეტყველების დარღვევა

• კუჭ - ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ყაბზობა და დიარეა.

• გაძლიერებული ნერწყვდენა.

• კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, შეშუპება და გამონაყარი,

იშვიათად :

  • · ფსიქიკური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, აგზნება, მოუსვენრობა, გაღიზიანება, აგრესია, მეხსიერების დაკარგვა, დელირიუმი, ბრაზი, ფსიქოზი, კოშმარები ან ჰალუცინაციები. ეს შეიძლება იყოს სერიოზული დაავადება ან გადაიზარდოს სერიოზულ მდგომარეობაში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში და ხანდაზმულებში.
  • · ყურადღების დაქვეითება.
  • · დეპრესია
  • · ემოციის დათრგუნვა
  • · უძილობა (ძილთან დაკავშირებული პრობლემები)
  • · გულის პრობლემები, როგორიცაა გულისცემის შენელება (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა და გულისცემის გაჩერება (გულის გაჩერება).
  • · დაბალიარტერიული წნევა,გულყრა (სინკოპე).
  • · ფილტვებში ლორწოს გაზრდილი რაოდენობა
  • · პირის სიმშრალე
  • · მადის მომატება.
  • · ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის ცვლილება (ჩანს სისხლის ანალიზში)
  • · შარდვის გაძნელება , შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა (შარდის გაჟონვა)
  • · სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში
  • · იმპოტენცია, სექსუალური ლტოლვის ცვლილებები (ლიბიდო).
  • · სისხლის დაავადებები (ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა ან ინფექციები)

ძალიან იშვიათად :

  • · სისხლის თეთრი უჯრედების დონის შემცირება (ლეიკოპენია)
  • · სისხლში ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მატება.

უცნობი სიხშირით :

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება და თვალის უნებლიე მოძრაობები (ეს გვერდითი მოვლენები ქრება დიაზემის მიღების შეწყვეტისთანავე).

გრძელვადიანი მკურნალობა

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროით მკურნალობენ დიაზემით, შესაძლოა გახდნენ ტოლერანტულები მედიკამენტისადმი (მედიკამენტები შეიძლება გახდეს ნაკლებად ეფექტური) ან განუვითარდეთ დამოკიდებულება მედიკამენტის მიმართ.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (მაგალითად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შფოთვა, მოუსვენრობა, დაბნეულობა, გაღიზიანება, ჩაძინების გართულება, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. აღნიშნული ეფექტების თავიდან ასაცილებლად თქვენი ექიმი თანდატან შეგიმცირებთ მედიკამენტის დოზას

თუ ფიქრობთ ან ნერვიულობთ, რომ ეს ინექცია რაიმე პრობლემას იწვევს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

ანგარიშიგვერდითიმოვლენებისშესახებ

რაიმე გვერდითი მოვლენები განვითარების შემთხვევაში, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მიმართეთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr ზე დაწკაპუნებით, ან გამოიყენეთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების სატელოფონო ხაზი 0800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ დაგვეხმარებით შეიტყოთ მეტი იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. დიაზემის შენახვის პირობები

დიაზემი ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე საკუთარ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C სინათლისგან დაცულ ადგილზე

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით

არ გამოიყენოთ დიაზემი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

რეგისტრაციის მფლობელი

დევა ჰოლდინგ ა.შ. ქუჩუქჩექმეჯე/ სტამბული ტელ: 0 212 692 92 92

ფაქსი:0 212 697 00 24

წარმოების ადგილი

დევა ჰოლდინგ .

ქართეფე/ქოჯაელი

გამოყენების ინსტრუქციის რეგისტრაციის თარიღია15.05.2023