კამელინი-M3 25გ მალამო

კამელინი-M3 25გ მალამო

48.00 ლარი 40.80 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: კამელინი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კამელინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154741
გააზიარე:

კამელინი-M3

პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: მალამო

შემადგენლობა: „კამელინი - M” ლიოფილიზატი - 0.25გ

მალამოს ფუძე: KWH PHARMA (Isopropil palmalate, Polyglycerine ester, PLW) – 24.75გ.

„კამელინი - M3” მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

აღწერა: მოყვითალო ფერის მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: „კამელინ - M3” -ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მაგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

ჩვენება: გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მალამო კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები, ოსტეოართრიტი და სახსრების რევმატული დაავადებები.

გამოყენების წესი: მალამო თხელფენად ისმევა დაზიანებულ უბანზე (ზედაპირზე), შესაძლებელია დოლბანდიანი ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

რევმატიული ანთებითი დაავადებების, ოსტეოართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და სპონდილოართროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ულტრაფონოფორეზი.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: მალამო 25,0გ. ტუბებში. ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ზურაბ იარაჯულის I ჩიხი, 10