ლერნინგ რესურსი-სათამაშო ადამიანის სხეული
გააზიარე:
სახალისო აქტივობების ნაკრები პატარებს სთავაზობს საინტერესო მოგზაურობას ადამიანის ორგანიზმში. იგი ეხმარება ბავშვებს გაიგონ, თუ როგორ მუშაობს მათი სხეული და უღვიძებს ბიოლოგიისა და მეცნიერებისადმი ინტერესს. ნაკრები იდეალურია როგორც სახლში სათამაშოდ, ისე საკლასო ოთახში გამოსაყენებლად, როგორც ინოვაციური სასწავლო რესურსი. კომპლექტაციაში შედის: 1 სასწავლო დაფა სადგამით: სხეულის აგებულების ვიზუალიზაციისთვის. რენტგენის აპარატი და 5 ბარათი: „სხეულის შიგნით“ ჩასახედად. ადამიანის ფიგურა 5 მოსახსნელი სისტემით: ჩონჩხი კუნთოვანი სისტემა საჭმლის მომნელებელი სისტემა სისხლის მიმოქცევის სისტემა სუნთქვის სისტემა 24-გვერდიანი მრავალჯერადი აქტივობების წიგნი: ბავშვებს შეუძლიათ დაწერონ და შემდეგ წაშალონ, რაც სწავლის პროცესს დაუსრულებელს ხდის. სტიკერების ფურცელი: დამატებითი მხიარულებისთვის.













