ჰიალურომ ჰონდრო 60მგ/90მგ#1შპრ

ჰიალურომ ჰონდრო 60მგ/90მგ#1შპრ

579.99 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიალურონის მჟავა,ხონდროიტინის სულფატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154478
გააზიარე:

ჰიალურომ ქონდრო

ნატრიუმის ჰიალურონატი 60 მგ/3 მლ და ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი 90 მგ/3 მლ სახსრშიდა შესაყვანი ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში.

აღწერა

ჰიალურომ ქონდრო წარმოადგენს სტერილურ, ვისკოელასტიურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს და ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატს.

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატი (20 მგ/მლ), ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი (30 მგ/მლ), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის), საინექციო წყალი.

ჩვენებები

ჰიალურომ ქონდრო განკუთვნილია მსუბუქიდან მძიმემდე ფორმის ოსტეოართრიტის სიმპტომური მკურნალობისთვის.

ჰიალურონ ქონდრო მკურნალობს მუხლის და სხვა სინოვიალური სახსრების (ბარძაყის, კოჭის, მხრის, იდაყვის, მაჯის, თითების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ფასეტური სახსრების) დეგენერაციული ან ტრავმული პათოლოგიებით გამოწვეულ ტკივილსა და მოძრაობის დაქვეითებას.

ჰიალურონ ქონდრო მოქმედებს როგორც სინოვიალური სითხის დროებითი ჩამანაცვლებელი და დანამატი. ჰიალურონ ქონდრო ხსნის სახსრების ტკივილს, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას და იცავს ხრტილს.

ჰიალურონ ქონდრო ასევე ნაჩვენებია ართროსკოპიის შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად.

გამოყენება

პრეპარატი შეჰყავთ სახსარშიდა ინექციის გზით. პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი სახსრის გარეთ.

პრეპარატი არ არ უნდა იქნას შეყვანილი პაციენტებში, რომელბსაც აღენიშნებათ ინფექციები ან კანის დაავადებები ინექციის ადგილას. შეყვანის ასეპტიკური ტექნიკა მკაცრად უნდა იყოს დაცული. შეყვანის ადგილი სათანადოდ უნდა იყოს დეზინფიცირებული (70%-იანი სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით). არ უნდა იქნას გამოყენებული მეოთხეული ამონიუმის მარილების შემცველი სადეზინფექციო საშუალებები, რადგანაც ჰიალურონის მჟავა ასეთ პირობებში შეიძლება დაილექოს. ჰიალურონ ქონდროს ინექციამდე სახსრებში დაგროვილი სითხე უნდა ამოღებული იქნას შპრიცით გამოწოვის გზით. შპრიცის წვერიდან თავსახურის მოხსნის შემდეგ, შეჰყავთ სტერილური ნემსი შესაბამისი ზომით (17-დან 22 G-მდე), რომელიც შეესაბამება სამკურნალო სახსრის ტიპს. პრეპარატ ჰიალურონ ქონდროს ინექციით შეყვანილი რაოდენობა დამოკიდებულია სახსრის ზომაზე. სახსრშიდა სივრცე არ უნდა იყოს გადატვირთული. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. შპრიცის შიგთავსი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. გამოუყენებელი ჰიალურონ ქონდრო გადააგდეთ. პროდუქტის განმეორებით სტერილიზაცია არ შეიძლება. ჰიალურონ ქონდრო შეყავთ მხოლოდ სახსარშიდა ინექციის ტექნიკაში მომზადებულ ექიმებს. ჰიალურონ ქონდროს ინექციამდე შეიძლება რეკომენდებული იყოს ლიდოკაინის ან ანალოგიური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების კანქვეშა შეყვანა. სახსრების სხვა ინვაზიური პროცედურების მსგავსად, რეკომენდებულია, რომ პაციენტმა თავი აარიდოს ნებისმიერ ზედმეტ ან ხანგრძლივ (ერთ საათზე მეტი დროით) ფიზიკურ საქმიანობას, რომელიც გადაღლის სახსრებს , როგორიცაა სირბილი ან ჩოგბურთი, სახსარშიდა ინექციიდან 48 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები შეყვანისას

გამოყენებამდე აუცილებელია ვარგისიანობის ვადისა და შეფუთვის მთლიანობის შემოწმება. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა დაზიანებულია. გამოყენებული ნემსები და შპრიცები უნდა განადგურდეს თითოეული ინექციის შემდეგ და არ უნდა იქნას შენახული შემდეგი ინექციისთვის.

თვისებები და ეფექტურობა

გიალურომ ქონდრო განკუთვნილია სინოვიალური სითხის სიბლანტის აღსადგენად. ეს თერაპია უსაფრთხო, ეფექტური და კარგად დასაბუთებულია ოსტეოართრიტის სამკურნალოდ და გულისხმობს ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ხსნარის შეყვანას დაზიანებულ სინოვიალურ სახსარში.

ჰიალურონის მჟავა (ჰმ) სინოვიალური სითხისა და ხრტილის მთავარი კომპონენტია და, თავისი ვისკოელასტიური და რეოლოგიური თვისებების გამო, პასუხისმგებელია სახსრების გაპოხვასა და ამორტიზაციაზე. ეს ამცირებს სასახსრე ზედაპირებს შორის ხახუნს და იცავს რბილ ქსოვილებს დაზიანებისგან, მოქმედებს რა როგორც დარტყმის ამორტიზატორი. ჰიალურონის მჟავას ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ქონდროპროტექტორული ეფექტები და ის ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს. ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში სინოვიურ სითხეში ჰიალურონის მჟავას რაოდენობა და ხარისხი მცირდება, რადგან მისი სინთეზი სინოვიური და ხრტილოვანი უჯრედების მიერ ირღვევა. ამგვარად, სახსრების ზედაპირების დაცვა მნიშვნელოვნად იცვლება, ხრტილი ხდება დაუცველი და ექვემდებარება სტრუქტურულ დაზიანებებს ხახუნისა და შეკუმშვის ძალების გამო. ერთი ინექციის სახით შეყვანილი გიალურომ ქონდრო აღადგენს სახსრებში კარგ გაპოხვას და დარტყმის ამორტიზაციას, და მნიშვნელოვნად და ხანგრძლივად ამსუბუქებს სახსრების ტკივილსა და მოძრაობის შებოჭილობას.

გვერდითი ეფექტები

ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს შეშუპება და გარდამავალი ტკივილი. ეს რეაქციები, როგორც წესი, 72 საათში ქრება.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

2 წელი.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.

შეფუთვა

ჰიალურომ ქონდრო გამოიშვება მინის ერთჯერადი შპრიცის სახით, რომელიც შეიცავს 3 მლ სტერილურ, ვისკოელასტიურ ხსნარს.

შეფუთვის ზომა: 1 წინასწარ შევსებული შპრიცი.

ჰიალურომ ქონდრო სამედიცინო პროდუქტია. ის შეიყვანება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.