ნოვო-პასიტი 100მლ ხსნარი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კუნელი+გუიფენეზინი+ბარამბო+კრაზანა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1543
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნოვო-პასიტი
ხსნარი
NOVO PASSIT
ხსნარი
NOVO PASSIT
საერთაშორისო დასახელება - guaifenesinim, extractum for Novo-Passit siccum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 100მლ
ხსნარი 200მლ
აქტიური ნივთიერებები:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
სამკურნალო მცენარეების თხევად ექსტრაქტს: (სამკურნალო კატაბალახა, სამკურნალო მელისა, კრაზანა, ჩვეულებრივი კუნელი, პასიფლორა ინკარნატა, ჩვეულებრივი სვია, შავი ანწლი) – 0,0775გრ.
გვაიფენეზინი – 0,04გრ.
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ქსანტანის გუმფისი, ინვერტოზა 50%, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინატის მონოჰიდრატი, ეთანოლი 96%, ფორთოხლის არომატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს დამამშვიდებელი მოქმედების მქონე სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტის და გვაიფენეზინის კომბინაციას. გვაიფენეზინი ხსნის შიშს, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და ადუნებს ჩონჩხის კუნთების განივზოლიან კუნთებს.
ჩვენებები
• ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, შიში, დაღლილობა და გონების გაფანტულობა.
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა).
• უძილობა (მსუბუქი ფორმები)
• ნერვული სისტემის დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი
• შაკიკი
• კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის” სინდრომი)
• სიმპტომური საშუალების სახით ნეიროცირკულაციური დისტონიის და კლიმაქსის სინდრომის დროს
• ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპური და სებორეული ეკზემა, ჭინჭრის ციება).
პრეპარატის მიღება შეუძლიათ მოზრდილებს და 12 წელზე უფროს ბავშვებს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ჩვეულებრივ მიიღება 5 მლ ნოვო-პასიტი 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-მდე 3-ჯერ დღეში. ძლიერი მოთენთილობის შემთხვევაში დილის და დღის დოზებს ანახევრებენ ანუ იღებენ 2,5 მლ, ხოლო საღამოს 5 მლ-ს. დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 4-6 საათს.
პრეპარატი მიიღება პირდაპირ მენზურიდან ან სითხესთან ერთად (ხილის წვენი, ჩაი და ა.შ.)
კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის შემთხვევაში, რაც ვლინდება გულისრევით, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
პაციენტები ადვილად იტანენ პრეპარატს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეკზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, სპაზმი, გულძმარვა, ფაღარათი, ყაბზობა), კონცენტრირების უნარის დაქვეითება, რაც მალე ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან სხვა არასასურველი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, განსაკუთრებით კი გვაიფენეზინის მიმართ;
მიასთენია, ეპილეფსია;
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების შესახებ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში იღებს მკურნალი ექიმი. ამისთვის უნდა არსებობდეს სერიოზული საფუძველი.
განსაკუთრებული მითითებები
ნოვო-პასიტის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატის მიღებისას აკრძალულია მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა.
აღნიშნული პრეპარატის მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში მდომარეობა არ გაუმჯობესდება ან პირიქით გაუარესდება და გამვლინდება გვერდითი მოვლენები ან სხვა არასასურველი რეაქციები, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 11,41 მოცულობით % ეთანოლს. შესაბამისად თითოეული დოზა შეიცავს 0,703 გრ-მდე ეთანოლს, რაც მავნებელია ბავშვებისთვის; ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის; ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის; ეპილეფსიით დაავადებულებისთვის; ან ტვინის დაზიანების დროს; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ეთანოლმა შესაძლოა შეცვალოს ან გააძლიეროს სხვა პრეპარატების მოქმედება.
პრეპარატი შეიცავს 13,3-15,1 გრ გლუკოზას და 13,3-15,1 გრ ფრუქტოზას. რეკომენდირებული დოზების მიღების შემთხვევაში თითოეული დოზა შეიცავს 1,5 გრ გლუკოზას და 1,5 გრ ფრუქტოზას.
დოზის გადაჭარბების ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღებისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ურთიერთქმედება მოხდეს ნოვო-პასიტსა და სხვა კომბინირებულად მიღებულ პრეპარატებს შორის.
გვაიფენეზინი აძლიერებს ალკოჰოლის და სხვა ისეთი ნივთიერებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
შენახვის პირობები და ვადები
შეფუთვა 100 მლ, 200 მლ, 450 მლ – 4 წელი.
შეფუთვა 5 მლ – 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
IVAX Pharmaceuticals s.r.o.,
ჩეხეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით