დამლავიტი (ვიტ.D3) წვ.15მლ

დამლავიტი (ვიტ.D3) წვ.15მლ

42.92 ლარი 36.10 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ასპარ ილაკ კოსმეტიკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154128
გააზიარე:

დამლავიტი

15 მლ ფლაკონი

საკვები დანამატი

შემადგენლობა

ყოველი ერთი წვეთი შეიცავს

D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) 400 სე(IU)

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას.

ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.

დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს.

ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები

პროფილაქტიკა და მკურნალობა:

- ვიტამინ D3 დეფიციტის;

- რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების;

- ჰიპოკალციემიური ტეტანიის;

- ოსტეომალაციის;

- მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);

- როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

გამოყენება

0-2 წელი 1 წვეტი ერთჯერ დღეში

2-14 წელი 2 წვეტი ერთჯერ დღეში

14 წელის და ზემოთ 3 წვეტი ერთჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები : პირებს, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში და ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.

გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მოულოდნელი ზემოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საკვები დანამატი არ ცვლის ჩვეულებრივ კვებას.