ტიგეციკლინი რომფ.50მგ #1ფლ

ტიგეციკლინი რომფ.50მგ #1ფლ

54.35 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტიგეციკლინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 154098
გააზიარე:

პროდუქტის შემაჯამებელი დახასითება

1. სამედიცინო პროდქუტის დასახელება

ტიგეციკლინი რომფარმი

50მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

2. ხარისხობრივი და რაოდეობრივი შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ტიგეციკლინს.

აღდგენის შემდეგ, 1 მლ შეიცავს 10 მგ ტიგეციკლინს.

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

3. ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (საინფუზიო ფხვნილი)

ნარინჯისფერი ფხვნილი

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენება

ტიგეციკლინი ნაჩვენებია მოზრდილების და 8 წლის ასაკიდან ბავშვების მკურნალობისთვის, შემდეგი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1):

- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები (cSSTI), დიაბეტური ტერფის ინფექციების გარდა (იხ. პარაგრაფი 4.4 )

- გართულებული ინტრა-აბდომინალური ინფექციები (cIAI).

ტიგეციკლინი უნდა გაოიყენონ მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ალტერნატიული ანტიბიოტიკები არ გამოდგება (იხ. პარაგრაფი 4.4, 4.8 და 5.1):

ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული აგენტების გამოყენების შესაბამის ადგილობრივ გაიდლიანს.

4.2 დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება

მოზრდილები

მოზრდილებში რეკომენდებულია 100 მგ საწყისი დოზა, რასაც მოჰყვება 50 მგ-ის შეყვანა ყოველ 12 საათში, 5-დან 14 დღის განმავლობაში.

თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, კოლალოზაციის და პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით.

ბავშვები და მოზარდები (8 - 17 წლის)

ტიგეციკლინი გამოიყენება მხოლოდ 8 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, ინფექციური დაავადებების მენეჯმენტში, შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

8-<12 წლის ბავშვები: 1.2 მგ / კგ ტიგეციკლინი ყოველ 12 საათში ინტრავენურად მაქსიმალური დოზით 50 მგ ყოველ 12 საათში 5- 14 დღის განმავლობაში.

მოზარდები 12-18 წლის ასაკშ: 50 მგ ტიგეციკლინი ყოველ 12 საათში 5- 14 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2).

ღვიძლის დაზიანება

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ პიუ A და B) დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტებში (მათ შორის პედიატრიაში) ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩაილდ პიუ C), ტიგეციკლინის დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. მოზრდილების დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ-მდე ყოველ 12 საათში, 100 მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუ C) საჭიროა სიფრთხილე და მკურნალობის პასუხის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).

თირკმლის დაზიანება

თირკმლის უკმარისბით დაავადებულ ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2).

პედიატრული პოპულაცია

ტიგეციკლინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის. ტიგეციკლინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში კბილების დისკოლორაციის გამო (იხ. პარაგრაფი (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1).

გამოყენების მეთოდი:

ტიგეციკლინი ინიშნება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიით 30-60 წუთის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი 4.4 და 6.6). პედიატრიულ პაციენტებში ტიგეციკლინის მიღება სასურველია 60 წუთიანი ინფუზიის სახით (იხ. პარაგრაფი 4.4).

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე აღდგენის და განზავების ინსტრუქციისთვის იხილეთ 6.6 პუნქტი.

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.

ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციეტნტები შეიძლება ჰიპერმგრძნობიარე იყვნენ ტიგეციკლინის მიმათ.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების (cSSTI), მუცლის ღრუს გართულებული ინფექციების (cIAI), დიაბეტური ტერფის ინფექციების, ნოზოკომიური პნევმონიის და რეზისტენტული პათოგენების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა რიცხობრივად უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტიგეციკლინი რომფარმის 50 მგ საინფუზიო ხსნარის ფხვნილით ნამკურნალებ პაციენტებში, შედარების პრეპარატთან შედარებით. ამ მონაცემების მიზეზები უცნობია, მაგრამ შედარებით კვლევასთან შედარებით უფრო დაბალი ეფექტურობა და უსაფრთხოება არ შეიძლება გამოირიცხოს.

სუპერინფექცია

კლინიკურ კვლევებში, CIAI პაციენტებში, ქირურგიული ჭრილობის შეფერხებული შეხორცება ასოცირდება სუპერინფექციასთან. პაციენტში, რომელსაც აღენიშნება ვითარდება დაქვეითებული შეხორცება უნდა ჩატარდეს სუპერინფექციის გამოვლენის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.8).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სუპერინფექციები, კერძოდ ნოზოკომიური პნევმონია, ასოცირდება ცუდ გამოსავალთან. პაციენტები ფრთხილად უნდა აკონტროლონ სუპერინფექციის განვითარების გამოვლენის მიზნით. თუ cSSTI ან cIA გარდა იდნეტიფიცირებულია ინფექციის ხხვა ფოკუსი ტიგეციკლინ რომფარმით თერაპიის დაწყების შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იქნას ალტერნატიული ანტიბაქტერიული თერაპიია, რომელის ეფექტურობაც გამოვლენილია სპეციფიური ტიპის ინფექციების მკურნალობისას.

ანაფილაქსია

პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსია/ანაფილაქტოიდური რეაქციები, დაფიქსირდა ტიგეციკლინის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4,3 და 4.8).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის დაზიანების შემთხვევები ძირითადად ქოლესტაზური გამოვლენით, აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტიგეციკლინს ფატალური გამოსავლის მქონე ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ტიგეციკლინით, თანმხლები დაავადების ან მედიკამენტების გამო, უნდა გაითვალისწინონ ტიგეციკლინის შესაძლო წვლილი (იხ .პარაგრაფი 4.8).

ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკები

გლიცილციკლინის კლასის ანტიბიოტიკები სტრუქტურულად ჰგავს ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკებს. ტიგეციკლინს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი რეაქციები, რომლებიც მსგავსია ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკების. ამგვარი რეაქციები შეიძლება შეიცავდეს ფოტომგრძნობელობას, ტვინის ფსევდოსიმსივნეს, პანკრეატიტს და ანაბოლური მოქმედების საწინააღმდეგო მოქმედებას, რამაც გამოიწვია BUN მომატება აზოტემია, აციდოზი და ჰიპერფოსფატემიემია (იხ .პარაგრაფი 4.8).

პანკრეატიტი

მწვავე პანკრეატიტი, რომელიც შეიძლება სერიოზული იყოს, განვითარდა (სიხშირე: ნაკლებად ხშირი) ტიგეციკლინით მკურნალობისას. (იხ. პარაგრაფი 4.8). მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი უნდა ივარაუდონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტიკეგლიცინს და რომლებსაც განუვითარდებათ კლინიკური სიმპტომები, ნიშნები ან ლაბორატორიული დარღვევები, რომლებიც მწვავე პანკრეატიტის ნიშანია. დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა განვითარდა მინიმუმ ერთი კვირის მკურნალობის შემდეგ. დაფიქსირდა შემთხვევები პაციენტებში, პანკრეატიტისთვის ცნობილი რისკ-ფაქტორების გარეშე. ჩვეულებრივ, პაციენტებში მდგომარეობა უმჯობესდება ტიგეციკლინის შეწყვეტის შემდეგ. ყურადღება უნდა მიექცეს ტიგეციკლინით მკურნალობის შეწყვეტას პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში.

თანმხლები დაავადება

ტიგეციკლინის გამოყენების გამოცდილება მწვავე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების ინფექციების სამკურნალოდ, შეზღუდულია.

CSSTI-ს კლინიკურ კვლევებში, ინფექციის ყველაზე გავრცელებული ტიპი ტიგეციკლინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო ფლეგმონა (58.6%), რასაც მოჰყვა დიდი აბსცესები (24.9%). პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე თანმხლები დაავადება, მაგალითად, იმუნოკომპრომისული პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ნაწოლის წყლულოვანი ინფექცია, ან პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ინფექცია, რომელიც მკურნალობას 14 დღეზე დიდხანს საჭიროებდა (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტი) ჩართული არ იყვნენ. პაციენტთა შეზღუდული რაოდენობა იყო ჩართული ისეთი თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი (25.8%), პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება (10.4%), ინტრავენური წამლის ბოროტად გამოყენება (4.0%) და აივ-პოზიტიური ინფექცია (1.2%). შეზღუდული გამოცდილება ასევე არსებობს ბაქტერიემიის მქონე პაციენტებში (3.4%).

აქედან გამომინარე ასეთი პაციენტების მკურნალობის დროს სიფრთხილეა საჭირო. დიაბეტური ტერფის ინფექციის მქონე პაციენტებში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტიგეციკლინი ნაკლებად ეფექტურია ვიდრე შესადარებელი პრეპარატი, შესაბამისად, ის არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებში გამოყენებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.1).

CIAI-ს კლინიკურ კვლევებში, ტიგეციკლინით ნამკურნალებ პაციენტებში ყველაზე გავრცელებული ინფექცია იყო მწვავე აპენდიციტი (50.3%), რასაც მოჰყვა სხვა დიაგნოზები, რომლებიც ნაკლებად გავრცელებულია, მაგალითად, გართულებული ქოლეცისტიტი (9.6%), ნაწლავის პერფორაცია (9.6%), ინტრა-აბდომინური აბსცესი (8.7%), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია (8.3%), პერიტონიტი (6.2%) და გართულებული დივერტიკულიტი (6.0%). ამ პაციენტთაგან 77.8%–ს აღენიშნებოდა ქირურგიულად აშკარა პერიტონიტი. შეზღუდული იყო მწვავე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობა, როგორიცაა იმუნოკომპრომისული პაციენტები, APACHE II ქულების მქონე პაციენტები >15 (3.3%), ან ქირურგიულად აშკარა მრავლობითი ინტრააბდომინალური აბსცესები (11.4%). შეზღუდული გამოცდილება არსებობს ასევე თანმხლები ბაქტერიემიის მქონე პაციენტებში (5.6%). ამიტომ, ასეთი პაციენტების მკურნალობის დროს სიფრთხილეა საჭირო.

ყურადღება უნდა მიექცეს კომბინირებული ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენებას, როდესაც ტიგეციკლინი უნდა დაინიშნოს მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან, რომლებშიც CIAI მეორადია და აღინიშნება კლინიკურად აშკარა ნაწლავის პერფორაცია, ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სეფსისითან სეპტიური შოკი (იხ. პარაგრაფი 4.8).

ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკაში ქოლესტაზის ეფექტი სათანადოდ არ არის დადგენილი. ბილიარული ექსკრეცია შეადგენს ტიგეციკლინის მთლიანი ექსკრეციის დაახლოებით 50% -ს. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც ქოლესტაზი აქვთ, საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი.

პროთრომბინის დრო ან სხვა შესაფერისი ანტიკოაგულაციის ტესტი უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების მონიტორინგისთვის, თუ ტიგეციკლინი ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 4.5).

ფსევდომემბრანული კოლიტი აღწერილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ აგენტთან და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშამდე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა, ნებისმიერი ანტიბაქტერიული აგენტის მიღებისას ან მის შემდგომ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 4.8).

ტიგეციკლინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არა-მგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა, სოკოს ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.8).

ვირთაგვებში ტიგეციკლინის კვლევის შედეგებმა გამოავლინა ძვლის დისკოლორაცია. ტიგეციკლინი შეიძლება დაკავშირებული იყოს კბილების პერმანენტულ დისკოლორაციასთნ, ადამიანებში კბილების განვითარების დროს გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8).

პედიატრული პოპულაცია

ტიგეციკლინის 8 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ინფექციების სამკურნალოდ გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია (იხილეთ ნაწილები 4.8 და 5.1). შესაბამისად, ბავშვებში გამოყენება უნდა შემოიფარგლოს იმ კლინიკური სიტუაციებით, როდესაც ალტერნატიული ანტიბაქტერიული თერაპია არ არის ხელმისაწვდომი.

გულისრევა და ღებინება ძალზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. პარაგრაფი 4.8 და 5.1). ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო გაუწყლოებას. ტიგეციკლინის მიღება უნდა მოხდეს პედიატრიულ პაციენტებში 60 წუთიანი ინფუზიის განმავლობაში.

მუცლის ტკივილი ჩვეულებრივ აღინიშნება ბავშვებში, როგორც ეს მოზრდილებში. მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს პანკრეატიტის მანიშნებელი. პანკრეატიტის შემთხვევაში ტიგეციკლინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ღვიძლის ფუნქციური ტესტები, კოაგულაციის პარამეტრები, ჰემატოლოგიური პარამეტრები, ამილაზა და ლიპაზას ანალიზი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს.

ტიგეციკლინი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო და იმის გამო, რომ ტიგეციკლინი შეიძლება ასოცირდებოდეს კბილების მუდმივ დისკოლორაციასთან (იხ. პარაგრაფი4.2 და 4.8).

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ჯანმრთელ სუბიექტებში ტიგეციკლინის და ვარფარინის (25 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია R-ვარფარინისა და S-ვარფარინის კლირენსის შემცირება 40% და 23% -ით, ხოლო AUC–ს ზრდა 68% და 29%-ით. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის განმარტებული. არსებული მონაცემები არ მიუთითებს, რომ ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს INR მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუმცა იმის გამო, რომ ტიგეციკლინმა შეიძლება გაახანგრძლივოს როგორც პროთრომბინის დრო (PT), ასევე გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT), საჭიროა შესაბამისი კოაგულაციის ტესტების ინტენსიური მონიტორინგი, როდესაც ტიგეციკლინი გამოიყენება ანტიკოაგულანტებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 4.4). ვარფარინი გავლენას არ ახდენდა ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკურ პროფილზე.

ტიგეციკლინი ექსტენსიურად არ მეტაბოლიზდება. ამრიგად, ტიგეციკლინის კლირენსის შეცვლა არ არის მოსალოდნელი აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც აინჰიბირებენ ან აინდუცირებენ CYP450 იზოფორმების მოქმედებას. In vitro, ტიგეციკლინი არც კონკურენტული ინჰიბიტორია და არც CYP450 ფერმენტების შეუქცევადი ინჰიბიტორი (იხ. პარაგრაფი 5.2).

რეკომენდებული დოზით ტიგეციკლინი არ მოქმედებს ჯანმრთელ მოზრდილებში შეწოვის სიჩქარეზე ან მასშტაბზე, ან დიგოქსინის კლირენსზე (0.5 მგ, რასაც მოჰყვა 0.25 მგ დღე-ღამეში). დიგოქსინმა გავლენა არ მოახდინა ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკურ პროფილზე. ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის, როდესაც ტიგეციკლინი ინიშნება დიგოქსინთან ერთად.

In vitro კვლევებში, ანტაგონიზმი არ დაფიქსირებულა ტიგეციკლინს და სხვა ხშირად გამოყენებულ ანტიბიოტიკებს შორის.

ანტიბიოტიკების ორალური კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ამ უკანასკნელის ეფექტურობა.

in vitro კვლევის საფუძველზე ტიგეციკლინი არის Pgp სუბსტრატი. P-gp ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი ან ციკლოსპორინი) ან P-gp ინდუქტორების (მაგ., რიფამპიცინი) მიღება შეიძება მოქმედებდეს ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. პარაგრაფი 5.2).

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ტიგეციკლინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ პარაგრაფი 5.3). ადამიანის პოტენციური რისკი უცნობია. როგორც ცნობილია ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტიგეციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე მუდმივი სტომატოლოგიური დეფექტები (გაუფერულება და მინანქრის დეფექტები) და ნაყოფებში გაძვალების პროცესების შეფერხება, გესტაციის ბოლო ნახევრის პერიოდში საშვილოსნოში ექსპოზიციისას და რვა წლამდე ასაკის ბავშვებში, კალციუმის მაღალი შემცველობით ქსოვილების გამდიდრების და კალციუმის ქელატის კომპლექსების ფორმირების გამო (იხ. პარაგრაფი 4.4). ტიგეციკლინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს ამას.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ტიგეციკლინი / მეტაბოლიტები ადამიანის ლაქტატში. ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკური / ტოქსიკოლოგიური მონაცემებით ნაჩვენებია რძეში ტიგეციკლინის/მეტაბოლიტების ექსკრეცია (იხილეთ პარაგრაფი 5.3). ახალშობილის/ჩვილის საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. უნდა მიიღონ ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიგეციკლინით თერაპიის მოხსნის/თავის შეკავების გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებელი.

ფერტილობა

ტიგეციკლინმა არ იმოქმედა ვირთაგვების შეწყვილებაზე და ფერტილობაზე, ექსპოზიციისას, რომელიც 4.7-ჯერ აღემატება ადამიანის სადღეღამისო დოზას, AUC საფუძველზე. მდედრ ვირთაგვებში არ აღინიშნა ნაერთთან დაკავშირებული ეფექტები, საკვერცხეებზე ან კვერცხუჯრედის ციკლზე, ექსპოზიციისას, რომელიც 4.7-ჯერ აღემატება ადამიანის სადღეღამისო დოზას, AUC საფუძველზე.

4.7 ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე (იხ. პარაგრაფი 4.8).

4.8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

cSSTI და cIAI პაციენტების საერთო რაოდენობა, რომლებიც ტიგეციკლინით მკურნალობდნენ მე-3 და მე-4 ფაზის კლინიკურ კვლევებში იყო 2,393.

კლინიკურ კვლევებში სამედიცინო პროდუქტთან დაკავშირებული, მკურნალბის დროს განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო შექცევადი გულისრევა (21%) და ღებინება (13%), რომელიც ჩვეულებრივ ადრე ვითარდებოდა (მკურნალობის 1-2 დღეს) და ჩვეულებრივ იყო საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის.

ტიგეციკლინთან ერთად აღნიშნული გვერდითი რეაქციები, კლინიკური კლევების და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილების ჩათვლით, მოცემულია ქვემო ცხრილში.

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

≥ 1/10

ხშირი

≥ 1/100 to < 1/10

ნაკლებად ხშირი

≥ 1/1,000 -

< 1/100

სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)

ინფექციები და ინვაზიები

 

სეფსისი / სეპტიური შოკი,

პნევმონია, აბსცესი, ინფექციები

   

სისხლის და ლიმფური სსიტემის დარვევები

 

აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT), გახანგრძილვება, პროთრომბინის გახანგრძლივებული დრო

(

(PT)

თრომბოციტოპენია, გაზრდილი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR)

ჰიპოფინრინოგენემია

იმუნური სისტემის დარღვევები

     

ანაფილაქსია / ანაფილაქტოიდური რეაქციები * (იხ. პარაგრაფი 4.3 და

4.4)

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

 

ჰიპოგლიკემია

ჰიპოპროტეინემია

   

ნერვული სისტემის დარღვევები

 

თავბრუსხვევა

   

სისხლძარრვოვანი დარღვევები

 

ფლებიტი

თრომბოფლებიტი

 

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, ღებინება, დიარეა

მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ანორექსია

მწვავე პანკრეატიტი (იხ. პარაგრაფი4.4)

 

ჰეპატობილიარული დარღვევები

 

შრატში ასპარტატ ამინტრანსფერაზას (AST) და ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება

ჰიპერბილირუბინემია

სიყვითლე, ღვიძლის დაზიანება, ძირითადად ქოლესტაზური

ღვიძლის უკმარისობა* (იხ. პარაგრაფი 4.4)

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

 

ქავილი, გამონაყარი

 

კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონი

სინდრომი*

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

 

დაქვეითებული შეხორცება, ინექციის ადგილის რეაქცია, თავის ტკივილი

ინექციის ადგილის ანთება, ინექციის ადგილის ტკივილი, ინექციის ადგილის შეშუპება, ინექციის ადგილის ფლებიტი

 

კვლევები

 

შრატში ამილაზას მომატება, სისხლში შარდოვანის აზოტის მომატება

(BUN)

   

*ADR იდენტიფიცირებული პოსტ-მარკეტინგულად

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ანტიბიოტიკების კლასის ეფექტები

ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის სახიფათომდე (იხ. პარაგრაფი 4.4)

არა-მგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა, სოკოს ჩათლით (იხ. პარაგრაფი 4.4)

ტეტრაციკლინების კლასის ეფექტები:

გლიცილციკლინის კლასის ანტიბიოტიკები სტრუქტურულად ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკების მსგავსია. ტეტრაციკლინის კლასის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ფოტომგრძნობელობას, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნეს, პანკრეატიტს და ანტიანაბოლურ მოქმედებას, რამაც გამოიწვია შარდოვანას აზოტის მომატება, აზოტემია, აციდოზი და ჰიპერფოსფატაზემია (იხ. პარაგრაფი 4.4).

ტიგეციკლინი შეიძლება დაკავშირებული იყოს კბილების პერმანენტულ დისკოლორაციასთნ, კბილების განვითარების დროს გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.4)

მე–3 და მე–4 ფაზების cSSTI და CIAI კლინიკური კვლევებისას, ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად გამოვლინდა ტიგეციკლინით მკურნალობის 7% -ში (შესადარებელთან შედარებით (5.1%). დაფიქსირდა სეფსისის / სეპტიკური შოკის მნიშვნელოვანი განსხვავებები ტიგეციკლინთან (2.2%) შესადარებელთან შედარებით (1.1%).

AST და ALT- ის დარღვევები ტიგეციკლინით ნამკურნალებ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნა თერაპიის შემდგომ პერიოდში ვიდრე შესადარებლით-ნამკურნალბე პაციენტებში, რაც უფრო ხშირი იყო თერაპიის დროს.

მე–3 და მე–4 ფაზების (cSSTI და cIAI) ყველა კვლევაში გარდაცვალება აღინიშნა 2.4% -ში (54/2216) პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ტიგეციკლინი და 1.7% (37/2206) პაციენტებში, რომლებიც იღებენ აქტიურ შესადარებელ საშუალებებს.

პედიატრული პოპულაცია

უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემები ხელმისაწვდომი იყო ორ PK კვლევაში(იხ. პარაგრაფი 5.2). რაიმე ახალი ან მოულოდნელი უსაფრთხოების პრობლემები ტიგეციკლინის მიღებისას არ დაფიქსირებულა.

ღია, ერთჯერადი, აღმავალი დოზის PK კვლევაში, ტიგეციკლინის უსაფრთხოება გამოიკვლიეს 8-16 წლის 25 ბავშვში, რომლებიც ახლახანს გამოჯანმრთელდნენ ინფექციებისგან. ამ 25 სუბიექტში ტიგეციკლინის გვერდითი რეაქციის შედეგი იყო ზოგადად, მოზრდილებთან შეთავსებადი.

ტიგეციკლინის უსაფრთხოება ასევე გამოიკვლიეს ღია-ეტიკეტის, აღმავალ, მრავალჯერადი დოზის PK კვლევაში 8-დან 11 წლამდე ასაკის 58 ბავშვში, cSSTI (n = 15), CIAI (n = 24) ან საზოგადოებაში განვითარებული პნევმონიით (n = 19) ). ტიგეციკლინის გვერდითი რეაქციების პროფილი ამ 58 სუბიექტში ზოგადად მოზრდილების შეთავსებადი იყო გულისრევის გარდა (48.3%), ღებინება (46.6%) და შრატში მომატებული ლიპაზა (6.9%), რაც ბავშვებში უფრო დიდი სიხშირით გვხვდება. ვიდრე მოზრდილებში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი გაგრძელდეს. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით განახორციელონ.

4.9 ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ტიგეციკლინი ინტრავენურად ერთჯერადი დოზით 300 მგ 60 წუთის განმავლობაში ჯანმრთელ მოხალისეებში, შეიძლება იწვევდეს გულისრევას და ღებინებას. ტიგეციკლინი ჰემოდიალიზით მნიშვნელოვანი რაოდნეობით არ გამოიყოფა.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაცევტული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები, ათქ კოდი: J01AA12.

მოქმედების მექანიზმი

ტიგენციკლინი, გლიცილციკლინური ანტიბიოტიკი, აფერხებს ცილის ტრანსლაციას ბაქტერიებში 30S რიბოსომურ სუბერთეულთან დაკავშრებით და ამინო-აცილ tRNA მოლეკულების შესვლის ბლოკირებით, რიბოსომის A უბანში. ეს ხელს უშლის ამინომჟავების ნარჩენების ინტეგრირებას პეპტიდების ჯაჭვებში.

ზოგადად, ტიგეციკლინი ითვლება ბაქტერიოსტატიკურად. ტიჰეციკლინის გამოყენებისას მინიმალური მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე 4-ჯერ მეტი დონით (MIC), კოლონიების რაოდენობის 2-log შემცირება დაფიქსირდა Enterococcus spp., Staphylococcus aureus და Escherichia coli წინააღმდეგ.

რეზისტენტობის მექანიზმი

ტიგეციკლინს შეუძლია გადალახოს ტეტრაციკლინის წინააღმდეგობის ორი ძირითადი მექანიზმი, რიბოსომური დაცვა და ეფლუქსი. ნაჩვენებია ტიგეციკლინის და მინოციკლინისადმი რეზსიტენტული იზოლატების ჯვარედინი რეზსიტენტობა, Enterobacteriaceae-ებს შორის, მრავალი პრპარატისადმი რეზისტენტობის (MDR) ეფლუქსური ტუმბოების გამო. ტიგეციკლინს და ანტიბიოტიკების უმეტეს კლასებს შორის სამიზნეზე დაფუძნებული ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.

ტიგეციკლინი მგრძნობიარეა ქრომოსომულად კოდირებული მრავალი პრეპარატის ეფლუქსური ტუმბოების Proteeae და Pseudomonas aeruginosa მიმართ. Proteeae ოჯახის პათოგენები (Proteus spp., Providencia spp. და Morganella spp.), ზოგადად, ნაკლებად მგრძნობიარეა ტიგეციკლინის მიმართ, ვიდრე Enterobacteriaceae–ების სხვა წევრები. დაქვეითებული მგრძნობელობა ორივე ჯგუფში მიეკუთვნება არასპეციფიკური AcrAB მრავალი პრეპარატის ეფექტის ტუმბოს. Acinetobacter baumannii-ში დაქვეითებული მგრძნობელობა მიეკუთვნება AdeABC ეფლუქსური ტუმბოს ზედმეტად გამოხატვას.

საკვანძო წერტილები

ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) საკვანძო წერტილები შემდეგია:

Staphylococcus spp. S ≤ 0.5 მგ/ლ დაR > 0.5 მგ/ლ

Streptococcus spp. გარდა S. pneumoniae S ≤ 0.25 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

Enterococcus spp. S ≤ 0.25 მგ/ლ და R > 0.5 მგ/ლ

Enterobacteriaceae S ≤ 1(^) მგ/ლ და R > 2 მგ/ლ

(^)ტიგეციკლინს აქვს in vitro დაქვეითებული აქტივობა Proteus, Providencia, და Morganella spp. წინააღმდეგ.

ანაერობული ბაქტერიებისთვის არსებობს პოლიმიკრობული ინტრააბდომინალური ინფექციების ეფექტურობის კლინიკური მტკიცებულებები, მაგრამ არ არსებობს კორელაცია MIC მნიშვნელობებს, PK / PD მონაცემებსა და კლინიკურ შედეგს შორის. ამრიგად, მგრძნობელობისტვის არ არის მოცემული რაიმე მნიშვნელოვანი წერტილი. უნდა აღინიშნოს, რომ MIC Bacteroides და Clostridium ორგანიზმების გვარებისთვის ფართოა და შეიძლება შეიცავდეს მაჩვენებლებს, რომლებიც აღემატება 2 მგ / ლ ტიგეციკლინს.

ემბრიოკოკების მიმართ არსებობს ტიგეციკლინის კლინიკური ეფექტურობის შეზღუდული მტკიცებულებები. ამასთან, პოლიმიკრობულმა ინტრააბდომინალურმა ინფექციებმა აჩვენა, ტიგეციკლინით მკურნალობაზე პასუხი კლინიკურ კვლევებში.

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და შერჩეული სახეობებისთვის დროის მიხედვით, სასურველია ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ აგენტის სასარგებლო თვისებები, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ტიპის ინფექციებში საეჭვოა.

პათოგენი

ხშირად მგრძნობიარე სახეობები

გრამ-დადებითი აერობები

Enterococcus spp.†

Staphylococcus aureus*

Staphylococcus epidermidis

Staphylococcus haemolyticus

Streptococcus agalactiae*

Streptococcus anginosus ჯგუფი* (მოიცავს S. anginosus, S. intermedius და S. constellatus)

Streptococcus pyogenes*

Viridans ჯგუფის streptococci

გრამ-ნეგატიური აერობები

Citrobacter freundii*

Citrobacter koseri

Escherichia coli*

Klebsiella oxytoca*

ანაერობები

Clostridium perfringens

Peptostreptococcus spp.†

Prevotella spp.

სახეობები, რომელთა შეძენილი რეზისტენტობაც შეიძება პრობლემა იყოს

გრამ-უარყოფითი აერობები

Acinetobacter baumannii

Burkholderia cepacia

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae*

Klebsiella pneumoniae*

Morganella morganii

Proteus spp.

Providencia spp.

Serratia marcescens

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობები

Bacteroides fragilis group†

მემკვიდრულად რეზისტენტული ორგანიზმები

გრამ-უარყოფითი აერობები

Pseudomonas aeruginosa

*აღნიშნავს სახეობებს რომელთა წინააღმდეგაც ითვლება, რომ მოქმედება დამაკმაყოფილებლად გამოვლენილია კლინიკურ კვლევებში.

† იხ. პარაგრაფი 5.1, საკვანძო წერტილები ზემოთ

გულის ელექტროფიზიოლოგია

ტიგეციკლინის 50 მგ ან 200 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის მნიშვნელოვანი გავლენა QTc ინტერვალზე არ გამოვლენილა, 46 ჯანმრთელ სუბიექტზე რანდომიზებულ, პლაცებო- და აქტიურად კონტროლირებად, ოთხ-ხაზიან, ჯვარედინ შესწავლაში

პედიატრული პოპულაცია

ღია, აღმავალი მულტი-დოზურ კვლევაში, 8-11 წლის 39 ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა cIAI ან cSSTI, იღებდა ტიგეციკლინს (0.75, 1, ან 1.25 მგ/კგ). ყველა პაციენტი იღებდა ტიგეციკლინს ი.ვ. მინიმუმ 3 მომევნო დღის განმავლობაში მაქსიმუმ 14 მომდევნო დღე, არსებობდა მეოთხე დღის შემდეგ ორალურ ანტიბიოტიკზე გადასვლის ვარიანტი.

კლინიკური გამოჯანმრთელება შეფასდა მკურნალობის ბოლო დოზის მიღების შემდეგ, მე-10 და 21-ე დღეს შორის. კლინიკური პასუხის შეჯამება

კლინიკური განკურნება შეფასდა მკურნალობის ბოლო დოზის მიღებიდან მე-10-დან 21-ე დღემდე. კლინიკური რეაგირების შედეგების შეჯამება მკურნალობისთვის განკუთვნილ პოპულაციის (MITT) შედეგებში, მოცემულია შემდეგ ცხრილში.

კლინიკური განკურნება , mITT პოპულაცია

 

0.75 მგ/კგ

1 მგ/კგ

1.25 მგ/კგ

ჩვენება

n/N (%)

n/N (%)

n/N (%)

cIAI

6/6 (100.0)

3/6 (50.0)

10/12 (83.3)

cSSTI

3/4 (75.0)

5/7 (71.4)

2/4 (50.0)

ჯამი

9/10 (90.0)

8/13 (62.0 %)

12/16 (75.0)

ზემოთ ნაჩვენები ეფექტურობის მონაცემები უნდა განიხილონ სიფრთხილით, რადგანაც ამ კვლევაში ნებადართული იყო თანმხლები ანტიბიოტიკები. ამის გარდა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტების მცირე რაოდენობა.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ტიგეციკლინი მიიღება ინტრავენურად და, შესაბამისად, მას აქვს 100% ბიოშეღწევადობა.

განაწილება

in vitro ტიგეციკლინის პლაზმის ცილებთან კავშირი მერყეობს 71%–დან 89%–მდე კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ კონცენტრაციებში (0.1 –1.0 μგ / მლ). ცხოველთა და ადამიანის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტიგეციკლინი ადვილად ნაწილდება ქსოვილებში.

14C-ტიგეციკლინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზით მიღებისას, რადიოაქტიურობა კარგად იყო გადანაწილებული ქსოვილების უმრავლესობაში, ყველაზე მაღალი საერთო ექსპოზიცია აღინიშნება ძვლის ტვინში, სანერწყვე ჯირკვლებში, ფარისებრ ჯირკვალში, ელენთაში და თირკმელში. ადამიანებში, მყარ-მდგომარეობაში ტიგეციკლინის განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს 500-700ლ-ს (7- 9 ლ / კგ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტიგეციკლინი ექსტენსიურად ნაწილდება პლაზმური მოცულობის მიღმა და კონცენტრირდება ქსოვილებში.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ტიგენციკლინს თავ-ზურგტვინის ბარიერში შეღწევა ადამიანებში.

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, 100 მგ თერაპიული დოზირების რეჟიმის გამოყენებით, რასაც მოჰყვა 50 მგ q12h, შრატის ტიგეციკლინის მყარი მდგომარეობის Cmax იყო 866 ± 233 ნგ / მლ 30 წუთიანი ინფუზიებისთვის და 634 ± 97 ნგ / მლ 60 წუთიანი ინფუზიებისთვის. მყარ მდგომარეობაში AUC0-12 სთ იყო 2349 ± 850 ნგ • სთ / მლ

ბიოტრანსფორმაცია

საშუალოდ, დადგენილია, რომ ტიგეციკლინის 20%-ზე ნაკლები მეტაბოლიზდება ექსკრეციამდე. ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში, 14C-ტიგიციკლინის გამოყენების შემდეგ, უცვლელი ტიგიციკლინი იყო პირველადი 14C-ნიშნული მასალა, რომელიც გამოვლინდა შარდში და განავალში, მაგრამ ასევე არსებობდა გლუკურონიდი, N-აცეტილ მეტაბოლიტი და ტიგეციკლინის ეპიმერი.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევებში, მითითებულია, რომ ტიგეციკლინი არ აფერხებს მეტაბოლიზმს, რომელიც მედიატირებულია შემდეგი ციტოქრომ P450 (CYP) 6 იზოფორმით 1A2, 2C8, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4. ამასთან, ტიგეციკლინმა არ აჩვენა NADPH-დამოკიდებულება CYP2C9, CYP2C19, CYP2D6 და CYP3A ინჰიბირების მხრივ, რაც მიგვითითებს ამ CYP ფერმენტების მექანიზმზე დაფუძნებულ ინჰიბირებაზე.

ელიმინაცია

14C-ტიგეციკლინის გამოყენების შემდეგ განავლის და შარდში მთლიანი რადიაქტივობის აღდგენა მიუთითებს იმაზე, რომ დოზის 59% გამოიყოფა ბილიარული /ფეკალური ექსკრეციით, ხოლო 33% გამოიყოფა შარდში.

საერთო ჯამში, ტიგეციკლინისთვის ელიმინაციის ძირითადი გზა არის უცვლელი ტიგეციკლინის ბილიარული ექსკრეცია.

უცვლელი ტიგეციკლინის გლუკურონიდაცია და თირკმლის ექსკრეცია მეორეხარისხოვანი გზაა.

ტიგეციკლინის ტოტალური კლირენსი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ არის 24 ლ / სთ. თირკმლის კლირენსი შეადგენს მთლიანი კლირენსის დაახლოებით 13%-ს. ტიგეციკლინი გვიჩვენებს შრატში პოლიექსპონენციურ ელიმინაციას შრატში საშუალო ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის შემდეგ 42 საათის მრავალჯერადი დოზით, თუმცა არსებობს ინდივიდებს შორის მაღალი ცვალებადობა.

Caco-2 უჯრედების გამოყენებით ჩატარებული in vitro კვლევები მიუთითებს, რომ ტიგეციკლინი არ თრგუნავს დიგოქსინის ნაკადს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტიგეციკლინი არ არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორი. ეს ინ ვიტრო ინფორმაცია შეესაბამება ტიგეციკლინის დიგოქსინის კლირენსზე ზემოქმედების არარსებობას, რაც აღინიშნა ზემოთ აღწერილ in vivo წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევაში (იხ. პარაგრაფი 4.5).

ტიგეციკლინი არის P-gp სუბსტრატი in vitro კვლევის საფუძველზე, უჯრედების ხაზის გამოყენებით, რომლებიც ახდენს P-gp ჭარბ ექსპრესიას. P-gp-მედიატირებული ტრანსპორტის პოტენციური წვლილი ტიგეციკლინის in vivo განაწილებაში ჯერ ცნობილი არ არის. P-gp ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი ან ციკლოსპორინი) ან P-gp ინდუქტორების ერთად გამოყენება (მაგ., რიფამპიცინი) შეიძლება მოქმედებდეს ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკაზე.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის დაზიანება

ტიგეციკლინის ერთჯერადი დონის ფარმაკოკინეტიკური განაწილება არ შეცვლილა პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით. ამასთან, ტიგეციკლინის სისტემური კლირენსი შემცირდა 25% და 55%-ით, ხოლო ტიგეციკლინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 23%-ით და 43%-ით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა (ჩაილდ პიუ B და C), შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის დაზიანება

ტიგეციკლინის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური განაწილება არ შეცვლილა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ, n = 6). თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, AUC იყო 30%-ით უფრო მარალი ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2).

ხანდაზმული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკის საერთო განსხვავებები ჯანმრთელ ხანდაზმულ და ახალგაზრდა სუბიექტებს შორის არ დაფიქსირებულა (იხ. პარაგრაფი 4.2).

პედიატრული პოპულაცია

ტიგეციკლინის ფარმაკოკინეტიკა გამოიკვლიეს ორ კვლევაში. პირველ კვლევაში ჩართული იყო 8-16 წლის ასაკის ბავშვები (n=24), რომლებმაც მიიღეს ტიგეციკლინის ერთჯერადი დოზები (0,5, 1, ან 2 მგ / კგ, მაქსიმალური დოზით 50 მგ, 100 მგ და 150 მგ, შესაბამისად) ინტრავენურად, 30 წუთის განმავლობაში. მეორე კვლევა ჩატარდა 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში (n=47), რომლებმაც მიიღეს ტიგეციკლინის მრავალჯერადი დოზა (0.75, 1, ან 1.25 მგ / კგ მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ) ყოველ 12 საათში, ინტრავენურად, 30 წუთის განმავლობაში. ამ კვლევებში დატვირთვის დოზა არ იქნა გამოყენებული. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

დოზა ნორმალიზებული 1მგ/კგ მდე საშუალო ± SD ტიგეციკლინის Cmax და AUC ბავშვებში

 

ასაკი (წელი)

N

Cmax (ნგ/მლ)

AUC (ნგ•სთ/მლ)*

ერთჯერადი დოზა

8 – 11

8

3881 ± 6637

4034 ± 2874

 

12 - 16

16

8508 ± 11433

7026 ± 4088

მრავლობითი დოზა

8 - 11

42

1911 ± 3032

2404 ± 1000

* ერთჯერადი დოზა AUC0-∞, მრავლობითი დოზა AUC0-12სთ

სამიზნე AUC0-12სთ მოზრდილებში რეკომენდებული - 100მგ დატვირთვის დოზის და 12 საათში ერთხელ 50მგ დოზის დროს იყო დაახლოებით 2500 ნგ•სთ/მლ.

ორივე კვლევის შედეგად მიღებულმა მოსახლეობის PK ანალიზმა სხეულის წონა დაასახელა, როგორც 8 წელზე და უფროსი ასაკის ბავშვებში, ტიგენციკლინის კლირენსის კოვორიატი. დოზირების რეჟიმი 1.2 მგ / კგ ტიგეციკლინის ყოველ 12 საათში (მაქსიმალური დოზა 50 მგ ყოველ 12 საათში) ბავშვებისთვის 8-დან 12 წლამდე ასაკისა და 50 მგ-დან 12 საათში 12-დან 18 წლამდე მოზარდებში. გამოიწვევს ექსპოზიციის შედარებას, ვიდრე მოზრდილებში დაფიქსირებულ დოზირებულ მკურნალობასთან დაფიქსირებულ პაციენტებში.

ორივე კვლევის შედეგად მიღებულმა მოსახლეობის PK ანალიზმა განსაზღვრა სხეულის წონა თანავარიანტის სახით, ტიგეციკლინისკლირენსისა 8 წელზე და უფროსი ასაკის ბავშვებში. დოზირების რეჟიმი 1.2 მგ / კგ ტიგეციკლინი 12 საათში ერთხელ ი (მაქსიმალური დოზა 50 მგ 12 საათში ერთხელ) 8-<12 წლის ბავშვებში და 50მგ 12 საათში ერტხელ 12-<18 წლის მოზარდებში სავარაუდოდ იწვევდა შედარებად ექსპოზიციას მოზრდილებთან შედარებით, დოზირების დამტკიცებული რეჟიმისას.

ამ კვლევებში მოზრდილ პაციენტებზე მაღალი Cmax მაჩვენებლები აღინიშნა რამდნიმე ბავშვში. შედეგად ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებსა და მოზარდებში ტიგეციკლინის ინფუზიის სისწრაფეს.

სქესი

მამაკაცებში და ქალებში არ აღინიშნა ტიგეციკლინის კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. AUC 20%-ით მაღალი იყო ქალებში მამაკაცებთან შედარებით.

რასა

რასის მიხედვით ტიგეციკლინის კლირენსის განსხვავება არ აღინიშნა.

წონა

კლირენსი, წონით-ნორმალიზებული კლირენსი და AUC, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სხვადასხვა წონის პაციენტებში, ≥ 125კგ ჩათვლით. AUC 25%-ით დაბალი იყო ≥ 125 კგ წონის პაციენტებშ. 140კგ და მეტი წონის პაციენტების მონაცემები არ არსებობს.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ვირთაგვებზე და ძაღლებზე ჩატარებულ განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, ტიგეციკლინის გამოყენებისას, AUC-ზე დაყრდნობით, ადამიანის დღიურ დოზაზე 8 და 10-ჯერ მეტი დოზის მიღებისას, დაფიქსირდა ლიმფური კვანძების, ელენთის და თიმუსის ლიმფოიდური დეპლეცია/ატროფია, ერითროციტების, რეტიკულოციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება ძვლის ტვინის ჰიპოცელულარობასთან ერთად, ასევე თირკმლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენები.

დოზირების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ეს ცვლილებები შექცევადი აღმოჩნდა.

ვირთაგვებში დაფიქსირდა ძვლის ფერის შეცვლა, რომელიც არ შექცევადი იყო დოზირების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ტიგეციკლინი კვეთს პლაცენტას და გვხვდება ნაყოფის ქსოვილებში. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში, ტიგეციკლინის გამოყენებისას დაფიქსირდა ნაყოფის წონის შემცირება ვირთაგვებში და ბოცვრებში (ასოცირებული ოსიფიკაციის შეფერხებით) და ნაყოფის დაკარგვა კურდღლებში. ტიგეციკლინი არ იყო ტერატოგენული ვირთხებსა და კურდღლებში. ტიგეციკლინმა გავლენა არ მოახდინა შეჯვარებაზე ან ნაყოფიერებაზე ვირთაგვებში, როდესაც ისინი AUC-ზე დაყრდნობით ადამიანის დღიურ დოზაზე 4.7-ჯერ მეტს აღწევდნენ. მდედრ ვირთაგვებში, AUC-ზე დაყრდნობით ადამიანის დღიურ დოზაზე 4.7-ჯერ მეტს აღწევდნენ, ნაერთებთან დაკავშირებული ეფექტები საკვერცხეებზე ან ესტრუსის ციკლებზე არ დაფიქსირებულა.

14C-ით ნიშნული ტიგეციკლინის გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ტიგეციკლინი ადვილად გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძით. ტიგეციკლინის შეზღუდული პერორალური ბიოშეღწევადობის შესაბამისად, დედის რძესთან ერთად ზემოქმედების შედეგად, მეძუძურ ლეკვებში ტიგეციკლინის სისტემური ზემოქმედება მცირეა ან საერთოდ არ ხდება.

ტიგეციკლინის კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად ცხოველებზე ჩატარებული კვლევები სიცოცხლის განმავლობაში არ ჩატარებულა, მაგრამ ტიგეციკლინის ხანმოკლე გენოტოქსიკურობის კვლევები უარყოფითი იყო.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტიგეციკლინის ბოლუსური ინტრავენური შეყვანა დაკავშირებული იყო ჰისტამინურ რეაქციასთან. ეს ეფექტები დაფიქსირდა ვირთხებში და ძაღლებში, შესაბამისად, AUC-ზე დაყრდნობით ადამიანის დღიურ დოზაზე 14 და 3-ჯერ მეტს აღწევდნენ.

ტიგეციკლინის მიღების შემდეგ ვირთაგვებში ფოტომგრძნობელობის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების სია

ლაქტოზის მონოჰიდრატი

მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის)

6.2 შეუთავსებლობა

ტიგეციკლინი რომფარმთან ერთად იგივე Y-სისტემით არ უნდა შეყივანონ შემდეგი აქტიური ნივთიერებები: ამფოტერიცინ B, B ლიპიდური კომპლექსი, დიაზეპამი, ეზომეპრაზოლი, ომეპრაზოლი და ინტრავენური ხსნარები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს pH-ის 7-ზე მეტად გაზრდა.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა საშუალებებს, იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.6

6.3 შენახვის ვადა

2 წელი.

ტომრებში ან სხვა შესაფერის საინფუზიო კონტეინერში (მაგ., შუშის ბოთლში) აღდგენის და განზავების შემდეგ, ტიგეციკლინი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

6.4 შენახვის განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ 6.3 პუნქტი.

6.5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

1 ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონი რეზინის საცობით და ალუმინის ლუქით, პლასტმასის დისკით. ტიგეციკლინი ნაწილდება ათფლაკონიანი ან 1ფლაკონიანი შეფუთვებით.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მართვის დროს

ლიოფილიზირებული ფხვნილი უნდა გაიხსნას 5.3 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ დექსტროზას (5%) საინექციო ხსნარში ან რინგერ ლაქტატიის საინექციო ხსნარში ტიგეციკლინის 10 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად. ფლაკონი ფრთხილად უნდა ვატრიალოთ სამკურნალო პროდუქტის გახსნამდე. ამის შემდეგ, აღდგენილი ხსნარის 5 მლ დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოთ ფლაკონიდან და დაამატოთ 100 მლ ინტრავენური ინფუზიის ტომარაში ან სხვა შესაფერის საინფუზიო კონტეინერში (მაგ., შუშის ბოთლი).

100 მგ დოზისთვის, აღადგინეთ ორი ფლაკონი 100 მლ ინტრავენურ ტომარაში ან სხვა შესაფერის საინფუზიო კონტეინერში (მაგ., შუშის ბოთლი). შენიშვნა: ფლაკონი შეიცავს 6%-იან ნაჭარბს. ამრიგად, აღდგენილი ხსნარის 5 მლ არის აქტიური ნივთიერების 50 მგ-ის ექვივალენტური. აღდგენილი ხსნარი უნდა იყოს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე ფერის; თუ არ არის, ხსნარი უნდა გადაიღვაროს. პარენტერალური პროდუქტები შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის (მაგ., მწვანე ან შავი) არსებობაზე.

ტიგეციკლინი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად სპეციალური ხაზის მეშვეობით. თუ ერთი და იგივე ინტრავენური ხაზი გამოიყენება რამდენიმე აქტიური ნივთიერების თანმიმდევრული ინფუზიისთვის, ხაზი უნდა ჩაოირეცხოს ტიგეციკლინის ინფუზიამდე და მის შემდეგ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით ან დექსტროზის 50 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარით. ინექცია უნდა გაკეთდეს ტიგეციკლინთან და სხვა ნებისმიერ სამკურნალო პროდუქტთან თავსებადი საინფუზიო ხსნარით ამ საერთო ხაზის მეშვეობით (იხ. პარაგრაფი 6.2).

ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაიღვაროს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

თავსებადი ინტრავენური ხსნარები მოიცავს: ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარს, დექსტროზის 50 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარს და რინგერ ლაქტატის ხსნარს საინექციო ხსნარისთვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს რომფარმ კომპანი ჯორჯია

სააკაძის დაღმართი 8, ოფისი 7ა, თბილისი, საქართველო

8. რეგისტრაციის ნომერი(ები)

9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

10. ტექსტის გადახედვის თარიღი

26.05.2025