კომცისტი #30კაფს

კომცისტი #30კაფს

158.80 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: სენტაქს ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფუროცისტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154041
გააზიარე:

კომცისტი

Komcyst

შემადგენლობა და გამოშების ფორმა:

ფუროცისტი® (ფენუგრიკის ექსტრაქტი 500მგ).

შეფუთვაში 30 ვეგანური კაფსულა.

კომცისტი(Furocyst®) წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის(PCOS) მართვის უსაფრთხო და ეფექტურ  ფიტოქიმიურ საშუალებას.

მოქმედების მექანიზმი:

კომცისტის(Furocyst®) მაღალი ეფექტურობა (PCOS)-ის მქონე ქალებში განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი სტეროიდული საპონინების, ფიტოესტროგენების და მოდიფიცირებული ამინომჟავების  მოქმედების მექზნიზმიდან გამომდინარე, რომლებსას შეუძლიათ PCOS-ით გამოწვეული რეპროდუქციული ანატომიის და მორფოლოოგიის ცვლილებების უკუგანვითარება.

კომცისტის მიღებისას მომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება, რაც განპირობებულია ფუროცისტის მიერ ენდოკრინული რეგულირებით  და ნორმალური ჰორმონალური ბალანსის აღდგენით.

ფუროცისტი არეგულირებს სასქესო ჰორმონების ბალანსს და აქვეითებს LH/FSH-ის თანაფარდობას ნორმის ფარგლებში. კომცისტი აქვეითებს პროლაქტინის, დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის კონცენტრაციას. ფუროცისტის მიღებისას ასევე მნიშვნელოვნად კლებულობს ჰირსუტიზმი(ჭარბთმიანობა).

ფენუგრიკში შემავალ ფიტოესტროგენებს 17β -ესტრადიოლის სტრუქტურის მსგავსების გამო შეუძლიათ ERα და ERβ ესტროგენის რეცეპტორებთან დაკავშირება, რა გზითაც მოქმედებენ როგორც ესტროგენის რეცეპტორების მოდულატორები.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომზე დადებითი მოქმედების გარდა, ფენუგრიკის ექსტრაქტი წარმოადგენს ფიტოესტროგენების უხვ წყაროს და გააჩნია ფართო ფარმაკოლოგიური მოქმედება, როგორიცაა: ჰიპოგლიკემიური, ინსულინორეზისტენტობის მარეგულირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, ჰიპოლიპიდემიური, ანტიოქსიდანტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო  მოქმედება.

ფენუგრიკის სტანდარტიზებული ექსტრაქტი აძლიერებს პლაზმის ესტრადიოლის დონეს, ამცირებ მენოპაუზის დროს ალების სიხშირეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ლიპიდური პროფილის რეგულირებაში.  კომცისტის მიღებისას აღინიშნება სომატური, ფსიქოლოგიური და უროგენიტალური პრობლემების შემცირება(ვაგინალური სიმშრალე, გაღიზიანებადობა, ფეხის კუნთების და სახსრების ტკივილი, ღამის ოფლიანობა). ფენუგრიკის ექსტრაქტის ფიტოესტროგენული კომპონენტები განაპირობებენ ორგნანიზმის ჰორმონალური ბალანსის აღდგენას, რა გზითაც განაპირობებს დისმენორეის არასასიამოვნო სიმპტომის და ტკივილის შემცირებას.

ფუროცისტს გააჩნია გამოხატული დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და გლუკოზის დონეს სისხლში.  ფენუგრიკი აძლიერებს გლუკოზის პერიფერიულ უტილიზაციას. აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში. ფუროცისტში შემავალი ბოჭკო გალაქტომამანი აქვეითებს ნახშირწყლების შეწოვას წვრილი ნაწლავიდან. ფენუგრიკის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები აუმჯობესებენ ß უჯრედების რეგენერაციას  სუკრაზას და ალფა-ამილაზას აქტივობის შემცირების გზით.

ფენუგრიკის ანტიდიაბეტური ეფექტი ძირითადად განპირობებულია ორი გზით:  ერთის მხრივ, ფენუგრიკი ახდენს მალტაზას/ ამილაზას აქტივობის რეპრესიას და 6-ფოსფოფრუქტო-1-კინაზას აქტივობის გაძლიერებას. მეორე მხრივ კი აძლიერებს ინსულინის რეცეპტორებთან კავშირს და ინსულინის რეცეპტორების ექსპრესიას, რის შედეგადაც მცირდება  ინსულინორეზისტენტობა.

ფენუგრიკის ექსტრაქტის დამატებითი ანტიდიაბეუტრი ეფექტები კი განპირობებულია  PI3K/Akt -ის აქტივაციით, რაც არეგულირებს IRS-1, Akt, და GSK3-ის ფოსფორილირებას და  GLUT4 რეცეპტორების ტრანსლოკაციას. ფენუგრიკის კომპონენტები აგრეთვე ახდენენ AMPK და GLP1-ის აქტივაციას და DPP IV-ის ინჰიბირებას. 

ფენუგრი აღადგენს ლიპიდურ პროფილს და გააჩნია გამოხატული ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, რაც გამოიხატება შრატში ქოლესტერინის, საერთ ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირებით. ფენუგრიკის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკო კი ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინის წარმოქმნას და ამცირებს ნაღვლის მჟავების რეაბსორბციას ნაწლავებში, ამ გზით კი ზრდის ქოლესტერინის და ნაღვლის მჟავების გამოყოფას დეფეკაციისას. გააჩნია გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, განსაკუთრებით კი ადიპოციტებში ანთებითი პროცესების შემცირების კუთხით.

ფენუგრიკს გააჩნია კლინიკური კვლევებით დადასტურებული სიმსუქნის საწინააღმდეგო მოქმედება. ის დიდი რაოდენობით შეიცავ ხსნად ბოჭკოს, რაც აჩქარებს წონის კლებას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აქვეითებს შიმშილის შეგრძნებას.

 

ფუროცისტს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც გამოიხატება კატალაზას და ჰიპეროქსიდდისმუტაზას აქტივობის ზრდის ხარჯზე,  რის შედეგადაც ის ეფექტურად ანეიტრალებს ლიპიდების პეროქსიდაციის შედეგად წარმოქმნილი რეაქტიული ჟანგმადის სახეობებს.

 

კომცისტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

-პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;

-ინსულინორეზისტენტობა;

-მეტაბოლური სინდრომი;

-პრე და მენოპაუზით განპირობებული ჰორმონალური ცვლილებები, ვაგინალური ატროფია და სიმშრალე;

-დისმენორეა, ამენორეა;

-ჭარბი წონა, ცხიმების მეტაბოლიზმის დარღვევა;

-აკნე, ჰირსუტიზმი.

 

დოზირების რეჟიმი: მიიღება პერორალურად, 1  კაფსულა დღეში 2-ჯერ.

მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

 

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მწარმოებელი: Centax farma, გერმანია.

KOMOT S.A.-ს დაკვეთით.