სანშაინ გლუკოზ.ქონდრ.MSM#100ტ
გააზიარე:
სანშაინ ნუთრიშენ გლუკოზამინ ქონდროიტინი და მეთილსულფონილმეთანი (MSM) ტაბლეტი N100
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა (1 ტაბლეტი): D-გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 500 მგ; მეთილსულფონილმეთანი (MSM) 500 მგ; ქონდროიტინ სულფატი ნატრიუმი 400 მგ
ჰიდროლიზებული კოლაგენი ტიპი II (ქათამი) 100 მგ; ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატის სახით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, საფარი
(პოლიეთილენგლიკოლი/მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი),
შეიცავს: მოლუსკებს (კიბორჩხალა და კრევეტები)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სანშაინ ნუთრიშენის გლუკოზამინი, ქონდროიტინი და MSM წარმოადგენს გაუმჯობესებულ, მაღალეფექტურ ფორმულას, რომელიც შეიცავს II ტიპის კოლაგენს და ჰიალურონის მჟავას,
ის მოწოდებულია სახსრების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.
გლუკოზამინი ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას და აღდგენას. ქონდროიტინი ხელს უწყობს სახსრების სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნებას, ააქტიურებს სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს სახსრის მობილობას.
MSM (მეთილსულფონილმეთანი) არის ბიოშეღწევადი გოგირდის წყარო, რომელიც აუცილებელია სახსრების ჯანმრთელობისთვის.
მიღების წესი და დოზირება: სასურსათო დანამატი მოზრდილებისთვის, მიიღება სამი (3) ტაბლეტი დღეში, სასურველია ჭამის დროს ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბოთლის ძირზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არის საკვები დანამატი და ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, სითბოსა და ტენიანობას.
გამოშვების ფორმა: სანშაინ ნუთრიშენ გლუკოზამინ ქონდროიტინი და მეთილსულფონილმეთანი (MSM) ტაბლეტი N100, მინის ბოთლში.
მწარმოებელი:სანშაინ ნუთრიშენ, დელავერი, 19958 აშშ.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ნ-ფარმა.










