სერენ ესი ფორტე #60კაფს

სერენ ესი ფორტე #60კაფს

84.98 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ესი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აშვაგანდა, კრაზანა,ვიტ.ბ6,მაგნიუმის ციტრატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 153672
გააზიარე:

სერენ ესი

 სერენ ესი ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად

შემადგენლობა (1 კაფსულაში):

•         აშვაგანდა (Withania somnifera) ექსტრაქტი ტიტრირებული 10%- 250გ მგ

•         კრაზანა (Hypericum perforatum) ექსტრაქტი  ტიტრირებული 0,1%  -700 მგ

•         ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –2,8მგ

•         მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 112,8 მგ

მოქმედების მექანიზმი და ეფექტი:

აშვაგანდა

•         ადაპტოგენური მოქმედება  – ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში

•         ამცირებს კორტიზოლის დონეს

•         მატონიზირებელი მოქმედება

•         აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნებას

•         ანტიოქსიდანტური მოქმედება , იცავს ტვინის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

•         ეხმარება ორგანიზმს ძილის ნორმალიზებაში

 

კრაზანა

•         ბუნებრივი ანტიდეპრესანტი — აძლიერებს სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის დონეს

•         ამცირებს შფოთვას, სტრესს და დათრგუნულობას

•         ანთებისსაწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული თვისებები

•         აიოლებს ჩაძინების პროცესს

ვიტამინი B6

•         აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის (სეროტონინი, GABA, დოფამინი)

•         ხელს უწყობს  ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

•         ამცირებს გაღიზიანებას, გადაღლილობასა და სტრესულ რეაქციებს

მაგნიუმი

•         ამცირებს ნერვულ აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი

•         მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში

•         ხშირად გამოიყენება სტრესით, უძილობითა და დაღლილობით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად

ჩვენებები:

•         ფსიქოემოციური გადატვირთვა

•         სტრესული მდგომარეობები

•         შფოთვა, გაღიზიანება

•         მსუბუქი ან პერიოდული დეპრესიული სიმპტომები

•         ძილის პრობლემები სტრესის ფონზე

•         ყურადღების კონცენტრაციის შემცირება

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდირებულია:

1 კაფსულა დღეში 1–2-ჯერ, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.

დოზის განსაზღვრა შესაძლოა ინდივიდუალურად მოხდეს, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.

წინააღმდეგჩვენებები:

•         ინდივიდუალური მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ

•         ორსულობა და ლაქტაცია (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით)

•         კრაზანას გამო — სხვა მედიკამენტებთან ერთად (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები, ანტივირუსული და ანტიკოაგულანტები) საჭიროა სიფრთხილე.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

•         არ არის რეკომენდებული მზის ინტენსიური ზემოქმედება კრაზანას ფონზე (შესაძლოა ფოტოდერმატიტის რისკი).

•         პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე — საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე (არაუმეტეს 25°C-ზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

მწარმოებელი კომპანია:ESI,იტალია