დოსოფლუ 500+200+10მგ/4გ#10პაკ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
დოსოფლუ
500 მგ/200 მგ/10 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად
პარაცეტამოლი/გვაიფენეზინი/ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
- მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ უკეთესად არ გრძნობთ თავს ან აღინიშნება გაუარესება.
ფურცელ-ჩანართში შედის:
1. რა არის დოსოფლუ და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ დოსოფლუს მიღებამდე
3. დოსოფლუს მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. დოსოფლუს შენახვის პირობები
6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
1. რა არის დოსოფლუ და რისთვის გამოიყენება
დოსოფლუ არის პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატი. პარაცეტამოლი ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს ცხელებას. გვაიფენეზინი აადვილებს ამოხველებას. ფენილეფრინი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ცხვირის სეკრეტს.
პრეპარატი ამსუბუქებს სუნთქვის პრობლემებს, ამცირებს ხველას, კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს და ცხელებას.
დოსოფლუ გამოიყენება თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ცხელების, სურდოს და ხველის ხანმოკლე მკურნალობისთვის გაცივების და მწვავე ვირუსული დაავადებების დროს.
მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ უკეთესად არ გრძნობთ თავს ან აღინიშნება გაუარესება.
2. რა უნდა იცოდეთ დო ს ოფლუს მიღებამდე
არ მიიღოთ დო ს ოფლუ:
- თუ გაქვთ ალერგია პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა ან შაქრიანი დიაბეტი;
- თუ გაქვთ სიმსივნე, რომელიც ცნობილია როგორც ფეოქრომოციტომა;
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
- თუ გაქვთ შარდის გამოყოფის პრობლემა (მაგ.: პროსტატის გადიდების შემთხვევაში);
- თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს (მაო-ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სიმპათომიმეტიკები, მათ შორის, თვალის ან ცხვირის წვეთების, ინჰალატორების სახით).
არ მიიღოთ დოსოფლუ თუ ღებულობთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს. თუ აღნიშნული ინფორმაცია გეხებათ თქვენ, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დო ს ოფლუს მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოსოფლუ შეიცავს საქაროზას, ასპარტამს (E951), ნატრიუმის ციკლამატს (E952) და ნატრიუმის ციტრატს.
დოსოფლუ შეიცავს საქაროზას. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატის მიღებამდე.
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ასპარტამს (E951), რომელიც არის ფენილალანინის წყარო. იგი შესაძლოა საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის.
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 49,1 მგ ნატრიუმს თითო დოზაზე (ერთი პაკეტი). ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც არიან კონტროლირებად ნატრიუმის დიეტაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:
- თუ მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია ან არ არსებობს ეფექტი (მაგ.: სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
- არ უნდა მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები, რადგან პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების რისკი არ არის გამორიცხული. რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულებსა და ბავშვებში. დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეამოწმოთ, შეიცავს თუ არა პარაცეტამოლს სხვა თანმხლები პრეპარატები.
- პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით და ექიმის რჩევით, თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით გარკვეულ პრეპარატებს (იხ. ნაწილი 2).
- დიდი დოზების ხანგრძლივად მიღებისას, უფრო ხშირად ისეთ პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად ღებულობენ ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს ან ალკოჰოლს, იზრდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი.
- პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მითითებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დარღვევები, ფილტვების ზოგიერთი დაავადება, განსაკუთრებით ასთმა.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და დოსოფლუ
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
- მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი, ქოლესტირამინი: ცვლიან პარაცეტამოლის შეწოვას, შესაბამისად დაცული უნდა იყოს მინიმუმ 1 საათიანი ინტერვალი;
- ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი: შესაძლოა აღინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- კუმარინის ანტიკოაგულანტები (საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს): შესაძლოა გაძლიერდეს მათი ეფექტი და აღინიშნოს სისხლდენა;
- მაო-ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალოდ): არტერიული წნევის ზრდა, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს;
- გულის დაავადებებისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები: შესაძლოა შემცირდეს მათი ეფექტი ან აღინიშნოს გულის რითმის დარღვევა;
- ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები, მათ შორის ასპირინი: იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი;
- სიმპათომიმეტიკები (ხშირად გამოიყენება თვალის ან ცხვირის წვეთებში): იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი გულის მხრივ.
დოსოფლუს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
შეზღუდვები არ არსებობს.
ალკოჰოლთან ერთად მიღება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს, შესაბამისად არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ ქალებში უსაფრთხოების მონაცემების ნაკლებობის გამო.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დოსოფლუმ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას უნდა მოერიდოთ ტრანსპორტის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
3. დო ს ოფლუს მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა არის 1 პაკეტი. საჭიროების შემთხვევაში დოზის მიღება შესაძლებელია 4-6 საათიანი ინტერვალით.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი 4 საათზე ნაკლები ინტერვალით.
არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 4 პაკეტი (2 გ პარაცეტამოლი)
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების მეთოდი
ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას საკმარისი რაოდენობის ცხელი (მაგრამ არა მდუღარე) წყლით (150 მლ) შევსებულ ჭიქაში, მოურიეთ ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე.
როდესაც ხსნარი მიაღწევს შესაბამის ტემპერატურას, მიიღება პერორალურად.
მიმართეთ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან ჩივილები ხელახლა გამოვლინდება 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოსოფლუ
პარაცეტამოლით მოწამვლა, ზოგჯერ ძალიან სერიოზული, აღინიშნა მოზრდილებში და განსაკუთრებით ბავშვებში. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჭარბი დოზირებით რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამო.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა და ძილიანობა, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში. 10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა და გონების დაკარგვა. ფენილეფრინის მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი აჩქარება და არტერიული წნევის მომატება.
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა ან გამოვლინდა დოზის გადაჭარბების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რომ ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ დოსოფლუს მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ დოსოფლუს მიღება
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან შესალოა ვერ მიიღოთ მოსალოდნელი ეფექტი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები. დოსოფლუთი მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს და სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციების რისკს;
- მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შეშუპებას თვალების, ტუჩებისა და ყელის არეში, სუნთქვის გაძნელებას ან ხიხინს, მწვავე მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს წყლულები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სიყვითლე;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი;
- გამონაყარი კანზე, ურტიკარია (ჭინჭრის ციება);
- უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა, აღგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
- გულის შეკუმშვათა სიხშირის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი;
- შარდის გამოყოფის პრობლემები და შარდის შეკავება;
- გუგის გაფართოება, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის გაუარესება.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. დოსოფლუს შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე ან პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp.) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ ვიზუალური დაზიანების ხილულ ნიშნებს ან თუ პაკეტის მთლიანობა დარღვეულია.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დოსოფლუ
- აქტიური ნივთიერებები ერთ პაკეტში: პარაცეტამოლი 500 მგ, გვაიფენეზინი 200 მგ, ფენილეფრინი 10 მგ.
- სხვა ინგრედიენტებია: საქაროზა, ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციკლამატი (E952), ასპარტამი (E951), კალიუმის აცესულფამი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ლიმონის და პიტნის არომატი (არომატული საშუალებების, მენთოლის და მალტოდექსტრინის ნარევი).
როგორია დოსოფლუ ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ფხვნილი ციტრუსის-პიტნის სპეციფიკური არომატით პერორალური ხსნარის მოსამზადებლად.
4.0 გ ქაღალდის/ალუმინის/პოლიეთილენის პაკეტში.
თითო კოლოფში მოთავსებულია 6, 8, 10, 20, 30, 40 ან 50 პაკეტი და ფურცელი-ჩანართი.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD)
სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130,
1700 სოფია, ბულგარეთი
ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი:
მაისი, 2023
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.










