მაკუოქსი 650მგ #30ტ

მაკუოქსი 650მგ #30ტ

48.99 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ოფთალ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 153218
გააზიარე:

მაკუოქსი

MacuOx

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

ოფთალმოლოგია → საშუალებები ოფთალმოლოგიაში სისტემური გამოყენებისათვის → მხედველობის გასაუმჯობესებელი პრეპარატები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა

მაკუოქსი არის საკვები დანამატი. შეიცავს: ვიტამინი C-ს, ვიტამინი E-ს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კოენზიმ Q10-ს, ლიპოის მჟავას, ტაურინს, ლუთეინს, ზეაქსანტინს.

ინგრედიენტები

1 დოზა (1 ტაბლეტი)

NRV %

ვიტამინი C

60 mg

75%

ვიტამინი E

10 mg

83.3%

თუთია

15 mg

150%

სპილენძი

2 mg

200%

სელენი

30 mcg

54,5%

კოენზიმ Q

10 mg

-

ლიპოის მჟავა

25 mg

-

ტაურინი

50 mg

-

Tagetes erecta-ს ექსტრაქტი

50 mg

-

მათ შორის ლუთეინი 20%

10 mg

-

Tagetes erecta-ს ექსტრაქტი

20 mg

-

მათ შორის ზეაქსანტინი 10%

2 mg

-

 

ფარმაკოლოგიურითვისებებიმაკუოქსის მოქმედების უნიკალურობას განაპირობებს მარიგოლდის (Tagetes Erecta) მშრალი ექსტრაქტი. ის არის კაროტინოიდების ოჯახში შემავალი ლუთეინისა (20%) და ზეაქსანტინის (10%) მდიდარი წყარო; ცნობილია როგორც >თვალის ვიტამინი.

ზეაქსანტინი და ლუთეინი, ორი ძლიერი ანტიოქსიდანტი, შერჩევით კონცენტრირდება თვალის ბადურაზე, უზრუნველყობს მაკულას პიგმენტის ფიზიოლოგიურად პროდუცირებას. მაკულარული პიგმენტის ჯანსაღი დონის შენარჩუნება განაპირობებს ბადურის დაცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან, შესაბამისად - მხედველობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

ჩვენება 

მაკუოქსი მიიღება შემადგენლობაში არსებულ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილების, ან მათი დეფიციტის შემთხვევაში, ან/და ბადურას პათოლოგიების დროს;

მიღების წესიდადოზირებისმეთოდი

რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი. მიღება სასურველია კვებათა შორის პერიოდში წყლის მიყოლებით

განსაკუთრებულიმითითებები:

არ არის რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება

მაკუოქსი ტაბლეტი არ ცვლის დაბალანსებულ კვებას, წარმოადგენს დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი წესით ცხოვრების ნაწილს.

მაკუოქსი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. იშვიათ შემთხვევებში, ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვებისფორმა:650 მგ. ტაბლეტი #30

შენახვისპირობებიდავადები:

პრეპარატიინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისა და წყლისგან მოშორებით.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე.

კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მხოლოდ შეფუთვის მთლიანობისა და შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.

გაცემისრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)