ნოფუნგი 150მგ #1კაფს

ნოფუნგი 150მგ #1კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Fluconazolum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 15269
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნოფუნგი 150მგ
(NOFUNG)


სავაჭრო სახელწოდება: ნოფუნგი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ფლუკონაზოლი
ქიმიური სახელწოდება: 1.3 - ბის (1N-1,2,4-ტრიაზოლი)-2-(2.4-დიფტორი-ფენილი)-2-პროპანოლი
სამკურნალო ფორმა: კაფსულები შინაგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა:
თითო კაფსულაში ფლუკონაზოლის 50მგ, 100მგ და 150მგ. დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, წინასწარ ჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, გამშრალი გამტვერვით.
კაფსულის გარსი:
კაფსულები 50მგ: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
კაფსულები 100მგ და 150მგ: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი, არიავიტის ინდიგოკარმინი (E 132).
წარწერები გაკეთებულია საღებავით, რომელიც შეიცავს რკინის შავ ოქსიდს (E 172).

აღწერილობა
:
ნოფუნგის კაფსულები 50 მგ
თეთრი/თეთრი გაუმჭვირვალე კაფსულები VCONI SNAP N3 ზომის, რომელიც დამზადებულია მყარი ჟელატინისაგან, «EGIS 161» წარწერით, რომელიც გაკეთებულია ზედა მხარის რადიალურად, და შევსებულია 120 მგ რაოდენობის თეთრი ან თითქმის თეთრი უსუნო ფხვნილით.
ნოფუნგის კაფსულები 100 მგ
თეთრი/თეთრი გაუმჭვირვალე კაფსულები CONI SNAP N2 ზომის, რომელიც დამზადებულია მყარი ჟელატინისაგან, «EGIS 162» წარწერით, რომელიც გაკეთებულია ზედა მხარის რადიალურად, და შევსებულია 240 მგ რაოდენობის თეთრი ან თითქმის თეთრი უსუნო ფხვნილით.
ნოფუნგის კაფსულები 150 მგ
თეთრი/თეთრი გაუმჭვირვალი კაფსულები CONI SNAP N0 ზომის, რომელიც დამზადებულია მყარი ჟელატინისაგან, «EGIS 163» წარწერით, რომელიც გაკეთებულია ზედა მხარის რადიალურად, და შევსებულია 360 მგ რაოდენობის თეთრი ან თითქმის თეთრი უსუნო ფხვნილით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
სას: ფლუკონაზოლი

ჩვენებები

• სისტემური კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და ჩანდიდა სახეობის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეები, მათ შორის მუცლის ფარის, ენდოკარდის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები.
• კრიპტოკოკული ინფექცია, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციები (ფილტვები, კანი და სხვ). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს ნორმალური იმუნიტეტით, ასევე შიდსის დროს, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ან სხვა მიზეზით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევებში.
• ფლუკონაზოლის მიღება შეიძლება დამხმარე თერაპიის სახით შიდსის დროს კრიპტოკოკული ინფექციის პროფილაქტიკისათვის.
• ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: პირხახისა და საყლაპავი მილის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქული ინფექციები, კანდიდურია, ლორწოვანი გარსისა და კანის კანდიდოზი, ასევე პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ხმარებასთან დაკავშირებით). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს ავადმყოფს დაქვეითებული იმუნიტეტით. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას პირის ღრუს კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის შიდსი-ს დროს.
• სასქესო ორგანოების კანდიდოზი: კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობა, საშოს მწვავე და მორეციდივე კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 3-ჯერ ან მეტჯერ გამწვავების დროს).
• სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ონკოლოგიური დაავადების, ნეიტროპენიის, ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს.
• დერმატომიკოზები: მათ შორის დერმატოფიტია, ადგილობრივი თერაპიის უშედეგობის შემთხვევაში, მაგალითად, ტერფის, საზარდულის ნაოჭისა და კანის მიკოზი; მრავალფეროვანი ლიქენი, კანის ჩანდიდა სახეობის სოკოვანი დაზიანება, ტერფის ეპიდერმოფიტია, კანის დერმატომიკოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ონიქომიკოზი.
• ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და Histoplasma-თი გამოწვეული ინფექცია ავადმყოფებში ნორმალური და არა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს.
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დათესვისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე; სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შეიძლება დაზუსტდეს შედეგების მიღების შემდეგ.

უკუჩვენება

• მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლისა და სხვა აზოლების მიმართ.
• ტერფენადინის ერთდროული შეყვანა ფლუკონაზოლს 400მგ და მეტი დოზების მიღებისას.
• ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება.
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

მიღების ხერხი და დოზირება

ფლუკონოზალი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ.
კაფსულები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.
ფლუკონოზალის დღე-ღამური დოზა უნდა შეესაბამებოდეს სოკოვანი ინფექციის ბუნებასა და სიმძიმეს. გამონაკლისს წარმოადგენს საშოს კანდიდოზი, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში იკურნება 150 მგ-ის დოზის ერთჯერადი მიღებით, ინფექციის სხვა სახეობების მკურნალობა საჭიროებს პრეპარატის მრავალჯერად გამოყენებას კლინიკური პარამეტრების ან ლაბორატორული გამოკვლევების შედეგების შეცვლამდე, რაც მიუთითებს აქტიური სოკოვანი ინფექციის შეწყვეტას. პრეპარატის მიღების არასაკმარისი ხანგრძლივობა შეიძლება გახდეს დაავადების რეციდივის მიზეზი. ინფექციის რეციდივების თავიდან აცილების მიზნით შიდსის, კრიპტოკოკური მენინგიტისა და პირხახის კანდიდოზის დროს, ჩვეულებრივ, საჭიროა ხანგრძლივი თერაპია.

რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილები:
1. კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და ჩანდიდა-ს გვარის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეები: 400 მგ მიღების პირველ დღეს და 200 მგ შემდგომ დღეებში. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, დასაშვებია 400 მგ-ის ყოველდღიური მიღება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეაქციაზე პრეპარატის მიმართ.
2. კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა კრიპტოკოკული ინფექციების დროს: 400 მგ მიღების პირველ დღეს და 200-400 მგ დღეში ერთხელ შემდგომ დღეებში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე და რეაქციაზე პრეპარატის მიმართ, თუმცა კრიპტოკოკული მენინგიტის დროს ის არ უნდა იყოს 6-8 კვირიზე ნაკლები. შიდსის დროს, პირველადი სამკურნალო სრული კურსის შემდეგ, კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს ფლუკონაზოლის 200 მგ დღეში ერთხელ განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში.
3. პირხახის კანდიდოზი: ჩვეულებრივი დოზა 50-100 მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, იმუნიტეტის დარღვევის მძიმე შემთხვევების გამოკლებით. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი, რომელიც უკავშირდება კბილის პროთეზის გამოყენებას, ჩვეულებრივ იკურნება დღეში ერთხელ 50 მგ მიღებით 14 დღის განმავლობაში პროთეზის ადგილობრივ ანტისეპტიურ დამუშავებასთან ერთად.
ლორწოვანი გარსის სხვა კანდიდოზების დროს (საშოს კანდიდოზის გამოკლებით), მაგალითად, ეზოფაგიტის, ბრონქოპულმონური არაინვაზიური ინფექციის, კანდიდურიის, ლორწოვანი გარსებისა და კანის კანდიდოზებისა და სხვა ლოკალიზაციების დროს), ჩვეულებრივ, ეფექტურია დოზები 50-100 მგ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. პირხახის კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შიდსის დროს, ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს ფლუკონაზოლი 150 მგ კვირაში ერთხელ შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში პირველადი თერაპიის სრული კურსის შემდეგ.
4. მწვავე კანდიდოზური ვაგინიტი ან ბალანიტი: 150 მგ ერთჯერადი მიღება. საშოს მორეციდივე კანდიდოზის შემთხვევაში გამწვავების სიხშირის შესამცირებლად შეიძლება დაინიშნის 150 მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში. კანდიდოზური ბალანიტი უნდა იკურნებოდეს 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღებით.
5. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისათვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე მაღალი რისკის ავადმყოფებმა უნდა მიიღონ ყოველდღიური დოზები 50-400მგ ოდენობით, იმუნური სტატუსის შესაბამისად. სისტემური ინფექციის მაღალი რისკის ავადმყოფებისათვის, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ან ხანგრძლივი ნეიტროპენია, რეკომენდებულია 400 მგ მიღება დღეში ერთხელ. ფლუკონაზოლის მიღება უნდა დაიწყონ რამდენიმე დღით ადრე მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე და უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდის შემდეგ 1000-ზე მეტი 1მმ3-ში.
6. დერმატომიკოზების დროს (მაგალითად, ტერფის, კანის ან საზარდულის ნაოჭების, ან კანდიდოზის) რეკომენდებულია 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა - 2-დან 4 კვირამდე, თუმცა ტერფის მიკოზის დროს მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 6 კვირამდე.
მრავალფეროვანი ლიქენის მკურნალობისათვის რეკომენდებულია 300 მგ-ის მიღება დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი 300 მგ დოზის მიღება მესამე კვირას, მაშინ როდესაც სხვებისთვის ერთჯერადი 300-400მგ მიღება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. შეიძლება აგრეთვე დაინიშნოს 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ონიხომიკოზის დროს რეკომენდებულია 150 მგ მიღება კვირაში ერთხელ, სანამ ფრჩხილის ინფიცირებული ნაწილი არ შეიცვლება ჯანმრთელი ფრჩხილით. ტერფის დიდი თითის ფრჩხილის მკურნალობა შეადგენს 6-დან 12 თვემდე, ხოლო ფეხის ან ხელის სხვა თითების მკურნალობა 3-დან 6 თვემდე. თუმცა კურსის აუცილებელი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფრჩხილის ზრდის სისწრაფეზე და პაციენტის ასაკზე. ხანგრძლივი ინფექციის მკურნალობის შემდეგ ახალი ჯანმრთელი ფრჩხილი შეიძლება დეფორმირებული იყოს.
ენდემური მიკოზის დროს შესაძლოა დაინიშნოს 200-400 მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში. კოკციდიომიკოზის დროს უნდა შეირჩეს მკურნალობის ინდივიდუალური რეჟიმი. ასეთ შემთხვევებში კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 11-დან 24 თვემდე. არსებობს ცნობები მკურნალობის კურსის 2-17, 1-16 და 17 თვიანი ხანგრძლივობის შესახებ, შესაბამისად პარაკოკციოდიომიკოზის, სპოროტრიხოზისა და ჰისტოპლაზმოზის დროს.
ბავშვები
სამკურნალო ფორმის (კაფსულები) თავისებურებებიდან გამომდინარე და პრეპარატის მიღების სირთულის გამო, ის მოუხერხებელია ბავშვების სამკურნალოდ.
ხანდაზმული ავადმყოფები
ხანდაზმულ ავალდმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეუძლიათ ჩვეულებრივი დოზის მიღება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წუთ-ზე ნაკლები) დოზა უნდა შემცირდეს დარღვევის სიმძიმის მიხედვით (იხ. ცხრილი).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ერთჯერადი მიღების დროს არ არის საჭირო დოზის შემცირება (მაგ,: საშოს კანდიდოზის დროს).
მრავალჯერადი მიღებისას პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით ჯერ უნდა დაენიშნოთ მაღალი დოზა 50-400მგ. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზები მოყვანილია ცხრილში:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წამ) > 50 რეკომენდებული დოზის 100%
კრეატინინის კლირენსი (მლ/წამ) 11-50 რეკომენდებული დოზის 50%
რეგულარულ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები ერთი დოზა ჰემოდიალიზის ყოველი პროცედურის შემდეგ

გვერდითი მოვლენები

ფლუკონაზოლის ამტანობა კარგია.
ფლუკონაზოლის ყველაზე ხშირი, კლინიკური ცდების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები;
კანი: გამონაყარი, კანის ექსფოლიატური დაზიანება, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
კუჭ-ნაწნავის ტრაქტი: მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება.
ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენა (იშვიათად ფატალური გამოსავლით), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე, და ასევე ტუტოვანი ფოსფატაზების, ბილირუბინის, ალანინტრანსფერაზასა (ALT) და ასპარაგინტრანსფერაზას (ATC) მომატება.
ნივთიერებათა ცვლა და კვება: ჰიპერქოლესტერემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.
მგრძნობელობის ორგანოები: გემოვნების დარღვევა.
ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით მძიმე ფონური დაავადებით (შიდსი ან კიბო) ფლუკონაზოლის მიღებისას აღენიშნებოდათ თირკმლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თუმცა ამ მოვლენების კლინიკური მნიშვნელობა და მათი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია. საჭიროებისას უნდა ამოირეცხის კუჭი. ფორსირებული დიურეზი ზრდის თირკმელებით პრეპარატის გამოყოფას. სამსაათიანი ჰემოდიალიზი ამცირებს პრეპარატის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50 %-ით.
არსებობს ცნობა ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევის შესახებ. ავადმყოფს განუვითარდა ჰალუცინაციები და ქცევის პარანოიდული ტიპი ფლუკონაზოლის 8200 მგ-ის მიღების შემდეგ. პაციენტის მდგომარეობა დაუბრუნდა ნორმას 48 საათის განმავლობაში.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება

საჭიროა სიფრთხილე შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:
• კუმარინები: ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს პროთრომბინის დრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელოა (12 %), ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს კუმარინების ჯგუფიდან, უნდა უკონტროლდებოდეს პროთრომბინის დრო.
• ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები: მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი იწვევს მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან გაზრდას და აძლიერებს მის ფსიქომოტორულ ეფექტებს. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოკვეთილია ფლუკონაზოლის შიგნით მიღების დროს, ინტრავენურთან შედარებით. ბენზოდიაზეპინებისა და ფლუკონაზოლის ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბენზოდიაზეპინების დოზების შემცირების შესაძლებლობა და ზედმიწევნითი დაკვირვება პაციენტებზე.
• სულფანილშარდოვანას პრეპარატები: ნაჩვენებია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდისა და ტოლბუტამინის ნახევარგამოყოფის პერიოდს. ფლუკონაზოლი და სულფანილშარდოვანას პრეპარატები შეიძლება დაენიშნოთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიპოგლიკემიის შესაძლებლობა.
• ჰიდროქლორთიაზიდი: პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევის დროს, ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, იწვევდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის 40 %-თ გაზრდას. ასეთი ეფექტი არ ითხოვს ფლუკონაზოლის დოზების ცვლილებას ავადმყოფებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ დიურეტიკებს.
• ფენიტოინი: ფლუკონაზოლისა და ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაზრდა. ამ პრეპარატების კომბინირების შემთხვევაში საჭიროა ფენიტოინის დონის კონტროლი.
• პერორალური კონტრაცეპტივები: პრეპარატების ურთიერთმქმედების ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლი 50 მგ დოზით ზეგავლენას არ ახდენს ჰორმონების დონეზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შემთხვევაში. თუმცა ფლუკონაზოლის გამოყენება დღეში 200 მგ ზრდის ფართობს ეტინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტური მრუდის ქვეშ (AUC) შესაბამისად 40 %-ითა და 24 %-ით. ამიტომ ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღება ასეთ დოზებში არ იმოქმედებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე.
• რიფამპიცინი: რიფამპიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტური მრუდის ქვეშ(AUC) ფართობის შემცირებას 25%-ით და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებას 20%-ით. მაშასადამე, რიფამპიცინის ერთდროული შეყვანის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.
• ციკლოსპორინი: თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ 200მგ ფლუკონაზოლის გამოყენების შემდეგ რამდენადმე იზრდება ციკლოსპორინის კონცენტრაცია. კვლევების შედეგად დადგენილ იქნა 100მგ ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღება არ ახდენდა ზეგავლენას ციკლოსპორინის დონეზე ავადმყოფებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ციკლოსპორინისა და ფლუკანაზოლის კომბინაციის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი.
• თეოფილინი: კლინიკურ კვლევებში 200მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიურმა მიღებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია სისხლის პლაზმაში თეოფილინის კლირენსის 18%-ით შემცირება. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან გააჩნიათ თეოფილინის ტოქსიკური ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკი, ფლუკონაზოლის მიღების დროს საჭიროებენ საგულდაგულო მეთვალყურეობას. თეოფილინის ტოკსიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის რეჟიმი უნდა იყოს შესაბამისად შეცვლილი.
• ტერფენადინი: ტერფენადინისა და აზოლის ჯგუფის სხვა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას ვითარდება გულის რითმის მძიმე ფორმის დარღვევები QT ინტერვალის გახანგრძლივებით. ერთ-ერთი კვლევით დადგენილ იქნა რომ, 200მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიური მიღება არ იწვევდა QT-ს ინტერვალის გახანგრძლივებას. სხვა კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ფლუკონაზოლის დოზით 400მგ, 800მგ ან მის ზევით ხანგრძლივად გამოყენებისას იგი იწვევდა სისხლის პლაზმაში ტერფენადინის დონის მნიშვნელოვან მომატებას მათი კომბინაციის დროს. წინააღმდეგნაჩვენებია ერთდროულად ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით 400 მგ-ისა და ტერფენადინის გამოყენება. თერფენადინისა და 400 მგ-ზე ქვემოთ ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებს ესაჭიროებათ საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება.
• რიფაბუტინი: ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენება ზრდის სისხლის პლაზმაში რიფაბუტინის დონეს. მათი კომბინაციისას არსებობს უვეიტის განვითარების რისკი. პაციენტები, რომლებიც იღებენ რიფაბუტინს ფლუკონაზოლთან ერთად საჭიროებენ საგულდაგულო მეთვალყურეობას.
• ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლისა და ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენებისას არსებობს ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი. თაკროლიმუსის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღებისას პაციენტები საჭიროებენ საგულდაგულო დაკვირვებას.
• ზიდოვუდინი: ექსპერიმენტებით დადგენილ იქნა ზიდოვუდინის დონის მომატება, რაც განპირობებულია მის ძირითად მეტაბოლიტად გარდაქმნის დაქვეითებით. ფლუკონაზოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებისას “კონცენტრაცია – დროს” მრუდი (სისხლის პლაზმაში) ზიდოვუდინისთვის მატულობდა 20-74% - ით. ზემოთაღნიშნული კომბინაციისას რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი.
ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის, ასტემიზოლის, რიფაბუტინის, ტაკროლიმუსისა და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს ციტოქრომ P-450 სისტემა, სისხლის პლაზმაში ამ პრეპარატების დონე შესაძლებელია გაიზარდოს. ფლუკონაზოლის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას არასაიმედო ინფორმაციის არსებობის დროს სიფრთხილეა საჭირო. ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებს ესაჭიროებათ საგულდაგულო კონტროლი.
ფენაზონი: ფლუკონაზოლის დოზით 50მგ-ის ერთჯერადად ან ხანგრძლივად გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს ფენაზონის მეტაბოლიზმზე.
თუმცა ჩატარებული არ არის გამოკვლევები ფლუკონაზოლის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა ფარმაკოლოგიური ურთიერთმოქმედების შესაძლებლობა.
ფლუკონაზოლის შეწოვაზე ზეგავლენას არ ახდენს საკვების ერთდროული მიღება, ციმეტიდინის, ანტაციდური საშუალებების ან სხივური თერაპიის (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ჩატარება.

განსაკუთრებული მითითებები
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მძიმე სიმპტომები ღვიძლის მხრივ, ხანდახან ფატალური გამოსავლით, რომელიც არ არის დაკავშირებული ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზის ხანგრძლივად გამოყენებასთან, პაციენტის ასაკთან და სქესთან. ჰეპატოტოქსიური მოვლენები ჩვეულებრივ ქრება ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს განუვითარდათ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები, ესაჭიროებათ კონტროლი ღვიძლის შედარებით მძიმე დაზიანების გამოსავლენად. ფლუკონაზოლის მიღება საჭიროა შეწყდეს, თუკი მისი გამოყენებისას ვითარდება კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის დაზიანებას ადასტურებენ.
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის მიღების დროს აღინიშნება კანის ექსფოლიატური ცვლილებები, მაგალითად სტივენ-ჯონსის სინდრომი, აგრეთვე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შიდსით დაავადებულ პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება მძიმე ფორმის კანის რეაქციები. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებს სოკოვანი ინფექციური დაავადებით მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენებისას უვითარდებათ გამონაყარი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ინვაზიური ან სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გამონაყარი, უნდა დაწესდეს საგულდაგულო კონტროლი. ბულოზური ელემენტების, ან მრავალფორმიანი ერითემის განვითარებისას რეკომენდებულია ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტა.  ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით (400 მგ) ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია საგულდაგულო კონტროლი. ფლუკონაზოლი ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობით ციტოქრომ P-450-ის ფერმენტების მიმართ. ქალებსა და მამაკაცებში ფლუკონაზოლის ყოველდღიურად 50მკგ-ის 28 დღის განმავლობაში მიღებისას არ აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონეს კონცენტრაციის ცვლილება.. ჯანმრთელ მამაკაცებში ფლუკონაზოლის ყოველდღიურად 200-400მგ-ის მიღებისას არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ენდოგენური სტეროიდების დონის, ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციის რეაქციაზე. ნოფუნგის თითოეული 50მგ, 100მგ და 150მგ კაფსულა შესაბამისად შეიცავს 50მგ, 100მგ და 150მგ ლაქტოზას, რაც საჭიროა გათვალისწინებელ იქნას ლაქტოზას მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)