ეფიჯერმი ნაპი ქეარი 150მლ სპრ
გააზიარე:
ეფიჯერმი ნაპი ქეარი (150 მლ სპრეი)
გამოყენების ინსტრუქცია
CF Pharma - ირლანდია
თქვენს კეთილდღეობასთან ერთად!
სავაჭრო დასახელება:
ეფიჯერმი ნაპი ქეარი (150 მლ სპრეი)
აღწერილობა:
ეფიჯერმი ნაპი ქეარი არის გამწმენდი და დამატენიანებელი ჰიდროგელი. საფენების გამონაყარის/საფენების დერმატიტის, კანის მცირე აბრაზიების, მცირე ჭრილობების, მცირე გაღიზიანების, მცირე დამწვრობებისა და დაუზიანებელი კანის სამკურნალოდ, ხელს უშლის ბუშტუკების წარმოქმნას.
ეფიჯერმი ნაპი ქეარი არის ადვილად გამოსაყენებელი გელი-სპრეის ფორმულა. ის შეიცავს ელექტროლიზირებულ ჟანგვის წყლის ხსნარს, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპოქლორის მჟავა, იონიზებულ წყალს, ნატრიუმის ქლორიდს და გელის აგენტებს.
არის დერმატოლოგიურად შემოწმებული.
რა არის ჰიპოქლორი (HOCl)?
უსაფრთხო, როგორც წყალი
ჰიპოქლორის მჟავა (HOCl) არის ოქსიდანტი, რომელიც გვხვდება ადამიანის ბუნებრივი დაცვის სისტემის თეთრ უჯრედებში (ნეიტროფილებში). CF Pharma-ს HOCl დაფუძნებულია სტაბილურ ჰიპოქლორულ ტექნოლოგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას უმაღლესი უსაფრთხოებით. ის დერმატოლოგიურად შემოწმებულია და უსაფრთხოა მთელი ოჯახისთვის
როგორია მისი მოქმედება?
ჩვენი სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს HOCl-ს ორგანიზმში არსებული ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების) მიერ, რათა ებრძოლოს ბაქტერიებს და ანთებას ინფექციის ან ტრავმის გადატანის შემდეგ. ეს ბუნებრივი მჟავა ძალიან კარგად კლავს ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა სალმონელა და E. Coli, და ასევე ანადგურებს ბევრ ვირუსს მისი ბუნებრივი სამკურნალო პროცესის დროს.
ჰიპოქლორმჟავას მოქმედების სქემა ბაქტერიულ უჯრედებზე. HOCl ადვილად აღწევს უჯრედის კედელში, აფერხებს დნმ-ის სინთეზს, ცილების სინთეზს (თიოლის შემცველი ცილების და ფერმენტების დაჟანგვას) და ბაქტერიების ზრდას (დნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვით და უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით). HOCl ასევე გავლენას ახდენს ბაქტერიულ მეტაბოლიზმზე ATP წარმოების შემცირებით.
ჰიპოქლორმჟავა (HOCl):
√ სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული.
√ კლავს მიკრობების 99,9%-ს კონტაქტის დროს.
√ დერმატოლოგიურად შემოწმებული.
√ უსაფრთხოა მთელი ოჯახისთვის, დაბადებიდან.
√ დაფუძნებულია სტაბილურ და მდგრად ჰიპოქლორმჟავაზე.
√ აქვს მაღალი ეფექტურობა.
√ არის 100% უსაფრთხო.
ეფიჯერმი ნაპი ქეარი ასუფთავებს ახალშობილის მგრძნობიარე კანს ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე, ატენიანებს და ხელს უწყობს საფენების გამონაყარის თავიდან აცილებას. გამოიყენება საფენის გამონაყარის/საფენის დერმატიტის, კანის მცირე აბრაზიების, მცირე ჭრილობების, მცირე დამწვრობის და დაუზიანებელი კანის დასამუშავებლად.
ეფიჯერმი ნაპი ქეარი - ძირითადი უპირატესბები:
√ გამოიყენება დაბადებიდან, 0+ წლიდან.
√ კანის მცირე აბრაზიების, მცირე ჭრილობების, მცირე გაღიზიანების, მცირე დამწვრობის, საფენის გამონაყარის/საფენის დერმატიტის და დაზიანებელი კანის მკურნალობა.
√ ჰიპოალერგიული.
√ სუფთა და ბუნებრივი დამატენიანებელი.
√ კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
√ დაზიანებული, მგრძნობიარე, მტკივნეული და გაღიზიანებული კანისთვის.
√ აფერხებს საფენის შედეგად გამონაყარის გაჩენას.
√ კანდიდოზის ინფექციის თავიდან აცილება.
(ერთ-ერთი წამყვანი ოპორტუნისტული პათოგენი, რომელიც ასოცირდება საფენის გამონაყართან).
√ კანის მცირე ჭრილობის გაწმენდა და დამუშავება, ინფექციების პრევენცია.
√ ახდენს კანზე ბუშტუკების გაჩენის პრევენციას.
√ ჭრილობებიდან გამაღიზიანებელი ნივთიერებების, რომელიც იწვევს არასასიამოვნო სუნს, გაწმენდა.
√ აღმოფხვრის სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.
√ არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე.
√ კანის მეგობრული pH.
√ უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის.
√ მიკრობებისა და ქიმიური ნივთიერებების გარეშე.
√ უსაფრთხოა შემთხვევითი მიღების დროს (გადაყლაპვისას).
√ არ შეიცავს ალკოჰოლს, სტეროიდებს, ტრიკლოსანს.
√ არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენები.
√ დერმატოლოგიურად შემოწმებული.
√ რეგისტრირებულია ევროკავშირში.
მოქმედების მექანიზმი:
ეფიჯერმი ნაპი ქეარი შეიცავს დაპატენტებულ ტექნოლოგიას, რომელიც საკუთარი იმუნური სისტემის იმიტაციის საშუალებას იძლევა იყენებს რა ჰიპოქლორის მჟავას, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმში. მისი მოქმედების მთავარი მეთოდია გარემოს შეცვლა უცხო სხეულების (რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებასა და ინფექციას) მექანიკური მოცილებით, უზრუნველყოფს ოპტიმალური გარემოს ტენიანობას, ოქსიგენაციასა და pH-ის ნორმალურ დონეს, რათა ხელი შეუწყოს შეხორცების პროცესს და გამოჯანმრთელებას. არის უალკოჰოლო, შესაფერისია დაბადებიდან.
შემადგენლობა:
• 0,016% ჰიპოქლორის მჟავა.
• დამხმარე ნივთიერებები: იონიზებული წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მაგნიუმის ფტოროსილიკატის გელი, მონოსტრიუმის ფოსფატი.
პროდუქტის ფორმა:
ეფიჯერმი ნაპი ქეარი სამედიცინო მოწყობილობა ხელმისაწვდომია შემდეგი ფორმებით:
სპრეი - 60 მლ, 150 მლ, 250 მლ ბოთლებით.
დოზირება, გამოყენების წესი და პროდუქტის რაოდენობა:
გამოიყენება დაბადებიდან, 0+ წლიდან.
დაასხურეთ და წაუსვით ეფიჯერმი ნაპი ქეარი დაზიანებულ ადგილზე, მოიცილეთ ნებისმიერი უცხო სხეული. წაუსვით საჭიროებისამებრ, ჭრილობის გაუმჯობესების მიხედვით.
პირველადი ეფექტურობა
+ ძირითადი გამომწვევი ფაქტორების გაწმენდა და მოცილება, როგორიცაა ფეკალია და შარდი, რომელიც საფენის გამონაყარის მიზეზია.
მეორადი დამხმარე მოქმედება
+ საფენის მიდამოში კანდიდოზის დაგროვების თავიდან აცილება - რომელიც დაზიანების შემდგომი ხელშემწყობი ფაქტორია.
ივარაუდება, რომ ეფიჯერმი ნაპი ქეარის ერთ მიღებაზე 3 გასხურების დროს გვექნება:
60 მლ - 125 გამოყენება (375 გასხურება)
150 მლ - 333 გამოყენება (999 გასხურება)
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იგრძნოთ უმნიშვნელო ჩხვლეტა.
ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ეფიჯერმი ნაპი ქეარი ოთახის ტემპერატურაზე მაქსიმუმ 25°C-ზე, პირდაპირი სიცხისგან და მზის სხივებისგან მოშორებით. არ შეინახოთ 4°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენოთ ეფიჯერმი ნაპი ქეარი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის ან აუტანლობის შემთხვევაში. ნებისმიერი შეკითხვისთვის დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროფესიონალს. არ დალიოთ ეფიჯერმი ნაპი ქეარი.
შესაფერისია დაბადებიდან. სამედიცინო მოწყობილობა არ შეიცავს ალკოჰოლს. საუკეთესო ეფექტისთვის მიეცით სპრეის ბუნებრივად გაშრობის საშუალება.
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პროდუქტის სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის რჩევით.
ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის თარიღი ეხება ეფიჯერმი ნაპი ქეარის გაუხსნელ პროდუქტს.
გამოყენებული ან ვადაგასული პროდუქტოს განკარგვა:
გამოყენებული ან ვადაგასული პროდუქტი უნდა იმართებოდეს ადგილობრივი ნარჩენების მართვის წესების შესაბამისად. არ გადააგდოთ ეფიჯერმი ნაპი ქეარის შეფუთვა გარეთ (გარემოში).
მწარმოებელი:
CF Pharma Ireland Ltd
ირლანდია










