გააზიარე:
ჰიპის ორგანული რძიანი ფაფა ხილით (6 თვიდან) 250 გრ
ჰიპის რძიანი ფაფები დამზადებულია შერჩეული ბიოორგანული მარცვლეულისგან და ადაპტირებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვების კვებით საჭიროებებზე. ისინი ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას და უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
შემადგენლობა: ხორბლის სემოლინა, 25% ვაშლის პიურე, შრატი, 10% უცხიმო რძის ფხვნილი, მცენარეული ზეთები (რაფსისა და მზესუმზირის ზეთები), 1,7% ბანანის ფანტელები, 0,8% ატმის ფანტელები, ბრინჯის ფქვილი, კალციუმის კარბონატი, ვაშლის ექსტრაქტი, ფორთოხლის ექსტრაქტი, ვიტამინი C, რკინის დიფოსფატი, ვიტამინი E, ვიტამინი B1, ვიტამინი A, კალიუმის იოდატი, ვიტამინი D.
ჰიპის რძიანი ფაფა შეიცავს:
კალციუმსა და D ვიტამინს — ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარებისთვის;
იოდს — ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
თუთიასა და A ვიტამინს — იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
C ვიტამინს — რკინის შეწოვის ხელშეწყობისთვის;
ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას (ალფა-ლინოლენის მჟავა) — ტვინისა და ნერვული უჯრედების ნორმალური განვითარებისთვის;
მაღალი ხარისხის, ადვილად მოსანელებელ მარცვლეულს;
რძის ადაპტირებულ ნარევს, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ საჭიროებებს.
პროდუქტი შეიცავს გლუტენს. არ შეიცავს დამატებულ შაქარსა და მარილს, საღებავებს, კონსერვანტებსა და გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. შეიცავს მხოლოდ ინგრედიენტებში ბუნებრივად არსებულ შაქრებსა და მარილს. შესაძლოა შეიცავდეს რძის კვალს ბუნებრივი ინგრედიენტებიდან. მომზადების წესი: ადუღებული წყალი გააგრილეთ დაახლოებით 50°C-მდე. საჭირო რაოდენობის ჰიპის ფაფის ფხვნილი მოათავსეთ სუფთა ჭურჭელში, დაამატეთ შესაბამისი რაოდენობის წყალი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ 2–3 წუთი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ბავშვის კვება რეკომენდებულია კოვზით. შენახვის პირობები: გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაუზიანებელია. შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 0-25 °C-მდე. გახსნილი შეფუთვა ვარგისია 3–4 კვირის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ შეფუთვა კარგად დახურეთ. შენახვის ვადა იხილეთ შეფუთვაზე. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ბეიბი ფუდი“, თევდორე მღვდლის ქ. 51–53, თბილისი, საქართველო.










