ბიო-ორგანული ბრინჯის ფაფა, რძის გარეშე (მე-4 თვიდან)
ბრინჯის თავნაფქვი ბურღული ადვილად მოსანელებელია და ამაგრებს კუჭის მოქმედებას. ამიტომ HiPP-ის ბიო-ბრინჯის ურძეო ფაფა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.
ჩვენი ორგანული მარცვლეული იზრდება ბუნებრივ პირობებში, ყოველგვარი ქიმიური, სინთეზური და ზრდის დამაჩქარებელი სასუქების გარეშე. ნედლეული მკაცრად მოწმდება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში.
თქვენი ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელია ისეთი დიეტური კვება, რომელიც უზრუნველყოფს მას ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერებით. HiPP-ის საბავშვო ფაფები ადაპტირებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოთხოვნებზე.
მახასიათებლები:
• ჰიპოალერგიული
• არ შეიცავს გლუტენს
• არ შეიცავს რძეს
• კრისტალური შაქრის დამატების გარეშე (შეიცავს მხოლოდ ინგრედიენტებში ბუნებრივად არსებულ შაქარს)
• მდიდარია ვიტამინ B1-ით — რაც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის
• ადვილად მოსანელებელი
HiPP-ის ორგანული ბეჭედი არის უმაღლესი ხარისხის გარანტია და აღემატება ევროკავშირის „ორგანული“ სტანდარტის მოთხოვნებს.
შემადგენლობა (100 გ მშრალ პროდუქტში)
100% ბრინჯის თავნაფქვი ბურღული*, ვიტამინი B1
*ბიო-ორგანული მეურნეობიდან
კვებითი ღირებულება
| მაჩვენებელი | 100 გ | თითო მზა ულუფაში |
| ენერგეტიკული ღირებულება |
1608 კჯ / 379 კკალ |
590 კჯ / 140 კკალ |
| ცხიმი |
0.7 გ |
3.7 გ |
| მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები |
0.1 გ |
2.2 გ |
| ნახშირწყლები |
85.1 გ |
21.7 გ |
| მათ შორის შაქარი |
0.3 გ |
4.8 გ |
| კვებითი ბოჭკოები |
1.4 გ |
0.3 გ |
| ცილა |
7.3 გ |
4.8 გ |
| მარილი |
<0.05 გ |
0.13 გ |
| ნატრიუმი |
<0.02 გ |
0.05 გ |
| ვიტამინი B1 |
1.3 მგ (260%) |
0.30 მგ (60%) |
მომზადების წესი
1. რძით და წყლით
აადუღეთ სასმელი წყალი და გააგრილეთ დაახლოებით 50°C-მდე . მოამზადეთ HiPP-ის რძე იმ რაოდენობით, რამდენსაც ჩვეულებრივ ჭამს ბავშვი. დაუმატეთ 3–4 სუფრის კოვზი (23 გ) ფაფა. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთით სასურველი კონსისტენციის მისაღებად.
2. ურძეო ფაფა
100 მლ ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C-მდე . დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფაფა . სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ 100 გ HiPP-ის ხილის პიურე (ვაშლი, ბანანი ან ქლიავი) და 1 ჩაის კოვზი რაფინირებული ზეთი . კარგად მოურიეთ ფაფის კონსისტენციის მისაღებად.
მნიშვნელოვანი შენიშვნები
• მკაცრად დაიცავით მომზადებისა და დოზირების წესები
• ყოველი კვების წინ მოამზადეთ ახალი ულუფა
• სასურველია ბავშვი კვებოთ კოვზით
• არ გააცხელოთ მიკროტალღოვან ღუმელში
• ნედლეული მკაცრად კონტროლდება
• წარმოების პროცესზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი
• მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი ტოქსიკურ ნივთიერებებზე
შენახვის პირობები
გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის.
შეინახეთ მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე ).
გახსნილი ყუთი ვარგისია 3–4 კვირის განმავლობაში (ყუთი კარგად დახურეთ).
შენახვის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
მწარმოებელი:
HiPP Croatia d.o.o.
Kralja Zvonimira 1, 44400 Glina, Croatia
ექსპორტიორი:
HiPP Austria GmbH
Theresientalstraße 68, A-4810 Gmunden, Austria
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს „ბეიბი ფუდი“
თევდორე მღვდლის ქ. 51–53, თბილისი, საქართველო
არტ. AL30402
200 გ