შვრიის მარცვლოვანი ფაფა, რძის გარეშე (4 თვიდან). შემადგენლობა: 100% შვრიის ფქვილი, ვიტამინი B1. შეიცავს გლუტენს. არ შეიცავს რძეს. დამატებული შაქრის გარეშე, შეიცავს მხოლოდ ინგრედიენტებიდან ბუნებრივად არსებულ შაქარს. შეიცავს ვიტამინ B1-ს, რომელიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ადვილად მოსანელებელი. *ბიო-ორგანული მეურნეობიდან. მომზადების წესი: ფაფა მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ, ჰიპის რძით ან წყლით. კარგად მოურიეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. შესაძლებელია ხილის პიურეს დამატება. შენახვის წესი: გახსნილი შეფუთვა შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (0-25°C-მდე), კარგად დახურული. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 3–4 კვირის განმავლობაში. არ გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაუზიანებელია. ყოველი კვების წინ მოამზადეთ ახალი ულუფა. სასურველია ბავშვის კოვზით კვება. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ბეიბი ფუდი“, თევდორე მღვდლის ქ. 51-53, თბილისი, საქართველო.










