ვანკომიცინ(ვანკოპოლი)1000მგ#1ფლ
გააზიარე:
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ვანკოპოლი 1000 მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო და პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
სტერილური
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ვანკომიცინის ეკვივალენტ 1050 მგ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს (1.000.000 სე)
დამხმარე ნივთიერება(ები) დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხილეთ პუნქტი 6.1
3. ფარმაცევტული ფორმა
პერორალური ხსნარის და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი ფლაკონი.
ფლაკონი შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზებულ ფხვნილს.
4. კლინიკური მონაცემები
4.1 თერაპიული ჩვენებები
ინტრავენური შეყვანა
ვანკოპოლი ნაჩვენებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
– კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
– ძვლის და სახსრების ინფექციები
– საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
– ჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონია
– ინფექციური ენდოკარდიტი
იგი ასევე ნაჩვენებია პერიოპერაციული ანტიბაქტერიული პროფილაქტიკისათვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში იმ პაციენტებში, რომლებსაც ფართო ქირურგიული პროცედურების ჩატარების დროს აქვთ ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკი.
პერორალური გამოყენება:
იგი ნაჩვენებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
უნდა მოხდეს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადოდ გამოყენების შესახებ ოფიციალური სახელმძღვანელოს გათვალისწინება.
4.2. დოზირების რეჟიმი და შეყვანის წესი
დოზირების რეჟიმი:
აუცილებლობის შემთხვევაში, მისი შეყვანა შესაძლებელია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
ინტრავენური შეყვანა
საწყისი დოზა დაფუძნებული უნდა იყოს სხეულის მთლიან წონაზე. სამიზნე თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად, დოზის შემდგომი კორექტირება უნდა ეფუძნებოდეს შრატში კონცენტრაციებს. შემდგომი დოზების და შეყვანებს შორის ინტერვალისთვის, უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინება.
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები.
რეკომენდებული დოზა არის 15-20 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 8-12 საათში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
სერიოზულად დაავადებულ პაციენტებში, შრატში ვანკომიცინის სამიზნე კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის გასამარტივებლად შეიძლება 25-30 მგ/კგ სხეულის მასაზე დარტყმითი დოზის გამოყენება.
ჩვილები და ერთი თვიდან 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის 10-დან 15 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე ყოველ 6 საათში.
დროული ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე პოსტ-ნატალური ასაკის) და დღენაკლული ახალშობილები (დაბადებიდან სავარაუდო მშობიარობის თარიღამდე პლიუს 27 დღე)
ახალშობილებისთვის დოზირების რეჟიმის დადგენა უნდა მოხდეს იმ ექიმის კონსულტაციით, რომელიც გამოცდილია ახალშობილთა მართვაში. ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების ერთი შესაძლო გზა მოცემულია შემდეგ ცხრილში:
|
მენსტრუაციის შემდგომი ასაკი (კვირა) |
დოზა (მგ/კგ) |
ინტერვალი (საათი) |
|
<29 |
15 |
24 |
|
29-35 |
15 |
12 |
|
>35 |
15 |
8 |
მენსტრუაციის შემდგომი ასაკი: მენსტრუაციის შემდგომი ასაკი [(დრო ბოლო მენსტრუალური პერიოდის პირველი დღიდან დაბადებამდე (გესტაციური ასაკი) პლიუს დაბადებიდან გასული დრო (პოსტ-ნატალური ასაკი)]).
ბაქტერიული ენდოკარდიტის პერიოპერაციული პროფილაქტიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში
რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ საწყისი დოზა ანესთეზიის ინდუქციამდე. ოპერაციის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის მეორე დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მორგებული ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე და ინდივიდუალურ კლინიკურ პასუხზე.
|
ჩვენება |
მკურნალობის ხანგრძლივობა |
|
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები - არა მანეკროზებელი - მანეკროზებელი |
7-დან 14 დღემდე 4-დან 6 კვირამდე* |
|
ძვლის და სახსრების ინფექციები |
4-დან 6 კვირამდე** |
|
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია |
7-დან 14 დღემდე |
|
ჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონია |
7-დან 14 დღემდე |
|
ინფექციური ენდოკარდიტი |
4-დან 6 კვირამდე*** |
*გააგრძელეთ მანამ, სანამ შემდგომი დამუშავება აღარ იქნება აუცილებელი, პაციენტი კლინიკურად გაუმჯობესდება და 48-დან 72 საათამდე პერიოდის განმავლობაში იქნება აფებრილური.
** პროთეზირებული სახსრების ინფექციების დროს უნდა მოხდეს პერორალური სუპრესიული მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსების გათვალისწინება
***კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა და საჭიროება ეფუძნება სარქვლის ტიპს და ორგანიზმს
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
გერიატული პოპულაცია
თირკმლის ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული შემცირების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში უნდა მოხდეს საწყისი დოზის და შემდგომ შრატში ვანკომიცინის დონის და არა დაგეგმილი დოზირების რეჟიმის გათვალისწინება. კერძოდ, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას (თჩთ), მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გამო, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ვანკომიცინის დონეზე, რეკომენდებულია სიფრთხილე.
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის პაციენტებში საწყისი დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უმჯობესია შეყვანებს შორის ინტერვალების გახანგრძლივება, ვიდრე უფრო დაბალი დღიური დოზების შეყვანა.
სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად შეყვანას, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ვანკომიცინის კლირენსი და/ან გააძლიეროს მისი გვერდითი ეფექტები.
წყვეტილი ჰემოდიალიზით ვანკომიცინი ცუდად დიალიზდება. თუმცა, მაღალი დინების მემბრანის გამოყენება და თირკმლის უწყვეტი ჩანაცვლებითი თერაპია (თუჩთ) ზრდის ვანკომიცინის კლირენსს და ზოგადად, საჭიროებს დოზის ჩანაცვლებას (წყვეტილი ჰემოდიალიზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ).
მოზრდილები:
მოზრდილ პაციენტებში, დოზის კორექტირება შეიძლება მოხდეს შეფასებული გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (eGFR) საფუძველზე შემდეგი ფორმულით:
მამაკაცები: [წონა (კგ) x 140 - ასაკი (წელი)]/72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
ქალები: 0.85 x ზემოთ მოცემული ფორმულით გამოთვლილი მნიშვნელობა.
მოზრდილი პაციენტებისათვის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 15-დან 20 მგ/კგ-მდე, რომლის შეყვანაც 20-დან 49 მლ/წთ-მდე კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში შეიძლება ყოველ 24 საათში ერთხელ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე (20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) ან თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, შემდგომი დოზების შესაბამისი დრო და რაოდენობა მეტწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მოდალობაზე და დაფუძნებული უნდა იყოს შრატში ვანკომიცინის მინიმალურ დონეზე და თირკმლის ნარჩენ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ცნობილი გახდება ვანკომიცინის დონეები, შეიძლება შემდეგი დოზის გამოტოვების გათვალისწინება.
თირკმლის უკმარისობის მქონე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, საწყისი დარტყმითი დოზა (25-დან 30 მგ/კგ-მდე) არ უნდა შემცირდეს.
პედიატრიული პოპულაცია
1 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, დოზის კორექტირება შეიძლება მოხდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის მიხედვით
(eGFR) შვარცის განახლებული ფორმულით:
eGFR (მლ/წთ/1.73 მ2) = (სიმაღლე სმ x 0.413)/შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
eGFR (მლ/წთ/1.73 მ2) = (სიმაღლე სმ x 36.2)/შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, საჭიროა ექსპერტის კონსულტაცია, რადგან შვარცის განახლებული ფორმულა მათთვის არ გამოიყენება.
პედიატრიული პოპულაციისთვის, საორიენტაციო დოზების შესახებ რეკომენდაციები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რომელიც ემყარება მოზრდილ პაციენტების ანალოგიურ პრინციპებს.
|
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (მლ/წთ/1.73 მ2) |
ივ დოზა |
სიხშირე |
|
50-30 |
15 მგ/კგ |
ყოველ 12 საათში |
|
29-10 |
15 მგ/კგ |
ყოველ 24 საათში |
|
<10 |
10-15 მგ/კგ |
რე-დოზირება დონეების მიხედვით* |
|
წყვეტილი ჰემოდიალიზი |
||
|
პერიტონეალური დიალიზი |
||
|
თირკმლის უწყვეტი ჩანაცვლებითი მკურნალობა |
15 მგ/კგ |
რე-დოზირება დონეების მიხედვით* |
*შემდგომი დოზების შესაბამისი დრო და რაოდენობა მეტწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მოდალობაზე და დაფუძნებული უნდა იყოს დოზირებამდე აღნიშნულ შრატში ვანკომიცინის დონეებზე და თირკმლის ნარჩენ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ცნობილი გახდება ვანკომიცინის დონეები, შეიძლება შემდეგი დოზის გამოტოვების გათვალისწინება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ორსულობა
ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს მნიშვნელოვნად მომატებული დოზები.
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში, უნდა მოხდეს საწყისი დოზის ინდივიდუალურად ადაპტირება სხეულის საერთო წონის შესაბამისად, როგორც არაჭარბწონიან პაციენტებში.
პერორალური გამოყენება
12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში
Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციის (CDI) მკურნალობა:
Clostridium difficile-თი გამოწვეული არამწვავე ინფექციის პირველი ეპიზოდისთვის ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა არის 125 მგ ყოველ 6 საათში, 10 დღის განმავლობაში. მძიმე ან გართულებული დაავადების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში, 10 დღის განმავლობაში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
მრავლობითი რეციდივების მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციის ეპიზოდის ვანკომიცინით მკურნალობა, 125 მგ დღეში ოთხჯერ 10 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება დოზის შემცირება, ანუ მისი თანდათანობით შემცირება დღეში 125 მგ-მდე ან პულსური რეჟიმი, ანუ, 125-500 მგ/დღეში ყოველ 2-3 დღეში, მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში.
ახალშობილები, ჩვილები და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური პაციენტების კლინიკურ კურსზე ვანკომიცინით მკურნალობის ხანგრძლივობის მორგება. შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს იმ ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შეწყვეტა, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ გამოიწვია Clostridium difficile-ს ინფექცია. უნდა მოხდეს სითხის და ელექტროლიტების საკმარისი რაოდენობით ჩანაცვლების უზრუნველყოფა.
შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციების მონიტორინგი
პრეპარატის თერაპიული მონიტორინგის (პთმ) სიხშირის ინდივიდუალიზება უნდა მოხდეს კლინიკური სიტუაციისა და მკურნალობაზე პასუხის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს სინჯების ყოველდღიურად აღება, სტაბილურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობაზე პასუხს აჩვენებენ, სინჯების აღება საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის მეორე დღეს, უშუალოდ შემდეგი დოზის შეყვანამდე.
წყვეტილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჩვეულებრივ, ვანკომიცინის დონეების შემოწმება უნდა მოხდეს ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებამდე.
პერორალურად შეყვანის შემდეგ, ნაწლავის ანთებითი დარღვევების მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციების მონიტორინგი.
სისხლში ვანკომიცინის მინიმალური თერაპიული დონე ჩვეულებრივ უნდა იყოს 10-20 მგ/ლ, რაც დამოკიდებულია ინფექციის ადგილზე და პათოგენის მგრძნობელობაზე.
ჩვეულებრივ, კლინიკური ლაბორატორიების მიერ 15-20 მგ/ლ მინიმალური მნიშვნელობები რეკომენდებულია ≥1 მგ/ლ მიკ-ის (მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია) მქონე მგრძნობიარე პათოგენების უკეთ დასაფარად.
მოდელზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდუალური დოზის მოთხოვნების პროგნოზირებისათვის, საკმარისი AUC-ის მისაღწევად. მოდელზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება შეიძლება როგორც პერსონალური საწყისი დოზის დასაანგარიშებლად, ასევე, პრეპარატის თერაპიული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით დოზის კორექტირებისათვის.
შეყვანის წესი
ინტრავენური შეყვანა
ჩვეულებრივ, ინტრავენური ვანკომიცინის შეყვანა ხდება წყვეტილი ინფუზიით და ინტრავენური გზისთვის ამ პუნქტში მოცემული რეკომენდაციები ამ ტიპის შეყვანას შეესაბამება.
საკმარისად განზავებული (მინიმუმ 100 მლ 500 მგ-ზე ან მინიმუმ 200 მლ 1000 მგ-ზე) ვანკომიცინის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სულ მცირე ერთი საათის ხანგრძლივობის ნელი ინტრავენური ინფუზიით ან 10 მგ/წთ მაქსიმალური სიჩქარით (რომელიც უფრო ხანგრძლივია).
პაციენტებს, რომელთა სითხის მიღება უნდა შეიზღუდოს, ასევე შეუძლიათ 500 მგ/50 მლ ან 1000 მგ/100 მლ ხსნარის მიღება, თუმცა, ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს ამ უფრო მაღალ კონცენტრაციებთან ერთად.
ვანკომიცინის არასტაბილური კლირენსის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს ვანკომიცინის უწყვეტი ინფუზია.
პერორალური გამოყენება
შესაძლებელია პარენტერალური შეყვანისთვის გამოსაყენებელი ფლაკონის შიგთავსის გამოყენება.
შეიძლება თითოეული დოზის 30 მლ წყალში აღდგენა და პაციენტისთვის დასალევად მიცემა, ასევე ნაზოგასტრალური მილის საშუალებით შეყვანა.
გამოყენების დროს გემოს გასაუმჯობესებლად, ხსნარს შეიძლება დაემატოს ჩვეულებრივი დამატკბობელი სიროფები.
4.3. უკუჩვენებები
ვანკოპოლი უკუნაჩვენებია ვანკომიცინის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. შეყვანის ადგილას ნეკროზის რისკის გამო, ვანკომიცინის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრამუსკულარულად.
4.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
შესაძლებელია სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იხ. პუნქტები 4.3 და 4.8). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, ვანკომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო გადაუდებელი ზომების მიღება.
პაციენტებში, რომლებიც ვანკომიცინს იღებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, უნდა მოხდეს რეგულარული ინტერვალებით ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი. ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ვანკომიცინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ჰემატოლოგიური კვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის ტესტები.
ტეიკოპლანინის მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში, ვანკომიცინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ფატალური ანაფილაქსიური შოკი.
ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი
ვანკომიცინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი, რომელიც შემოიფარგლება გრამდადებითი ორგანიზმებით. იგი არ არის შესაფერისი ცალკეული საშუალების სახით გამოსაყენებლად ზოგიერთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტურად უკვე ცნობილია, რომ პათოგენი არის მგრძნობიარე, ან არსებობს დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ პათოგენ(ებ)ი შესაფერისი იქნება ვანკომიცინით მკურნალობისთვის.
ვანკომიცინის რაციონალური გამოყენება უნდა ითვალისწინებდეს ბაქტერიული მოქმედების სპექტრს, უსაფრთხოების პროფილს და სტანდარტული ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამისობას ინდივიდუალური პაციენტის სამკურნალოდ.
ოტოტოქსიკურობა
ოტოტოქსიკურობა, რომელიც შეიძლება იყოს გარდამავალი ან მუდმივი, დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სიყრუე, იღებდნენ გადაჭარბებულ ინტრავენურ დოზებს ან ერთდროულად იტარებდნენ სხვა ოტოტოქსიკური აქტიური ნივთიერებით მკურნალობას, როგორიც არის ამინოგლიკოზიდი. ვანკომიცინის თავიდან აცილება ასევე აუცილებელია იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე დაკარგეს სმენა. სიყრუეს შეიძლება წინ უსწრებდეს ტინიტუსი. სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების გამოცდილება მიანიშნებს, რომ მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, სიყრუე შეიძლება პროგრესირდეს. ოტოტოქსიურობის რისკის შესამცირებლად, პერიოდულად უნდა განისაზღვროს სისხლში დონე და რეკომენდებულია სმენითი ფუნქციის პერიოდული ტესტირება.
ხანდაზმულები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სმენის დაზიანების მიმართ. მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ, ხადაზმულებში უნდა მოხდეს ვესტიბულური და სმენითი ფუნქციის მონიტორინგი. თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ოტოტოქსიკური ნივთიერებების ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოყენება.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
სწრაფი ბოლუსური შეყვანა (ანუ რამდენიმე წუთის განმავლობაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვნად გაძლიერებულ ჰიპოტენზიასთან (შოკის და იშვიათად, გულის გაჩერების ჩათვლით), ჰისტამინის მსგავს რეაქციებთან და მაკულოპაპულარულ ან ერითემატოზულ გამონაყართან (”წითელი კაცის სინდრომი” ან ”წითელი კისრის სინდრომი”). ინფუზიასთან დაკავშირებული სწრაფი რეაქციების თავიდან ასაცილებლად, ვანკომიცინის ინფუზია უნდა გაკეთდეს ნელა, განზავებული ხსნარის სახით (2,5-დან 5,0 მგ/მლ-მდე), არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით და არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ინფუზიის შეწყვეტა იწვევს ამ რეაქციების სწრაფად ალაგებას.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (ჰიპოტენზია, ჰიპერემია, ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი) იზრდება საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად შეყვანის დროს. (იხ. პუნქტი 4.5) ამის შემცირება შესაძლებელია ანესთეზიის ინდუქციამდე ვანკომიცინის ინფუზიით შეყვანით მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში.
მძიმე ბულოზური რეაქციები
ვანკომიცინის გამოყენების დროს დაფიქსირდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს). (იხ. პუნქტი 4.8). თუ სტივენს-ჯონსონის სინდრომის სიმპტომები ან ნიშნები აღინიშნება (მაგ. პროგრესული გამონაყარი კანზე, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებით), ვანკომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოხდეს დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა.
შეყვანის ადგილთან დაკავშირებული რეაქციები
ბევრ პაციენტში, რომელიც იღებს ინტრავენურ ვანკომიცინს, შეიძლება განვითარდეს ტკივილი და თრომბოფლებიტი და ზოგჯერ ისინი შეიძლება იყოს მძიმე. თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება შემცირდეს სამკურნალო საშუალების განზავებული ხსნარის სახით ნელა შეყვანით (იხ. პუნქტი 4.2) და ინფუზიის ადგილების რეგულარული ცვლილებით.
ვანკომიცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ინტრათეკალური, ინტრალუმბარული და ინტრავენტრიკულური შეყვანის გზებისათვის.
ნეფროტოქსიკურობა:
თირკმლის უკმარისობის, მათ შორის ანურიის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ტოქსიკური ეფექტების განვითარების შესაძლებლობა გაცილებით მეტია სისხლში მაღალი კონცენტრაციების დიდი ხნის განმავლობაში არსებობის დროს. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციით ან ხანგრძლივი თერაპიით.
მაღალი დოზით თერაპიის და ხანგრძლივად გამოყენების შემთვევაში, ნაჩვენებია სისხლში ვანკომიცინის დონის რეგულარული მონიტორინგი, კერძოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან სმენის უნარის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე, ნეფროტოქსიკური ან ოტოტოქსიკური ნივთიერებების ერთდროულად შეყვანის დროს.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პოპულაციისთვის, კერძოდ, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ინტრავენური დოზის შესახებ ამ მომენტისათვის არსებულმა რეკომენდაციებმა, ბავშვების მნიშვნელოვნად დიდ რაოდენობაში შეიძლება გამოიწვიოს ვანკომიცინის სუბ-თერაპიული დონე. თუმცა, ვანკომიცინის მომატებული დოზების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის შეფასებული და ზოგადად, დღეში 60 მგ/კგ-ზე უფრო მაღალი დოზების რეკომენდება არ შეიძლება.
ვანკომიცინის გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს დღენაკლულ ახალშობილებში და მცირე ასაკის ჩვილებში, მათი თირკმლის უმწიფრობის და შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო. შესაბამისად, ამ ბავშვებში უნდა მოხდეს ვანკომიცინის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი. ბავშვებში ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად შეყვანა დაკავშირებული იყო ერითემასთან და ჰისტამინის მსგავს ჰიპერემიასთან. ანალოგიურად, ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, როგორებიც არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. იბუპროფენი ღია არტერიული სადინრის დახურვისთვის) ან ამფოტერიცინი B, ასოცირდება ნეფროტოქსიკურობის მომატებულ რისკთან (იხ. პუნქტი 4.5) და შესაბამისად, ნაჩვენებია შრატში ვანკომიცინის დონის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი.
ხანდაზმულებში გამოყენება
ასაკის მატებასთან ერთად გორგლოვანი ფილტრაციის ბუნებრივმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მომატება, თუ დოზა არ არის კორექტირებული (იხ. პუნქტი 4.2).
წამლისმიერი ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან
ანესთეზით გამოწვეული მიოკარდიუმის დეპრესია შეიძლება გაუმჯობესდეს ვანკომიცინით. ანესთეზიის დროს, უნდა მოხდეს დოზების კარგად განზავება და ნელა შეყვანა, გულის სათანადო მონიტორინგთან ერთად. ინფუზიის დასრულებამდე არ უნდა მოხდეს პოზის ცვლილებები, რაც იძლევა პოზის კორექტირების საშუალებას (იხ. პუნქტი 4.5).
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
მძიმე პერსისტენტული დიარეის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის შესაძლებლობის გათვალისწინება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს (იხ. პუნქტი 4.8). არ უნდა მოხდეს დიარეის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების შეყვანა.
სუპერინფექცია
ვანკომიცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. აუცილებელია პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება. თუ თერაპიის დროს განვითარდა სუპერინფექცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.
პერორალური შეყვანა:
Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ ვანკომიცინის ინტრავენურად შეყვანა ეფექტური არ არის. ამ ჩვენებისთვის ვანკომიცინის შეყვანა უნდა მოხდეს პერორალურად. 1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ასიმპტომური კოლონიზაციის მაღალი სიხშირის გამო, Clostridium difficile-ს კოლონიზაციის ან ტოქსინის ტესტირება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მძიმე დიარეა აღინიშნება ჩვილებში, რომლებსაც აქვთ სტაზის რისკის ფაქტორები, როგორების არის ჰირშპრუნგის დაავადება, ოპერაციული ანალური ატრეზია ან სხვა მძიმე მოძრაობის დარღვევები. ყოველთვის უნდა მოხდეს ალტერნატიული ეტიოლოგიის მოძებნა და Clostridium difficile-თი გამოწვეული ენტეროკოლიტის დადასტურება.
სისტემური შეწოვის პოტენციალი
აბსორბცია შეიძლება გაძლიერდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დარღვევები ან Clostridium difficile-თი გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი. ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, განსაკუთრებით, თანმხლები თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. რაც უფრო მძიმეა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მით მეტია ვანკომიცინის პარენტერალურ შეყვანასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი. ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დარღვევების მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ნეფროტოქსიკურობა:
თირკმლის ძირითადი დისფუნქციის მქონე პაციენტების ან იმ პაციენტების მკურნალობის დროს, რომლებიც ერთდროულად იტარებენ ამინოგლიკოზიდებით ან სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით თერაპიას, უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის სერიული მონიტორინგი.
ოტოტოქსიკურობა:
სმენითი ფუნქციის სერიული ტესტები შეიძლება სასარგებლო იყოს ოტოტოქსიკურობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად სმენის ძირითადი დაკარგვის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იტარებენ ოტოტოქსიკური საშუალებით თერაპიას, როგორიც არის ამინოგლიკოზიდი.
წამლისმიერი ურთიერთქმედება მოტორიკის საწინააღმდეგო საშუალებებთან და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან:
მოტორიკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ უნდა მოხდეს და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენება უნდა გადაიხედოს.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება:
პერორალური ვანკომიცინის გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული Enterococci-ების პოპულაციების შესაძლებლობას. შედეგად, რეკომენდებულია პერორალური ვანკომიცინის გონივრულად გამოყენება.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად შეყვანა ასოცირდებოდა ერითემასთან, ჰისტამინის მსგავს ჰიპერემიასთან და ანაფილაქტოიდურ რეაქციებთან (იხ. პუნქტი 4.4).
იყო შეტყობინებები, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე გაიზარდა საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს. ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ვანკომიცინის ინფუზიის შეყვანით ანესთეზიის ინდუქციამდე 60 წთ-ით ადრე. ანესთეზიის დროს შეყვანის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის 5 მგ/მლ-მდე ან უფრო ნაკლებამდე განზავება და ნელა შეყვანა, გულის სათანადო მონიტორინგით. პოზის ცვლილებები არ უნდა მოხდეს ინფუზიის დასრულებამდე და პოზის რეგულირებამდე.
სისტემური ან ადგილობრივი სხვა ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოყენებამ, როგორებიც არის ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, ქოლისტინი, ვიომიცინი, ცისპლატინი, მარყუჟოვანი შარდმდენები (ფუროსემიდი, ეთაკრინის მჟავა და ა.შ.) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება გაზარდოს ვანკომიცინის ტოქსიკურობა და თუ ამ პრეპარატების შეყვანა აუცილებელია, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და სათანადოდ.
პერორალურად შეყვანა: Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციების ადგილობრივი სახელმძღვანელოების მიხედვით, უნდა მოხდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და მოტორიკის საწინააღმდეგო საშუალებების შეწყვეტის გათვალისწინება.
4.6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში ვანკოპოლის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
ორსულობა
ორსულ ქალებში ვანკოპოლის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
ორსულობაზე/და-ან/ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/და-ან/მშობიარობაზე /და-ან/მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე ეფექტების ცხოველებზე ჩატარებული კვლევები საკმარისი არ არის. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.
ტერატოლოგიური კვლევები ჩატარდა ადამიანის დოზაზე 5-ჯერ მეტი დოზით ვირთაგვებზე და ადამიანის დოზაზე 3-ჯერ მეტი დოზით კურდღლებზე და ვანკომიცინთან დაკავშირებული ნაყოფის დაზიანების მტკიცებულება არ გამოვლენილა. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ორსულ ქალებში სერიოზული სტაფილოკოკური ინფექციების გამო პრეპარატის შეყვანის დროს შეფასდა ჩვილ ბავშვებზე ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი აღმოაჩინეს ჭიპლარის სისხლში. ვანკომიცინთან დაკავშირებული სენსორინერვული სმენის დაკარგვა ან ნეფროტოქსიკურობა არ აღნიშნულა. ერთ ახალშობილს, რომლის დედამ მესამე ტრიმესტრში მიიღო ვანკომიცინი, აღენიშნა კონდუქტიური სმენის დაკარგვა, რაც არ იყო დაკავშირებული ვანკომიცინთან. რადგან ვანკომიცინის შეყვანა ხდებოდა მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში, არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა იგი ნაყოფის დაზიანებას. ორსულობის დროს ვანკომიცინის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აშკარად აუცილებელია და ნაყოფის ტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად საჭიროა სიხლში დონეების სათანადო მონიტორინგი. თუმცა იყო შეტყობინებები, რომ შრატში თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად, ორსულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის მნიშვნელოვნად მომატებული დოზები.
ლაქტაცია
ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ ქალებში ვანკომიცინის შეყვანის დროს საჭიროა სიფრთხილე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მიიღებს ძალიან ბევრ ვანკომიცინს.
რეპროდუქცია/ფერტილობა
რეპროდუქციაზე გავლენის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
4.7. ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
4.8. გვერდითი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები არის ფლებიტი, ფსევდო-ალერგიული რეაქციები და სხეულის ზედა ნაწილის ჰიპერემია (წითელი კაცის სინდრომი - წკს), რაც უკავშირდება ვანკომიცინის ძალიან სწრაფ ინტრავენურ ინფუზიას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვანკომიცინის შეწოვა არის უმნიშვნელო. თუმცა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მძიმე ანთების დროს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობასთან ერთად, შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, რაც ვითარდება ვანკომიცინის პარენტერალურად შეყვანის დროს.
გვერდითი რეაქციების ცხრილის სახით მოცემული ჩამონათვალი
თითოეული სიხშირის ჯგუფში, გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სერიოზულობის შემცირების თანმიმდევრობით. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განისაზღვრება MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების გამოყენებით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), არ არის ცნობილი (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
|
სისტემურ-ორგანული კლასი |
|
|
სიხშირე |
გვერდითი რეაქცია |
|
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები |
|
|
იშვიათი |
შექცევადი ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია. |
|
იმუნური სისტემის დარღვევები |
|
|
იშვიათი |
ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები |
|
ყურის და ლაბირინთის დარღვევები |
|
|
არახშირი: |
სმენის გარდამავალი ან მუდმივი დაკარგვა |
|
იშვიათი |
ვერტიგო, ტინიტუსი, თავბრუსხვევა |
|
გულის დარღვევები |
|
|
ძალიან იშვიათი: |
გულის გაჩერება |
|
სისხლძარღვების დარღვევები |
|
|
ხშირი |
არტერიული წნევის დაქვეითება |
|
იშვიათი |
ვასკულიტი |
|
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები |
|
|
ხშირი |
დისპნოე, სტრიდორი |
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები |
|
|
იშვიათი |
გულისრევა |
|
ძალიან იშვიათი: |
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი |
|
არ არის ცნობილი |
ღებინება, დიარეა |
|
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები |
|
|
ხშირი |
სხეულის ზედა ნაწილის ჰიპერემია ("წითელი კაცის სინდრომი"), ეგზანთემა და ლორწოვანი გარსის ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება |
|
ძალიან იშვიათი: |
ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ხაზოვანი IgA ბულოზური დერმატოზი |
|
არ არის ცნობილი |
ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ) |
|
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები |
|
|
ხშირი |
თირკმლის უკმარისობა, პირველ რიგში შრატის კრეატინინის და შრატის შარდოვანას მომატებით გამოხატული |
|
იშვიათი |
ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა |
|
არ არის ცნობილი |
მწვავე მილაკოვანი ნეკროზი |
|
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას |
|
|
ხშირი |
ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილის და სახის სიწითლე. |
|
იშვიათი |
წამლისმიერი ცხელება, კანკალი, ტკივილი და გულმკერდის და ზურგის კუნთების სპაზმი |
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ჩვეულებრივ, შექცევადი ნეიტროპენია იწყება ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის ან მეტის შემდეგ ან 25 გ-ზე მეტი მთლიანი დოზის მიღების შემდეგ.
სწრაფი ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან ცოტა ხნის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ხიხინი. რეაქციები წყდება შეყვანის შეწყვეტის დროს, ძირითადად 20 წუთიდან 2 საათამდე პერიოდის განმავლობაში. ვანკომიცინის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა. (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4) ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ნეკროზი.
ტინიტუსი, რომელიც შესაძლოა წინ უსწრებდეს სიყრუის განვითარებას, უნდა ჩაითვალოს მკურნალობის შეწყვეტის ჩვენებად.
ოტოტოქსიურობა პირველ რიგში დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს ან იმათში, ვინც ერთდროულად მკურნალობდა სხვა ოტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებით, როგორიც არის ამინოგლიკოზიდი ან იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ თირკმელების ფუნქციის ან სმენის დაქვეითება.
ბულოზურ დარღვევაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სპეციალური დერმატოლოგიური შეფასება.
პედიატრიული პოპულაცია
როგორც წესი, ბავშვების და მოზრდილი პაციენტების უსაფრთხოების პროფილი ერთმანეთს შეესაბამება. ნეფროტოქსიკურობა აღწერილია ბავშვებში, ჩვეულებრივ, სხვა ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან დაკავშირებით, როგორიც არის ამინოგლიკოზიდები.
4.9. დოზის გადაჭარბება
რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა, გორგლოვანი ფილტრაციის შენარჩუნებით. ვანკომიცინის ცუდად გამოიდევნება სისხლიდან ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. იყო შეტყობინება, რომ ამბერლიტის ფისი XAD-4-ით ჰემოპერფუზიას გააჩნია შეზღუდული სარგებელი.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები
ათქ კოდი: J01 XA01 ინტრავენური გამოყენებისათვის, A07 AA09 პერორალური გამოყენებისათვის
მოქმედების მექანიზმი
ვანკომიცინი არის ტრიციკლური გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი, რომელიც მგრძნობიარე ბაქტერიებში აინჰიბირებს უჯრედის კედლის სინთეზს, უჯრედის კედლის წინამორბედი ერთეულების D-ალანილ-D-ალანილ ტერმინუსთან მაღალი აფინურიბით შეკავშირების გზით.
მიკროორგანიზმების გაყოფისათვის პრეპარატი არის ნელი ბაქტერიციდული. გარდა ამისა, იგი არღვევს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის გამტარობას და რნმ-ის სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის ურთიერთკავშირი
ვანკომიცინი აჩვენებს კონცენტრაციისგან დამოუკიდებელ აქტივობას, კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC) გაყოფით სამიზნე ორგანიზმის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (მიკ), ეფექტურობის პროგნოზირების ძირითადი პარამეტრის სახით. in vitro, ცხოველების და ადამიანების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე დადგინდა AUC/მიკ თანაფარდობა-400, როგორც ფარმაკოკინეტიკის/ ფარმაკოდინამიკის სამიზნე ვანკომიცინით კლინიკური ეფექტურობის მისაღწევად. ამ სამიზნის მისაღწევად, როდესაც მიკ-ბი არის ≥1.0 მგ/ლ, საჭიროა ზედა დიაპაზონში დოზირება და შრატში მაღალი მინიმალური კონცენტრაციები (15-20 მგ/ლ).
რეზისტენტობის მექანიზმი
გლიკოპეპტიდების მიმართ შეძენილი რეზისტენტობა ყველაზე ხშირად გვხვდება ენტეროკოკებში და ემყარება სხვადასხვა ვანის გენის კომპლექსებს, რომლებიც D-ალანილ-D-ალანინის სამიზნეს ცვლიან D-ალანილ-D-ლაქტატად ან D-ალანილ-D-სერინად, რომლებიც ცუდად იკავშირებენ ვანკომიცინს. ზოგიერთ ქვეყანაში, რეზისტენტობის ზრდის შემთხვევები განსაკუთრებით ენტეროკოკებში აღინიშნება; განსაკუთრებით საგანგაშოა Enterococcus faecium-ის მულტირეზისტენტული შტამები.
ვანის გენები იშვიათად გვხვდება Staphylococcus aureus-ში, სადაც უჯრედის კედლის სტრუქტურის ცვლილებები იწვევს შუალედურ მგრძნობელობას, რაც ყველაზე ხშირად ჰეტეროგენულია. ასევე, დაფიქსირდა მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკის შტამები (MRSA), ვანკომიცინის მიმართ შემცირებული მგრძნობელობით. სტაფილოკოკში ვანკომიცინის მიმართ მგრძნობელობის შემცირება ან რეზისტენტობა კარგად არ არის გასაგები. საჭიროა რამდენიმე გენეტიკური ელემენტი და მრავალი მუტაცია.
ვანკომიცინსა და სხვა კლასების ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება. ჯვარედინი რეზისტენტობა ვითარდება სხვა გლიკოპეპტიდურ ანტიბიოტიკებთან, როგორიც არის ტეიკოპლანინი. თერაპიის დროს რეზისტენტობის მეორადი განვითარება იშვიათია.
სინერგიზმი:
ვანკომიცინის ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკთან კომბინაციას გააჩნია სინერგიული ეფექტი Staphylococcus aureus-ის, არა-ენტეროკოკური ჯგუფის D-streptococci-ის, enterococci-ის და Viridans-ის ჯგუფის streptococci-ის მრავალი შტამის წინააღმდეგ.
ვანკომიცინის ცეფალოსპორინთან კომბინაციას გააჩნია სინერგიული მოქმედება ოქსაცილინ-რეზისტენტული Staphylococcus epidermidis-ის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, ხოლო ვანკომიცინის კომბინაციას რიფამპიცინთან გააჩნია სინერგიული მოქმედება Staphylococcus epidermidis-ის წინააღმდეგ და ნაწილობრივ სინერგიული მოქმედება Staphylococcus aureus-ის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ. რადგან ცეფალოსპორინთან კომბინაციაში ვანკომიცინს შეიძლება ასევე ჰქონდეს ანტაგონისტური ეფექტი Staphylococcus epidermidis-ის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ და რიფამპიცინთან კომბინაციაში Staphylococcus aureus-ის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, სინერგიზმის წინასწარ ტესტირება სასრგებლოა.
ბაქტერიული კულტურების სინჯების მოპოვება უნდა მოხდეს გამომწვევი ორგანიზმების იზოლირების და იდენტიფიკაციისთვის და ვანკომიცინის მიმართ მათი მგრძნობელობის დასადგენად.
მგრძნობელობის ტესტირების საკონტროლო წერტილები
ვანკომიცინი აქტიურია გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორებიც არის staphylococci, streptococci, enterococci, pneumococci და clostridia. გრამ-უარყოფითი ბაქტერიები არის რეზისტენტული.
შერჩეული სახეობებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში და უმჯობესია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. როდესაც ადგილობრივი წინააღმდეგობის გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლობა, სულ მცირე, ზოგიერთი ტიპის ინფექციების მიმართ არის საეჭვო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექსპერტთან კონსულტაციის გავლა. ეს ინფორმაცია მხოლოდ სავარაუდო მითითებებს გვაწვდის იმის შესახებ არის თუ არა მიკროორგანიზმები ვანკომიცინის მიმართ მგრძნობიარე.
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) საკონტროლო წერტილები არის შემდეგი:
|
მგრძნობიარე |
რეზისტენტული |
|
|
Staphylococcus aureus1 |
≤ 2 მგ/ლ |
>2 მგ/ლ |
|
კოაგულაზა-ნეგატიური staphylococci1 |
≤4 მგ/ლ |
>4 მგ/ლ |
|
Enterococcus spp. |
≤4 მგ/ლ |
>4 მგ/ლ |
|
Streptococcus ჯგუფი A, B, C და G |
≤2 მგ/ლ |
>2 მგ/ლ |
|
Streptococcus pneumoniae |
≤2 მგ/ლ |
>2 მგ/ლ |
|
გრამ-დადებითი ანაერობები |
≤2 მგ/ლ |
>2 მგ/ლ |
12 მგ/ლ ვანკომიცინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის მნიშვნელობის მქონე S. aureus, არის გარეული ტიპის განაწილების ზღვარზე და კლინიკური პასუხი შეიძლება დარღვეული იყოს.
|
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები |
|
გრამ დადებითი Enterococcus faecalis Staphylococcus aureus მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus კოაგულაზა-ნეგატიური Staphylococci Streptococcus spp. Streptococcus pneumoniae Enterococcus spp. Staphylococcus spp. ანაერობული სახეობები Clostridium spp., Clostridium innocuum-ის გარდა Eubacterium spp. Peptostreptococcus spp |
|
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს |
|
Enterococcus faecium |
|
თანდაყოლილად რეზისტენტული |
|
ყველა გრამ-უარყოფითი ბაქტერია გრამდადებითი აერობული სახეობები Erysipelothrix rhusiopathiae, Heterofermentative Lactobacillus, Leuconostoc spp Pediococcus spp. ანაერობული სახეობები Clostridium innocuum |
|
ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტობის გამოვლენა განსხვავდება ერთი ჰოსპიტალიდან მეორემდე და შესაბამისად, მართებული ინფორმაციის მისაღებად უნდა მოხდეს ადგილობრივ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირება |
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
სისტემური ინფექციების სამკურნალოდ ვანკომიცინის შეიყვანება ინტრავენურად.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების შემთხვევაში, 1000 მგ ვანკომიცინის (15 მგ/კგ) მრავალჯერადი დოზების ინტრავენური ინფუზია 60 წუთის განმავლობაში წარმოქმნის პლაზმაში საშუალო კონცენტრაციებს - 50-60 მგ/ლ, 20-25 მგ/ლ და 5-10 მგ/ლ, შესაბამისად, ინფუზიის დასრულებისთანავე, დასრულებიდან 2 საათში და 11 საათში. მრავალჯერადი დოზების შეყვანის შემდეგ პლაზმაში აღნიშნული დონეები, ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ აღნიშნულის მსგავსია.
როგორც წესი, პერორალურად შეყვანის შემდეგ ვანკომიცინი არ შეიწოვება სისხლში. თუმცა, შეწოვა შეიძლება მოხდეს კოლიტის (ფსევდომემბრანული) მქონე პაციენტებში პერორალურად შეყვანის შემდეგ. თირკმლის თანმხლები უკმარისობის მქონე პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს ვანკომიცინის დაგროვება.
განაწილება
განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 60 ლ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირზე. შრატში ვანკომიცინის 10 მგ/ლ-დან 100 მგ/ლ-მდე კონცენტრაციების დროს, პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი არის დაახლოებით 30-55%, იზომება ულტრაფილტრაციით.
ვანკომიცინი ადვილად გადადის პლაცენტაში და ნაწილდება ჭიპლარის სისხლში. არაანთებითი მენინგის დროს, მხოლოდ მცირე რაოდენობით ვანკომიცინი კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატის მეტაბოლიზმი ძალიან მცირეა. პარენტერალურად შეყვანის შემდეგ, იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა მიკრობიოლოგიურად აქტიური ნივთიერების სახით (დაახლოებით 75-90% 24 საათის განმავლობაში) გორგლოვანი ფილტრაციის გზით თირკმელებით.
გამოყოფა:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4-6 საათი და ბავშვებში - 2.2-3 საათი. პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 0.058 ლ/კგ/სთ და თირკმლისმიერი კლირენსი არის დაახლოებით 0.048 ლ/კგ/სთ. პირველი 24 საათის განმავლობაში ვანკომიცინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში გორგლოვანი ფილტრაციის გზით. თირკმლის დისფუნქცია აფერხებს ვანკომიცინის გამოყოფას. ანეფრიულ პაციენტებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 7.5 დღე. ვანკომიცინის თერაპიის ოტოტოქსიკურობის გამო, ასეთ შემთხვევებში, როგორც დამხმარე საშუალება ნაჩვენებია პლაზმაში კონცენტრაციების მონიტორინგი.
ბილიარული ექსკრეცია უმნიშვნელოა (დოზის 5%-ზე ნაკლები).
მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის საშუალებით ვანკომიცინი ეფექტურად არ ელიმინირდება, იყო შეტყობინებები ჰემოპერფუზიით და ჰემოფილტრაციით ვანკომიცინის კლირენსის მატების შესახებ.
პერორალურად შეყვანის შემდეგ, შეყვანილი დოზის მხოლოდ ნაწილი გამოიყოფა შარდში. ამის საპირისპიროდ, ვანკომიცინის მაღალი კონცენტრაცია გვხვდება განავალში (2 გ/დღეში დოზით >300 მგ/კგ).
ხაზოვნება/არახაზოვნება
როგორც წესი, დოზის გაზრდასთან ერთად ვანკომიცინის კონცენტრაცია პროპორციულად იზრდება. მრავალჯერადი დოზების შეყვანის და ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაციები ერთმანეთის მსგავსია.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ვანკომიცინი ძირითადად გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და სხეულის საერთო კლირენსი მცირდება. ამის შემდეგ, უნდა გამოითვალოს ოპტიმალური დოზა 4.2 პუნქტში მოცემული დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ორსული ქალები:
ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს მნიშვნელოვნად მომატებული დოზები (იხ. პუნქტი 4.6).
ჭარბწონიანი პაციენტები:
ჭარბი წონის მქონე პაციენტებში განაწილების მოცულობის ზრდის, თირკმლის კლირენსის ზრდის და პლაზმის ცილებთან შეკავშირების შესაძლო ცვლილებების გამო, ვანკომიცინის განაწილება შეიძლება შეიცვალოს. ამ სუბპოპულაციებში, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაცია უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო ჯანმრთელ მოზრდილ მამაკაცებში (იხ. პუნქტი 4.2).
პედიატრიული პოპულაცია
ვანკომიცინის ფკ-ამ (ფარმაკოკინეტიკამ) დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში ფართო ინტერ-ინდივიდუალური ცვალებადობა აჩვენა. ახალშობილებში, ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ვანკომიცინის განაწილების მოცულობა მერყეობს 0.38-დან 0.97 ლ/კგ-მდე, მოზრდილების მნიშვნელობების მსგავსად, ხოლო კლირენსი მერყეობს 0.63-დან 1.4 მლ/კგ/წთ-მდე. ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 3.5-დან 10 საათამდე და უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მოზრდილებში, რაც ახალშობილბში კლირენსის უფრო დაბალ მნიშვნელობებს ასახავს.
ჩვილებში და უფროს ბავშვებში, განაწილების მოცულობა მერყეობს 0.26-1.05 ლ/კგ დიაპაზონში, ხოლო კლირენსი მერყეობს 0.33-1.87 მლ/კგ/წთ დიაპაზონში.
5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად ხანგრძლივი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა. ლაბორატორიულ კვლევებში ვანკომიცინი მუტაგენური არ იყო. ფერტილობის აღწერითი კვლევა არ ჩატარებულა.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
არცერთი.
ფლაკონები შეიცავს მხოლოდ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს.
6.2. შეუთავსებლობა
ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი pH, რამაც სხვა ნაერთებთან შერევის დროს შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ან ფიზიკური არასტაბილურობა. არ უნდა მოხდეს ტუტე ხსნარებთან შერევა.
აღმოჩნდა, რომ ვანკომიცინის და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარები ფიზიკურად არასტაბილურია. ვანკომიცინის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად იზრდება კოლაფსის ალბათობა. ამ ანტიბიოტიკების გამოყენებებს შორის მიზანშეწონილია ინტრავენური სისტემის გაწმენდა. ასევე, რეკომენდებულია ვანკომიცინის ხსნარების განზავება 5 მგ/ლ-მდე ან უფრო ნაკლებამდე.
ვანკომიცინის და ცეფტაზიდიმის ერთდროული ინტრავიტრეალური ინექციის შემდეგ დაფიქსირდა პრეციპიტაცია. ორი თვის განმავლობაში პრეციპიტატები თანდათანობით გაიხსნა, მინისებრი ღრუს სრული გაწმენდით და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებით.
6.3. ვარგისობის ვადა
24 თვე
აღდგენის დროს, შეანჯღრიეთ/ატრიალეთ სანამ პროდუქტი მთლიანად არ გაიხსნება.
გარდა ამისა, საინექციო წყლით აღდგენილი პროდუქტი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 25°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 0,9% ნატრიუმის ქლორიდით და 5% დექსტროზის ხსნარებით განზავების დროს - 2-8°C ტემპერატურაზე 96 საათის განმავლობაში.
6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
გაუხსნელი ფლაკონის შენახვა უნდა მოხდეს 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
6.5. კონტეინერის სახე და შიგთავსი
ვანკოპოლი ხელმისაწვდომია უფერო მინის ფლაკონში. ფლაკონები დახურულია ბრომბუთილის რეზინის საცობით და პლასტმასის თავსახურით.
6.6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პროდუქტის ნარჩენი მასალების უტილიზაციის და სხვა დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.
Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene/TEKİRDAĞ /TURKEY
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
ელ-ფოსტა: [email protected]
8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
2018/601
9. პირველი ლიცენზიის/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 30.10.2018
ლიცენზიის განახლების თარიღი:
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
04.12.2019
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით










