კამელინი M2 #30კაფს

კამელინი M2 #30კაფს

185.84 ლარი 157.97 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: კამელინი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კამელინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151954
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება წამლის ფორმა: კაფსულები. შემადგენლობა:

„კამელინი - М” ლიოფილიზატი

– 0 0546 გ

მიკროკრისტალური  ცელულოზა        – 0 1981 გ.

პოლივინილპიროლიდონი                   – 0 0073 გ.

„კამელინი – M2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

აღწერა: კაფსულის შიგთავსი ყვითელი ფერის გრანულებია, დამახასიათებელი არომატული სუნით და სპეციფიური გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ჩვენება: გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების,

უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური

დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის და ტრავმების დროს.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითო კაფსულა 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო კაფსულა დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ.

5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:  პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება:  პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას:      პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:      „კამელინი-M2“  თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან,

რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა პლასტმასის ბოთლში. 1 ბოთლი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:  ინახება არაუმეტეს 25 o C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ დ

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი      III, 

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საქართველო, თბილისი, ზურაბ იარაჯულის I ჩიხი, 10