კამელინი M1 2მლ #10ა

კამელინი M1 2მლ #10ა

98.01 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: კამელინი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კამელინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151953
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება. წამლის ფორმა: ამპულები. შემადგენლობა: „კამელინი- M“ ლიოფილიზატი - 0,07 გ, პროპილენგლიკოლი - 0,6 გ, საინექციო წყალი -1,33 გ.

„ კამელინი – M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

აღწერა: საინექციო ხსნარი, ქარვის ფერი, 2,0 მლ. ამპულებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ჩვენება: გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების და ტუბერკულოზური პლევრიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის 2,0 მლ კეთდება ინტრამუსკულარულად დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. „კამელინი -

M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20 –25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის.

მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას:  პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი-M1“ თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: 2 მლ. მუქი ფერის მინის ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 o C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საქართველო, თბილისი, ზურაბ იარაჯულის I ჩიხი, 10