ნატეო D 2000მგ #60კაფს
გააზიარე:
ნატეო
Nateo
ნატურალური მაღალი ბიოშეღწევადობის ვიტამინი D3 ლანოლინისგან!
ნატეო D 2,000-ის თითოეული კაფსულა შეიცავს:
D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) 2,000 სე.
შეფუთვაში 60 კაფსულა.ლანოლინის ნატურალური D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი).
არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, შაქარს, გლუტენს და არომატიზატორებს.
მოქმედების მექანიზმი:
მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში. განაპირობებს კალციუმის ბალანსის შენარჩუნებას და ძვლების მინერალიზაციას, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D აუცილებელია ჰორმონული ბალანსის შენარჩუნების, იმუნური და რეპროდუქციული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, არა მხოლოდ ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისთვის, არამედ ნაადრევი მშობიარობის, გესტაციური დიაბეტის პროფილაქტიკისთვისაც.
გამოყენების ჩვენებები:
-D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
-რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
-ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტკა და კომპლექსური თერაპია;
-ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია;
-პოსტმენოპაუზური პერიოდი.
ნატეოს გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს
დოზირების რეჟიმი: მიიღება პერორალურად, 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: SIA “SAGITUS”, Riga, ლატვია.










