ვეგავიტესი SWEET DREAM 150მლ სიროფი

ვეგავიტესი SWEET DREAM 150მლ სიროფი

43.99 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ვეგაფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელატონინი,ცაცხვი,ლავანდა,მაგნიუმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151075
გააზიარე:

ვეგავიტესი ტკბილი ძილი (VEGAVITES SWEET DREAMS)

სიროფი მარწყვის გემოთი 150 მლ

( ნატურალური, მცენარეული )

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

სიროფი მცენარეული ინგრედიენტებით მაგნიუმთან და მელატონინთან ერთად მშვიდი ძილისთვის.

შემადგენლობა:

Per 20 მლ

ლავანდა

ცაცხვი

მაგნიუმი

მელატონინი

160 მგ

100 მგ

50 მგ

1 მგ

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლავანდას გააჩნია დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იგი გამოიყენება უძილობის სამკურნალოდ. აგრეთვე შფოთვის სინდრომის და დეპრესიის სამკურნალოდ. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

ცაცხვის ექსტრაქტი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა გლიკოზიდ ტილიაცინს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, ვიტამინ A -ს. ამის გამო გააჩნია ორგანიზმისათვის ზოგად გამაჯანსაღებელი მოქმედება და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამამშვიდებლად, იყენებენ უძილობის სამკურნალოდ.

მაგნიუმი არის კალციუმის ანტაგონისტი, რის გამოც იწვევს კუნთოვანი მასის დამშვიდებას და უზრუნველყოფს უნებლიე კრთომების და შეკუმშვების პროფილაქტიკას ძილის დროს. მონაწილეობს მელატონინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ძილის ფაზების ნორმალიზებას.

მელატონინი არის ძილის ჰორმონი, რომელსაც ნერვული სისტემა გამოიმუშავებს შებინდებისას. იგი აჩქარებს ჩაძინების ფაზას და უზრუნველყოფს სრულ ძილს მთელის ღამის განმავლობაში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.

0- დან 2 წლამდე ბავშვებში:

5 მლ ძილის წინ.

--2 დან 5 წლამდე ბავშვებში:

10 მლ ძილის წინ

--5 წლის ზემოთ:

15 მლ ძილის წინ.

განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.

გამოშვების ფორმა: სიროფი მარწყვის გემოთი 150 მლ.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

მოქმედების ვადა: 3 წელი.

გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.

მწარმოებელი :

Manufactured for:

Vegapharm LLP.

London,United Kingdom.

Manufactured in Spain:

DELFY FOR GROUP SL.

Poniol 11. EI Vendell,Tarragona