ვეგავიტესი CALCIUM D3 150მლ სიროფი

ვეგავიტესი CALCIUM D3 150მლ სიროფი

43.99 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ვეგაფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმი,ფთორი,ვიტ.დ3,კა 2
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151070
გააზიარე:

ვეგავიტესი კალციუმი D3 (VEGAVITES CALCIUM D3)

სიროფი ფორთოხლის გემოთი 150 მლ

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

(ნატურალური, მცენარეული)

გამოყენების ინსტრუქცია:

ნატურალური, მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს კალციუმს, ფტორს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს.

ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.

შემადგენლობა:

შემადგენლობა

Per 100 მლ

Per 20 მლ

Per 10 მლ

კალციუმი Ca

1500 მგ

300 მგ

150 მგ

ვიტამინი K2

30 მგ

6 მგ

3 მგ

ვიტამინი D3

50 მკგ (2000 სე )

10 მკგ (400 სე )

5 მკგ (200 სე )

ფტორი

1,25 მგ

0,25 მგ

0,125 მგ

წყალი, ფრუქტოზა, კალციუმი, კონსერვანტი(კალიუმის სორბატი), არომატიზატორი(ფორთოხლის არომატიზატორი), გამასქელებელი(ქსანტანი), ლიმონმჟავა, ვიტამინი K და ვიტამინი D.

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას,რძეს,სოიოს,გლუტენს და გმო-ს.

კალციუმი -
. სწორედ ბავშვობის ასაკში გროვდება ძვლოვანი მასის პიკი, რაც ზრდასრული ადამიანის ძვლის მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

კალციუმი - მთავარი „სამშენებლო მასალაა“ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, რომელიც ახორციელებს მის ნორმალურ ფორმირებასა და ზრდას. კალციუმი აუცილებელია დენტინის და კბილების ემალის ფორმირებისთვის, უნარჩუნებს მათ სიმყარეს. კალციუმი სისხლის შრატის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია. მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ბავშვის ორგანიზმისთვის მისი განვითარების საწყის ეტაპზე.

ვიტამინი K - მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. იგი ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას და ამყარებს ძვლოვან ქსოვილს, ამავე დროს ხელს უშლის თირკმელების, სახსრების და სისხლძარღვების სანათურის კალციფიკაციას. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

ვიტამინი D3 - მცირე ასაკის ბავშვებში ვიტამინი D3 ხელს უშლის რაქიტის განვითარებას - დაავადების, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევას, ძვლების სირბილეს. მოზარდებში და დიდებში ხელს უშლის კარიესის განვითარებას, ღრძილების პათოლოგიას. აგრეთვე იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან. ხელს უწყობს მოტეხილობების სწრაფ შეხორცებას.

მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 20მლ.

0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის

--- 2,5 მლ სიროფის 2 ჯერ დღეში.

. 2-დან 5 წლამდე ბავშვებში

--- 5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.

. 5 წლის ზემოთ

--- 7,5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.

გამოშვების ფორმა: სიროფი ფორთოხლის გემოთი 150 მლ.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

მოქმედების ვადა: 3 წელი.

გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.

მწარმოებელი:

Manufactured for:

Vegapharm LLP.

London,United Kingdom.

Manufactured in Spain:

DELFY FOR GROUP SL.

Poniol 11. EI Vendell,Tarragona