რეპადროპი 10მლ თვ/წვეთები
გააზიარე:
REPADROP
რეპადროპი, 10 მლ
რეპადროპი - წარმოადგენს მაღალი ტექნოლოგიით დამზადებულ, თვალის უკონსერვანტო წვეთს, დამატენიანებლ ლუბრიკანტს OSD ტექნოლოგიური დამუშავების ფილტრით, რაც განაპირობებს ხსნარის მაღალი უსაფრთხოების ხარისხსა და სისუფთავეს.
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა - 0.2 %
α გლიცერილ ფოსფორილ ქოლინი
ვიტამინი B12
ვიტამინი B6
ბეპანთენოლი
ბუფერული იზოტონური ხსნარი განზავებით PH - 7,2
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რეპადროპი - უნიკალური ლუბრიკანტი, რომლის შემადგენელი კომპონენტების სინერგიზმი ხელს უწყობს, საცრემლე აპკის ყველა შრის რეგენერაციას და მასზე პროლანგირებულ მოქმედებას.
სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი ჰიალურონის მჟავა, რომელიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით, ვისკოელასტიურობითა და მუკოადჰეზიურობით, განაპირობებს ძლიერ დამატენიანებელ ეფექტს თვალის ზედაპირზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ალფა გლიცერილ ფოსფორილ ქოლინი წარმოადგენს აცეტილ ქოლინის წინამორბედ ნერვული სისტემის მთავარ ტრანსმიტერს, რომელიც მონაწილეობს ნეირონულ აქტივობაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში და აუმჯობესებს ქოლინის ბიოშეღწევადობას უჯრედში. ის წარმოადგენს თავის ტვინის მნიშვნელოვან ფოსფოლიპიდს, რომელიც გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ასევე წარმოადგენს უჯრედული მემბრანების და ნერვული უჯრედების მიელინის გარსის მთავარ საშენ მასალას. მას აქვს უნარი გაზარდოს დოფამინის, GABA, სეროტონინის დონე რითაც იცავს თავის ტვინს და ნერვულ სისტემას, გლუტამატის და სხვა ნეირო ტოქსინების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
ვიტამინი B12 იცავს ნერვს და მონაწილეობს მიელინის გარსის ფუნქციურ შენარჩუნებაში, ახდენს რქოვანას ეპითელიუმის რეგენერაციას, იცავს თვალის ზედაპირს. თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მხედველობით ფუნქციას და ოპტიკურ მაჩვენებლებს.
ვიტამინი B6 უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ სისხლძარღვებში.
ჩვენება:
- გლაუკომა
- გლაუკომატოზური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკოს იშემიური პროცესი
- ანგიოპათია და თვალის ფსკერზე მიმდინარე იშემიური პროცესი ჰიპერტონული დაავადების დროს
- დიაბეტური რეტინოპათია
- მაღალი ხარისხის მიოპია /ამბლიოპია
- მაკულოდისტროფია
- რეფრაქციული ოპერაციები
გამოყენების წესი:
1-2 წვეთი 2-3-ჯერ დღეში
შესაძლებელია ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზებთან გამოყენება
უსაფრთხოების ზომები:
ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს
რეკომენდებულია 10-15 წუთიანი შუალედი სხვა თვალის წვეთებისა ჩაწვეთებამდე
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ვარგისია გახსნიდან 60 დღე.
მწარმოებელი:
LABORATOIRES DENSMORE
42 rue Washington
75008 პარიზი, საფრანგეთი
www.densmore.fr
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს LACO PHARM GEORGIA











