ჩიკო-Chicco-ორეული BELLAGIOეტლი+ ეტლის კალათა (შავი)
გააზიარე:
Chicco-ორეული BELLAGIO ეტლი+ ეტლის კალათი. ეტლი გაძლევს შესაძლებლობას, ყველაფერი ერთ მოძრაობაში და უმარტივესად მართო.
One Touch ტექნოლოგიის წყალობით, ეტლი თვითონ იკეცება ხელის ერთი მოძრაობით! დაკეცილი მდგომარეობით დამოუკიდებლად დგება და აქვს მოსახერხებელი სახელური ტრანსპორტირებისთვის.
ეტლი გამოიყენება დაბადებიდან 22 კგ-მდე.
დასაჯდომი ნაწილი მარტივად ბრუნდება ორივე მიმართულებით, ხოლო ზურგის საყრდენი ორივე კონფიგურაციაში ეწევა და რეგულირდება 4 პოზიციით მხოლოდ ერთი ხელით.
რბილი და კომფორტული ბალიშით გაფორმებული დასაჯდომი სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის ბავშვისთვის.
დიდი დამცავი ზედა საფარი აღჭურვილია ბადისებრი ფანჯარით, ასევე აქვს UV50+ მზისგან დაცვისა და წვიმის საწინააღმდეგო საფარი.
მანევრირება გარანტირებულია:
დიდი, გამძლე ბორბლები,
სპეციალური მექანიზმები და ამორტიზატორები (მათ შორის მბრუნავ სისტემაშიც),
ბორბლების დიზაინი ამცირებს ვიბრაციას და უზრუნველყოფს რბილ, სტაბილურ გასეირნებას.
Bellagio-ს დაუვიწყარი დიზაინი ნამდვილად მოგხიბლავთ —
ლუქსის კლასის ანოდირებული მილი, ლითონის Chicco-ს ემბლემა და დახვეწილი ტექსტილები — თითოეული დეტალი შემუშავებულია განსაკუთრებული ელეგანტურობისთვის.
ეტლი 2/1–ში მოიცავს ეტლთან ერთად ბავშვის კალათს, რომელიც გამოიყენება დაბადებიდან 6 თვემდე. შიდა ტექსტილი დამზადებულია ბამბუკის ნატურალური ბოჭკოსგან, რაც უზრუნველყოფს რბილ და სუნთქვად გარემოს ბავშვისთვის. ბამბუკი განსაკუთრებით უხდება ბავშვის ნაზ კანს, რადგან ეხმარება სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში.რბილი ზედა საფარი გაწვდადია და დამუშავებულია მზისგან დაცვის (UV50+) და წყლის საწინააღმდეგო საფარით. მოყვება მზისგან დამცავი საფარიც, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას.

















