სტრადივა 0,25+0,5მგ 2მგ/1,5მლ#1შპრ

სტრადივა 0,25+0,5მგ 2მგ/1,5მლ#1შპრ

290.00 ლარი
ქვეყანა: კანადა
მწარმოებელი: ნოვოკოლი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სემაგლუტიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 150822
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

სტრადივა 0.25 მგ და 0.5 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში

სემაგლუტიდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

- თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

1. რას წარმოადგენს სტრადივა და რისთვის გამოიყენება

2. ინფორმაცია სტრადივას გამოყენებამდე

3. სტრადივას გამოყენების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. სტრადივას შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

1. რას წარმოადგენს სტრადივა და რისთვის გამოიყენება

სტრადივა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს სემაგლუტიდს. ის ეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, როდესაც ის ძალიან მაღალია და შესაბამისად, შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.

სტრადივა გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული მოზრდილების (18 წლის და უფროსი ასაკის) სამკურნალოდ, როდესაც დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის:

  • · მონოთერაპიის სახით – როდესაც მეტფორმინის (დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტი) გამოყენება შეუძლებელია, ან
  • · დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში – როდესაც ისინი სათანადოდ ვერ აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს. ეს შეიძლება იყოს მედიკამენტები, რომლებსაც პერორალურად ან ინექციის სახით იღებთ, მაგალითად, ინსულინი.

მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ დიეტა და ვარჯიშის გეგმა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

2. ინფორმაცია სტრადივას გამოყენებამდე

არ შეიძლება სტრადივას გამოყენება

  • · თუ გაქვთ ალერგია სემაგლუტიდზე ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ეს მედიკამენტი არ წარმოადგენს ინსულინს და არ უნდა გამოიყენოთ, თუ:

  • · გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი — მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი ინსულინს არ გამოიმუშავებს.
  • · განგივითარდათ დიაბეტური კეტოაციდოზი — დიაბეტის გართულება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს, სუნთქვის გაძნელებას, დაბნეულობას, ძლიერ წყურვილს, ტკბილ სუნს სუნთქვაში ან ტკბილ ან მეტალის გემოს პირში.

სტრადივა არ არის ინსულინი და შესაბამისად, არ შეიძლება მისი გამოყენება ინსულინის შემცვლელის სახით.

ეფექტები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება ან დიარეა. ამ გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეგაშფოთებთ რაიმე მდომარეობა.

ძლიერი და მუდმივი მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მწვავე პანკრეატიტით

თუ განიცდით კუჭის არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთების) ნიშანი. პანკრეატიტის გამაფრთხილებელი ნიშნები შეგიძლიათ იხილოთ ნაწილში 4.

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

ამ პრეპარატთან სულფონილშარდოვანას ან ინსულინის კომბინირებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) რისკი. სისხლში შაქრის დაბალი დონის გამაფრთხილებელი ნიშნები შეგიძლიათ იხილოთ ნაწილში 4. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლში შაქრის დონის გაზომვა. ეს დაეხმარება მას გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შესამცირებლად.

დიაბეტური თვალის დაავადება (რეტინოპათია)

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტური თვალის დაავადება და იღებთ ინსულინს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, რაც შეიძლება მკურნალობას მოითხოვდეს. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტური თვალის დაავადება ან თუ ამ პრეპარატის მიღების დროს თვალის პრობლემები გაქვთ. სტრადივა 2 მგ არ არის რეკომენდებული პოტენციურად არასტაბილური დიაბეტური თვალის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დადგენილი.

სხვა მედიკამენტები და სტრადივა

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის მცენარეული პრეპარატები ან სხვა ურეცეპტოდ შეძენილი მედიკამენტები.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს შემდეგ აქტიურ ინგრედიენტებს:

  • · ვარფარინი ან მსგავსი პერორალური მედიკამენტები სისხლის შედედების შესამცირებლად (პერორალური ანტიკოაგულანტები). შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწრაფად ხდება თქვენი სისხლის შედედება.
  • · თუ იყენებთ ინსულინს, ექიმი აგიხსნით, თუ როგორ შეამციროთ ინსულინის დოზა და გირჩევთ, უფრო ხშირად აკონტროლოთ სისხლში შაქარი, რათა თავიდან აიცილოთ ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე) და დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია გლუკოზის დაშლა, რადგან არ არის საკმარისი ინსულინი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან უცნობია, იმოქმედებს თუ არა ის ნაყოფზე. ამიტომ, ამ სამკურნალო საშალებით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია კონტრაცეფციის გამოყენება. თუ გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს მკურნალობის შეცვლის შესახებ, რადგან ამ წამლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ მინიმუმ 2 თვით ადრე დაორსულებამდე. თუ ამ წამლის გამოყენების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან საჭირო იქნება მკურნალობის შეცვლა.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ძუძუთი კვების დროს, რადგან უცნობია, გადადის თუ არა ის დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტრადივამ ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად იყენებთ, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი კონცენტრაციის უნარი. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ შენიშნავთ ჰიპოგლიკემიის ნიშნებს. ჰიპოგლიკემიის მომატებული რისკის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“, ხოლო ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი 4. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ნატრიუმის შემცველობა

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე და შესაბამისად, არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

3. სტრადივას გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზირება

  • · საწყისი დოზაა 0.25 მგ კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში.
  • · ოთხი კვირის შემდეგ, ექიმი გაზრდის დოზას 0.5 მგ-მდე კვირაში ერთხელ.
  • · ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 1 მგ-მდე კვირაში ერთხელ, თუ თქვენი სისხლში შაქრის დონე სათანადოდ არ კონტროლდება კვირაში ერთხელ 0.5 მგ დოზით.
  • · ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 მგ-მდე კვირაში ერთხელ, თუ თქვენი სისხლში შაქრის დონე სათანადოდ არ კონტროლდება კვირაში ერთხელ 1 მგ დოზით.

არ შეცვალოთ დოზა ექიმის რჩევის გარეშე.

როგორ გამოიყენება სტრადივა

სტრადივა კეთდება კანქვეშ ინექციის სახით (კანქვეშა ინექცია). არ შეიყვანოთ ვენაში ან კუნთში.

  • · ინექციის საუკეთესო ადგილებია ბარძაყის წინა ნაწილი, წელის წინა ნაწილი (მუცელი) ან მხრის ზედა ნაწილი.
  • · ალმის პირველად გამოყენებამდე, ექიმი ან ექთანი გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენოთ იგი. გამოყენების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბროშურის უკანა მხარეს.

როდის უნდა გამოიყენოთ სტრადივა

  • · შეძლებისდაგვარად, ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ კვირაში ერთხელ, კვირის ერთსა და იმავე დღეს.
  • · ინექციის გაკეთება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს, კვების მიუხედავად.

იმის შესახსენებლად, რომ ეს მედიკამენტი კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გაიკეთოთ, გირჩევთ, კოლოფზე მიუთითოთ კვირის არჩეული დღე (მაგ., ოთხშაბათი) და თითოეული ინექციის შემდეგ თარიღი.

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველკვირეული ინექციის დღე, იმ პირობით, რომ ბოლო ინექციიდან გასულია მინიმუმ სამი დღე. ახალი დოზირების დღის არჩევის შემდეგ, გააგრძელეთ კვირაში ერთხელ დოზირების გრაფიკით.

თუ მიიღეთ სტრადივას ზედმეტი დოზირება

თუ გამოიყენეთ სტრადივას ზედმეტი დოზირება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება).

თუ დაგავიწყდათ სტრადივას გამოყენება

თუ დაგავიწყდათ საჭირო ინექციის გაკეთება და:

  • · სტრადივას გამოყენებიდან 5 დღე ან უფრო ნაკლები გავიდა, გაიკეთეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ გაიკეთეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დაგეგმილ დღეს.
  • · თუ სტრადივას გამოყენებიდან 5 დღეზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. გაიკეთეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად, მომდევნო დაგეგმილ დღეს.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სტრადივას გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს სისხლში შაქრის დონე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენთში.

სერიოზული გვერდითი ეფექტებია

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანში)

  • · დიაბეტური თვალის დაავადების (რეტინოპათიის) გართულებები - ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს თვალის პრობლემების, მაგალითად, მხედველობის ცვლილებების, განვითარების შემთხვევაში, უნდა აცნობოთ ექიმს.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)

  • · პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი, მუდმივი მუცლისა და ზურგის ტკივილი. თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

  • · მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება). დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას და დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელებით და გულისცემის აჩქარებით.

სხვა გვერდითი ეფექტებია

ძალიან ხშირი (შესაძლოა აღინიშოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

  • · გულისრევა (როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება)
  • · დიარეა (როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება)
  • · სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), თუ ეს წამალი გამოიყენება სულფონილშარდოვანას ან ინსულინის შემცველ წამლებთან ერთად

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანში)

  • · ღებინება (შეუძლოდ ყოფნა)
  • · სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), თუ ეს წამალი გამოიყენება, სულფონილშარდოვანას ან ინსულინის გარდა, სხვა პერორალურ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

სისხლში შაქრის დაბალი დონის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. ესენია: ცივი ოფლი, გაცივებული, ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, გულისრევა ან ძლიერი შიმშილი, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა ან სისუსტე, ნერვიულობა, შფოთვა ან დაბნეულობა, კონცენტრაციის გაძნელება ან კანკალი. ექიმი აგიხსნით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

ჰიპოგლიკემიის ალბათობა იზრდება, თუ თქვენ ასევე იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს. ექიმმა შეიძლება შეამციროს ამ მედიკამენტების დოზა ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.

  • · საჭმლის მონელების დარღვევა
  • · კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი) – ნიშნებია მუცლის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება
  • · რეფლუქსი ან გულძმარვა – ასევე ცნობილია, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD)
  • · კუჭის ტკივილი
  • · შებერილობა
  • · ყაბზობა
  • · ბოყინი
  • · ნაღვლის ბუშტის კენჭები
  • · თავბრუსხვევა
  • · დაღლილობა
  • · წონის დაკლება
  • · მადის დაკარგვა
  • · შებერილობა (მეტეორიზმი)
  • · პანკრეასის ფერმენტების (როგორიცაა ლიპაზა და ამილაზა) დონის მომატება.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)

  • · საკვებისა და სასმელების გემოს შეცვლა
  • · გულისცემის აჩქარება
  • · რეაქციები ინექციის ადგილას - როგორიცაა სისხლჩაქცევები, ტკივილი, გაღიზიანება, ქავილი და გამონაყარი
  • · ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება
  • · კუჭის დაცლის შეფერხება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. სტრადივას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი კალამის ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ვარგისიანობის ვადა გახსნამდე:

შეინახეთ მაცივარში (2°C–8°C). არ გაყინოთ. შეინახეთ გამაგრილებელი ელემენტისგან მოშორებით. კალამს დაახურეთ თავსახური სინათლისაგან დაცვის მიზნით.

გამოყენების პერიოდში:

  • · კალმის შენახვა შესაძლებელია 6 კვირის განმავლობაში, თუ მას ინახავთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ან მაცივარში (2°C–8°C) გამაგრილებელი ელემენტისგან მოშორებით. არ გაყინოთ სტრადივა და არ გამოიყენოთ, თუ ის გაყინულია.
  • · კალამს დაახურეთ თავსახური, როდესაც არ იყენებთ, რათა შიგთავსი დაცული იქნეს სინათლისგან.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს სტრადივა

  • · აქტიური ნივთიერება არის სემაგლუტიდი.
  • · საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 1.34 მგ სემაგლუტიდს. ერთი წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 2 მგ სემაგლუტიდს 1.5 მლ ხსნარში. თითოეული დოზა შეიცავს 0.25 მგ სემაგლუტიდს 0.19 მლ-ში ან 0.5 მგ სემაგლუტიდს 0.37 მლ-ში.
  • · დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, ფენოლი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/მარილის მჟავა (pH-ის რეგულირებისთვის). იხილეთ აგრეთვე ნაწილი 2 „ნატრიუმის შემცველობა“.

სტრადივას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

სტრადივა არის გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალმში. თითოეული წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 1.5 მლ ხსნარს.

თქვენი კალამი არის ერთჯერადი, წინასწარ შევსებული კალამი. ის შეიცავს 2 მგ სემაგლუტიდს და მისი მიღება შესაძლებელია 0.25 მგ ან 0.5 მგ დოზებით. თითოეული წინასწარ შევსებული კალამი გამოყოფს 0.25 მგ-ის 4 დოზას და 0.5 მგ-ის 2 დოზას, ან 0.5 მგ-ის 4 დოზას.

სტრადივას 0.25 მგ & 0.5 მგ საინექციო ხსნარი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვით:

1 კალამი და 6 საინექციო ნემსი (32G, 4 მმ).

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს ,,ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი

Novocol Pharmaceutical of Canada, Inc.

25 ვოლსლი კორტი

კემბრიჯი, ონტარიო

NIR-6X3, კანადა

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2026 წლის იანვარი


სტრადივას ინექციისთვის განკუთვნილი ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია წინასწარ შევსებულ კალამში 0.25 მგ ან 0.5 მგ დოზით

გთხოვთ, სტრადივას წინასწარ შევსებული კალმის გამოყენებამდეყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქციები.

სტრადივას ინექციის სწორი მეთოდი განიხილეთ თქვენს ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან.

პირველ რიგში, შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა თქვენი კალამი 0.25 მგ თუ 0.5 მგ სტრადივას. შემდეგ, გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციებს, რათა გაეცნოთ თქვენი კალმისა და ნემსის სხვადასხვა ნაწილს.

თქვენი კალამი არის წინასწარ შევსებული, დოზის შესარჩევი კალამი.

ის შეიცავს 2 მგ სემაგლუტიდს და შეგიძლიათ აირჩიოთ 0.25 მგ-დან 0.5 მგ-მდე.

ერთი გამოუყენებელი კალამი შეიცავს:

  • · 0.25 მგ-იან 4 დოზას (საწყისი დოზა) და 0.5 მგ-იან 2 დოზას
  • · ან 0.5 მგ-ის 4 დოზას.

თქვენი კალამი განკუთვნილია 4 მმ-იანი სიგრძის 32G საინექციო ნემსებით გამოყენებისათვის.

საინექციო ნემსები შედის შეფუთვის შემადგენლობაში.

stradiva

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ინსტრუქციებს, რადგან ისინი მნიშვნელოვანია კალმის უსაფრთხო გამოყენებისთვის.

1. მოამზადეთ თქვენი კალამი ახალი ნემსით

შეამოწმეთ თქვენი კალამის დასახელება და ფერადი ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის შეიცავს სტრადივას 0.25 მგ ან 0.5 მგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ერთზე მეტ ინექციურ პრეპარატს. არასწორი მედიკამენტის გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს.

მოხსენით კალამს თავსახური.

Astradiva

  • შეამოწმეთ, რომ თქვენს კალამში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. შეხედეთ კალმის ფანჯრიდან. თუ ხსნარი მღვრიე ან შეფერილია, არ გამოიყენოთ კალამი.

Bstradiva

  • აიღეთ ახალი ნემსი.
  • • შეამოწმეთ ქაღალდის ჩანართი საფარი და ნემსის გარეთა თავსახური დაზიანებისთვის, რამაც შეიძლება სტერილურობა დააზიანოს. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენეთ ახალი ნემსი.
  • მოხსენით ქაღალდის საფარი.

Cstradiva

დარწმუნდით, რომ ნემსი სწორად არის დამაგრებული.

  • • ნემსი ჩადგით ზეწოლით პირდაპირ კალამზე.
  • • მოატრიალეთ მანამ, სანამ მყარად არ დამაგრდება.

Dstradiva

ნემსს ორი თავსახური აქვს. ორივე თავსახური უნდა

მოხსნათ. თუ ორივე თავსახურის მოხსნა

დაგავიწყდებათ, ხსნარის შეყვანას ვერ შეძლებთ.

  • მოხსენით ნემსის გარეთა თავსახური და შეინახეთ მოგვიანებით გამოსაყენებლად. ის დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ, რათა ნემსი კალამიდან უსაფრთხოდ ამოიღოთ.

Estradiva

  • მოხსენით და გადააგდეთ ნემსის შიდა თავსახური. მისი ჩანაცვლების მცდელობისას შეიძლება შემთხვევით ნემსით გაიჩხვლიტოთ თითი.

შესაძლოა, ნემსის წვერიდან ხსნარის წვეთი გადმოვიდეს. ეს ნორმალურია. ახალი კალმის პირველად გამოყენებისას მაინც უნდა შეამოწმოთ ნაკადის სიჩქარე. იხილეთ მე-2 ნაბიჯი, „შეამოწმეთ ნაკადის სიჩქარე თითოეული ახალი კალმით“.

არ მიამაგროთ ახალი ნემსი კალამს მანამ, სანამ ინექციისთვის მზად არ იქნებით.

Fstradiva

ყოველი ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი. ეს ხელს შეუწყობს ნემსების გაჭედვას, დაბინძურებას, ინფექციებს და არაზუსტ დოზირებას.

არასოდეს გამოიყენოთ მოხრილი ან დაზიანებული ნემსი.

2. შეამოწმეთ ნაკადი ყოველი ახალი კალმით

  • • თუ თქვენი კალამი უკვე გამოიყენება, გადადით მე-3 ნაბიჯზე, „აირჩიეთ დოზა“. შეამოწმეთ ნაკადი მხოლოდ ყოველი ახალი კალმით პირველი ინექციის წინ..

  • • დოზის სელექტორი გადაატრიალეთ ნაკადის კონტროლის სიმბოლოზე () პირდაპირ „0“-ის უკან. დარწმუნდით, რომ ნაკადის კონტროლის სიმბოლო ემთხვევა მაჩვენებელს.

Astradiva

  • • კალამი ნემსით ზემოთ დაიჭირეთ.
  • • დოზის ღილაკს დააჭირეთ და გააჩერეთ მანამ, სანამ დოზის მრიცხველი „0“-ზე არ დაბრუნდება. „0“ დოზის ინდიკატორს უნდა ემთხვეოდეს. ნემსის წვერზე ხსნარის წვეთი უნდა გამოჩნდეს.
 stradiva

ნემსის წვერზე შეიძლება პატარა წვეთი დარჩეს, მაგრამ მისი ინექცია არ მოხდება.

თუ წვეთი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ მე-2 ნაბიჯი „შეამოწმეთ ნაკადი ყოველი ახალი კალმით“ ექვსჯერ. თუ წვეთი არ გამოჩნდება, შეცვალეთ ნემსი და კვლავ გაიმეორეთ მე-2 ნაბიჯი „შეამოწმეთ ნაკადი ყოველი ახალი კალმით“.

გადააგდეთ კალამი და გამოიყენეთ ახალი, თუ ხსნარის წვეთი არ გამოჩნდება.

ახალი კალმის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ნემსის წვერზე წვეთი გამოჩნდა. ეს უზრუნველყოფს ხსნარის დინებას. თუ წვეთი არ გამოჩნდა, არ შეიყვანოთ წამალი, თუნდაც დოზის მრიცხველი მოძრაობდეს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ნემსის გაჭედვაზე ან დაზიანებაზე. თუ ყოველი ახალი კალმით პირველი ინექციის წინ არ შეამოწმებთ ნაკადს, შესაძლოა სტრადივას დანიშნული დოზა და სასურველი ეფექტი ვერ მიიღოთ.

3. აირჩიეთ თქვენი დოზა

  • დოზის სელექტორი მოატრიალეთ მანამ , სანამ დოზის მრიცხველი არ გაჩერდება და თქვენს დოზას (0.25 მგ ან 0.5 მგ ) არ აჩვენებს . თუ არასწორ დოზას აირჩევთ, სწორი დოზის დასაყენებლად შეგიძლიათ დოზის სელექტორი წინ ან უკან მოატრიალოთ

Astradiva

ამ მედიკამენტის ინექციამდე ყოველთვის გამოიყენეთ დოზის მრიცხველი და დოზის მაჩვენებელი, რათა ნახოთ, რამდენი მგ აირჩიეთ. არ დაითვალოთ კალმის დაწკაპუნებები.

დოზის სელექტორს შეუძლია მხოლოდ 0.25 მგ ან 0.5 მგ დოზების დაყენება. არჩეული დოზა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს დოზის ინდიკატორს, რათა უზრუნველყოთ სწორი დოზის მიღება. დოზის სელექტორი ცვლის დოზას. მხოლოდ დოზის მრიცხველი და დოზის ინდიკატორი აჩვენებს, თუ რამდენი მგ დააყენეთ თითოეული დოზისთვის.

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ 0.25 მგ ან 0.5 მგ თითოეული დოზისთვის. თუ თქვენი კალამი შეიცავს 0.5 მგ-ზე ან 0.25 მგ-ზე ნაკლებს, დოზის მრიცხველი გაჩერდება 0.5 მგ ან 0.25 მგ-ის გამოჩენამდე. დოზის სელექტორი განსხვავებულად ტკაცუნობს წინ ან უკან გადაბრუნებისას. არ დაითვალოთ კალმის ტკაცუნები.

ხსნარის რა რაოდენობა დარჩა ?

stradiva

თუ ნაჩვენებია 0.5, ესე იგი თქვენს კალამში მინიმუმ 0.5 მგ დარჩა. თუ დოზის მრიცხველი 0.5 მგ-მდე გაჩერდება, ესე იგი სტრადივა არ არის საკმარისი 0.5 მგ სრული დოზისთვის.

თუ ნაჩვენებია 0.25, ესე იგი თქვენს კალამში მინიმუმ 0.25 მგ დარჩა. თუ დოზის მრიცხველი 0.25 მგ-მდე გაჩერდება, ესე იგი სტრადივა არ არის საკმარისი სრული დოზისთვის. არ გამოიყენოთ კალამი. გამოიყენეთ ახალი სტრადივას კალამი.

4. გაიკეთეთ თქვენი დოზა

  • • ნემსი შეიყვანეთ კანში ექიმის ან ექთნის მიერ მითითებული წესით.
  • • დარწმუნდით, რომ ხედავთ დოზის მრიცხველს. არ დაფაროთ ის თითებით. ამან შეიძლება შეაფერხოს ინექცია.

Astradiva

  • • დააჭირეთ და გააჩერეთ დოზის ღილაკი. დააკვირდით, როგორ დაუბრუნდება დოზის მრიცხველი „0“-ს. „0“ უნდა ემთხვეოდეს დოზის ინდიკატორს. ამის შემდეგ შეიძლება გაიგოთ ან იგრძნოთ დაწკაპუნება.
  • • დააჭირეთ და გააჩერეთ დოზის ღილაკი, სანამ ნემსი არის თქვენს კანში.

Bstradiva

  • დოზის ღილაკის დაჭერისას ნელა დაითვალეთ 6- მდე.
  • • თუ ნემსს უფრო ადრე ამოიღებთ, ნემსის წვერიდან შესაძლოა ხსნარის ნაკადი გადმოვიდეს. ამ შემთხვევაში, სრული დოზა არ იქნება შეყვანილი.
 stradiva
  • ნემსი კანიდან ამოიღეთ. შემდეგ გაუშვით დოზის ღილაკს.
  • • თუ ინექციის ადგილას სისხლი გამოჩნდება, ფრთხილად დააჭირეთ.

Dstradiva

ინექციის შემდეგ შეიძლება ნემსის წვერზე ხსნარის წვეთი შენიშნოთ. ეს ნორმალურია და დოზაზე გავლენას არ მოახდენს.

ყოველთვის ადევნეთ თვალი დოზის მრიცხველს, რათა იცოდეთ რამდენ მგ-ს აძლევთ ინექციას. დააჭირეთ დოზის ღილაკს მანამ, სანამ დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება „0“-ს.

როგორ ამოვიცნოთ დაბლოკილი ან დაზიანებული ნემსი

– თუ დოზის ღილაკზე განმეორებითი დაჭერის შემდეგ დოზის მრიცხველში არ გამოჩნდება „0“, შესაძლოა, გამოიყენეთ გაჭედილი ან დაზიანებული ნემსი.

– ამ შემთხვევაში, თქვენ არ მიგიღიათ არანაირი მედიკამენტი, მიუხედავად იმისა, რომ დოზის მრიცხველი განსხვავდება თავდაპირველად დაყენებული დოზისგან.

როგორ მოვიქცეთ ნემსის გაჭედვის შემთხვევაში:

შეცვალეთ ნემსი, როგორც აღწერილია მე-5 ეტაპზე „ინექციის შემდეგ“ და გაიმეორეთ ყველა ნაბიჯი 1-ლი ეტაპიდან „კალმის ახალი ნემსით მომზადება“. დარწმუნდით, რომ აირჩიეთ სრული დოზა.

ინექციის დროს არასოდეს შეეხოთ დოზის მრიცხველს. ამან შეიძლება შეაფერხოს ინექცია.

5. ინექციის შემდეგ

კომფორტული ინექციის უზრუნველსაყოფად და ნემსის გაჭედვის თავიდან ასაცილებლად, ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ გადააგდეთ. თუ ნემსი გაჭედილია, თქვენ ვერ შეძლებთ მედიკამენტის შეყვანას.

ნემსის წვერი ბრტყელ ზედაპირზე მოთავსებით ჩადეთ გარეთა თავსახურში ნემსის ან გარეთა თავსახურის შეხების გარეშე,

Astradiva

  • • ნემსის დაფარვის შემდეგ, ფრთხილად მიაწექით ნემსის გარეთა თავსახურს მთლიანად.
  • • მოხსენით ნემსი და ფრთხილად გადააგდეთ ექიმის, ექთნის, ფარმაცევტის ან ადგილობრივი წესების შესაბამისად.

Bstradiva

  • • ხსნარის სინათლისგან დასაცავად, ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ კალამი თავსახურს.

Cstradiva

კალმის გადაგდებისას, ნემსის გარეშე გააკეთეთ ეს ექიმის, ექთნის, ფარმაცევტის ან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების შესაბამისად.

არასოდეს ეცადოთ ნემსის შიდა თავსახურის ნემსზე დადებას. შეიძლება ნემსი დაგეჭრათ.

ყოველ ინექციის შემდეგ, ნემსი კალამიდან დაუყოვნებლივ ამოიღეთ. ამან შეიძლება თავიდან აიცილოს ნემსების გაჭედვა, დაბინძურება, ინფექცია, ხსნარის გაჟონვა და არასწორი დოზირება.

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • • კალამი და ნემსები ყოველთვის შეინახეთ სხვების, განსაკუთრებით ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • • არასოდეს გაუზიაროთ თქვენი კალამი ან ნემსები სხვა ადამიანებს.
  • • მომვლელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გამოყენებული ნემსების უტილიზაციისას, რათა თავიდან აიცილონ ნემსის დაზიანება და ჯვარედინი ინფექცია.

თქვენი კალმის მოვლა

კალამს ფრთხილად მოეპყარით. უხეშმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზირების არასწორი რეჟიმი. ამ შემთხვევაში, შესაძლოა სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიოთ.

  • • არ დატოვოთ კალამი მანქანაში ან სხვაგან, სადაც შეიძლება ძალიან გაცხელდეს ან ძალიან გაცივდეს.
  • • არ გაიკეთოთ სტრადივას ინექცია, თუ ის გაყინულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა სასურველი ეფექტი.
  • • არ გაიკეთოთ სტრადივას ინექცია, თუ ის მზის პირდაპირ სხივებზე იყო. წინააღმდეგ ვერ მიიღწევა სასურველი ეფექტი.
  • • არ დატოვოთ კალამი მტვერიან გარემოში, ჭუჭყთან ან სითხეებთან ახლოს.
  • • არ გარეცხოთ, არ დაასველოთ და არ შეზეთოთ კალამი. მისი გაწმენდა შესაძლებელია რბილი სარეცხი საშუალებით დასველებული ქსოვილით.
  • • არ დააგდოთ კალამი და არ დაარტყათ მყარ ზედაპირებს. თუ ის დაგივარდათ ან ეჭვი გეპარებათ მის ფუნქციონირებაში, მოარგეთ ახალი ნემსი და ინექციის წინ შეამოწმეთ ნაკადი.
  • • არ სცადოთ კალმის ხელახლა შევსება.
  • • არ სცადოთ კალმის შეკეთება ან დაშლა.