მიკროდაცინი 60 ხსნარი 500მლ

მიკროდაცინი 60 ხსნარი 500მლ

59.00 ლარი
ქვეყანა: ნიდერლანდები
მწარმოებელი: სონომა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 150722
გააზიარე:

მიკროდაცინი 60 ხსნარი 500მლ

შემადგენლობა:

- სუპერ ოქსიდირებული წყალი

- ნატრიუმის ქლორიდი - NaCI

- ჰიპოქლორიუმის მჟავა - HOCI

- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი - NaOCI

• ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი >950 mV

• მაღალი ჰიპოტონურობა - 13 mOsml/L

ჰიპოქლორიუმისმჟავადანატრიუმისჰიპოქლორიტი:

- გამოირჩევა ძლიერი ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული (გრამ+, გრამ- და ანაერობებზე მოქმედების ფართო სპექტრი) მოქმედებით, ეფექტურია ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ფორმების მიმართ 

- გააჩნია ძლიერი ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება აუმჯობესებს ჭრილობის ოქსიგენაციას

- შლის ნეკროზულ ქსოვილს (გააჩნია ფიბრინოლიზური და კერატოლიზური აქტივობა)

- აუმჯობესებს ნაწიბურის სისხლმომარაგებას კოლატერალური კაპილარული სისხლმომარაგების გაძლიერების ხარჯზე

- მნიშვნელოვნად აჩქარებს გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს ჰიპერპლაზიის გარეშე

გამოიყენება:

- მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დასამუშავებლად:

- ნებისმიერი წარმოშობის და ყველა ხარისხის დამწვრობა (თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური)

- მოყინვები

- ნაწოლები

- კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები (მათ შორის, ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი,

- დიაბეტური ტერფი, წითელი ქარი და ა.შ.)

- ჩირქოვანი ჭრილობები

- საყოფაცხოვრებო ტრავმები

- ინფიცირებული დერმატიტები

- მარტივი, კონტაქტური დერმატიტი

- მიკრობული ეგზემა

- სტრეპტო - სტაფილოდერმია

- მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს ღრუ ორგანოების საირიგაციოდ

- ქირურგიული ოპერაციების დროს შინაგანი ორგანოების ლავაჟისათვის

- (მაგ: სეფსისის დროს)

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროდაცინის გამოყენება ექსუდატით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დროს!

მიკროდაცინსგააჩნია:

- ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამ+, ისე გრამ-ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე.

მათ შორის:

• MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus

• VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis

• ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa

• მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ

ასევე, გააჩნია:

- ანტივირუსული მოქმედება (მათ შორის, HIV-I-ის, HPV-ის და HSV-ის მიმართ)

- ანტიფუნგალური

- ანტიპროტოზოული

მიკროდაცინისხსნარისდაჰიდროგელისგამოყენება

მიკროდაცინის ხსნარი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობაზე პირდაპირ დასხმით.

ასევე ძველ ნახვევზე დასხმა და ისე მოცილება. რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის

ზომაზე, სიღრმეზე და მდებარეობაზე.

გამოიყენება მიკროდაცინით ჭრილობის დამუშავების შემდეგი რეჟიმები:

წითელი ჭრილობების შემთხვევაში - დღეში ერთხელ

ყვითელი ჭრილობების შემთხვევაში - 1-2-ჯერ დღეში

შავი (ნეკროზული) ჭრილობების შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში

ა. ჭრილობის ირიგაცია

ბ. ჭრილობის გასუფთავება და მკვდარი უჯრედების მოშორება საფენის დახმარებით

გ. ჭრილობის გასუფთავების შემდგომ მიკროდაცინის ჰიდროგელი უნდა დავიტანოთ ჭრილობაზე ისე, რომ ზედაპირი დაფაროს გელის 2-5 მმ-ით.

დ. ჭრილობას შეიძლება დაედოს ნებისმიერი ტიპის საფენი

მიკროდაცინიხსნარიდაჰიდროგელი 

- არ არის ტოქსიკური და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს

- გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ნებისმიერი სხვა ტიპის ჭრილობის სამკურნალო საშუალებასთან

- გამოიყენება ნებისმიერ ნახვევზე/სახვევზე

- მიკროდაცინის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე

 - ის ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობას

ვარგისიაგახსნიდან  2 თვისგანმავლობაში