ეპიცინი 45გ ჰიდროგელი
გააზიარე:
ეპიცინი 45 გ, ჰიდროგელი
რევოლუციური ინოვაცია , შექმნილი Microcyn ტექნოლოგიით
ახალი სიტყვა ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურების მართვაში!
ეპიცინის ჰიდროგელი აღიარებულია: FDA, EMA და TGA-ს მიერ
ეპიცინის შემადგენლობა :
• სილიკონი (Na2[SiF6])
• ჰიპოქლორიუმის მჟავა (HOCL)
• ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (NaOCL)
ეპიცინის შემადგენელი კომპონენტები :
ეპიცინი ეს არის სილიკონის ბაზაზე დამზადებული, ინოვაციური (დაპატენტებული) Microcyn ტექნოლოგიით შექმნილი ჰიდროგელი, ჰიპერტროფული და კელოიდური (მათ შორის, აკნეს შემდგომი) ნაწიბურების მენეჯმენტისთვის, უსაფრთხოების მაღალი პროფილით.
სილიკონი -ატენიანებს კანს, აღადგენს მის სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას.
ჰიპოქლორიუმის მჟავა და ნატრიუმის ჰიპოქლორიტი გამოირჩევა:
- ძლიერი ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული
(გრამდადებითი, გრამუარყოფითი მოქმედების ფართო სპექტრი) მოქმედებით, ასევე, მაღალეფექტურია ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ფორმების მიმართ
- გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
- აუმჯობესებს ჭრილობის ოქსიგენაციას (ხელს უშლის უხეშბოჭკოვანი IV ტიპის კოლაგენის წარმოქმნას)
- შლის ნეკროზულ ქსოვილს (გააჩნია ფიბრინოლიზური და კერატოლიზური აქტივობა)
- აუმჯობესებს ნაწიბურის სისხლმომარაგებას კოლატერალური კაპილარული ქსელის გაძლიერების ხარჯზე
- მნიშვნელოვნად აჩქარებს გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს
ეპიცინის ჰიდროგელის უპირატესობები :
ეპიცინს გააჩნია მრავალმხრივი მოქმდება:
- ანთების საწინააღმდეგო (ხსნის ქავილს, კანის გაღიზიანებას, სიწითლეს)
- ანტიმიკრობული ეფექტი, რომელიც დგება დატანებიდან 30 წამის განმავლობაში (ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული)
- მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციის პროცესს ჰიპერპლაზიის გარეშე
- მეცნიერულად დამტკიცებული მაღალი უსაფრთხოება
- გელი არის pH ნეიტრალური, უსუნო და უფერო
- არ არის ტოქსიური (მათ შორის არც ციტოტოქსიური)
- გამოიყენება 0-ნი ასაკიდან, ნებისმიერი ტიპის კანზე
- დაიტანება სხეულის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის: თვალის, ცხვირის და პირის ირგვლივ
- შესაძლებელია გამოყენება ახალ ჭრილობაზე ან ნაკერების დადების შემდეგ მყისიერად (ყველა სხვა საშუალებისგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენება ჭრილობის მოშუშებიდან 2-3 კვირის შემდეგ)
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
შემიძლია ეპიცინის ჰიდროგელი გამოვიყენო ახალ ჭრილობაზე ?
დიახ, ეპიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალ ჭრილობებზე მყისიერად, ასევე ექიმის მიერ ჭრილობის
გაკერვისთანავე.
ეპიცინის ჰიდროგელთან ერთად შემიძლია გამოვიყენო კოსმეტიკა ?
დიახ, როგორც კი ეპიცინი შეიწოვება, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კოსმეტიკა.
რამდენი ხანი უნდა გამოვიყენო ეპიცინი , რომ ნაწიბური გაქრეს ?
ახალ წარმოქმნილ ნაწიბურზე ეფექტური შედეგი დგება მე-14 კვირაზე და მკურნალობა გრძელდება ნაწიბურის სრულ გაქრობამდე.
რა დრო არის საჭირო ეპიცინის მოქმედების აქტივაციამდე ?
ეპიცინი Microcyn ტექნოლოგიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას დაზიანებულ ტერიტორიაზე (30 წამში დგება ანტიმიკრობული ეფექტი).
რამდენ ხანში გაქრება ტკივილისა და ქავილის შეგრძნება ?
ამ სიმპტომების გაქრობა იწყება გამოყენებიდან 3 დღის შემდეგ.
ომ არ დააზიანებს ეპიცინი ნაწიბურის ირგვლივ ქსოვილებს ?
ეპიცინი სრულიად უსაფრთხო და არა ტოქსიურია, არ შეიცავს მანეკროზებელ ტოქსიურ აგენტებს და გავლილი აქვს ყველა დერმატოლოგიური ტესტი უსაფრთხოებასა და ტოქსიურობაზე.
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში










