ლორანგინი 50მლ სპრეი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ლორანგინი (LORANGIN) პირის ღრუს ორალური სპრეი.
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
50 მლ ხსნარი შეიცავს :
ჰექსეტიდინი ……………………………………………………… 0,05 გ,
ქოლინის სალიცილატი …………………………………… ....… 0,25 გ,
ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი ………………….....…….. 0,125 გ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
3. სამკურნალო ფორმა
პირის ღრუს ორალური სპრეი.
გამჭვირვალე სითხე სპეციფიკური არომატული, ალკოჰოლური ლიმონის სუნით. ოპალესცენცია მისაღებია.
4. კლინიკური მონაცემები
4.1. გამოყენების ჩვენება
პირის ღრუს და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსით შეზღუდული დაავადებების დამატებითი ადგილობრივი ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობა.
შენიშვნა: თუ არსებობს ბაქტერიული ინფექციის ზოგადი კლინიკური ნიშნები, უნდა განიხილებოდეს სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.
4.2. დოზირება და გამოყენების მეთოდი
მოზრდილები:
1 შესხურება 4-6 ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 15 წლამდე:
1 შესხურება 2-3-ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი- არ აღემატება 5 დღეს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია სიმპტომური მკურნალობისთვის და არ შეიძლება მისი ხანგრძლივი გამოყენება.
4.3. უკუჩვენება
6 წლამდე ასაკის ბავშვები.
მომატებული მგრძნობელობა ჰექსეტიდინის, ქლორბუტანოლის, სალიცილის მჟავას წარმოებულების ან სხვა აქტიური ნივთიერებების მიმართ.
4.4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გაფრთხილებები
ჩვენება არ ამართლებს მკურნალობის 5 დღეზე მეტად გახანგრძლივებას, მით უმეტეს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ნორმალური მიკრობული ფლორის დისბალანსი ბაქტერიების ან სოკოების გავრცელების რისკით.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თუ სიმპტომები და/ან ასოცირებული ცხელება გრძელდება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მკურნალობის კურსი უნდა გადაიხედოს.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ანტისეპტიური საშუალებების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება, შესაძლო ურთიერთქმედების გათვალისწინებით (ანტაგონიზმი, ინაქტივაცია და ა.შ.).
4.6. ორსულობა და ძუძუთი კვება
სასარგებლო კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოიყენეთ სიფრთხილით.
4.7. გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ინფორმაცია არ არის.
4.8. გვერდითი რეაქციები
ხსნარის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ სენსიბილიზაციის რისკი.
4.9. დოზის გადაჭარბება
ინფორმაცია არ არის.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები.
5.1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხორხისა და ხახის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტისეპტიური საშუალებები.
(R02A А20)
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინფორმაცია არ არის
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ინფორმაცია არ არის.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
პროპიონის მჟავა
ნატრიუმის საქარინატი
პოლისორბატი 20
ლიმონის ზეთი
ანისის ზეთი
პიტნის ზეთი
ცინეოლი
ეთანოლი 96%
მენთოლი
მეთილის სალიცილატი
გამოხდილი წყალი
6.2. შეუთავსებლობა
არ მიესადაგება.
6.3. ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5. გარე შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
50 მლ მუქი მინის ფლაკონი ხრახნიანი ყელით და გამფრქვევით, რომელიც მიხრახნილია ფლაკონზე. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
6.7. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და დამუშავებისას.
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
7. მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს მიკროფარმი, უკრაინა, 61013, ხარკოვი, შევჩენკოს ქუჩა, 20.








