მაგნეტი #30კაფს

მაგნეტი #30კაფს

38.34 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნატურე ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმი+პირიდოქსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 150040
გააზიარე:

MAGNET

მაგნეტი

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ბისგლიცინატი 500 მგ, რაც შეესაბამება 100 მგ მაგნიუმს (Mg++ ); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური,ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ- მეთილცელულოზა.

მაგნიუმი-ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. Mg აუცილებელია კუნთების მუშაობისა და ნერვული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ხელს უწყობს ძვლების და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) -არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. მონაწილეობს ცილების და გლიკოგენის ცვლაში.

ჩვენებები: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა:

  • ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა
    • ძილის დარღვევა;
    • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა; რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში;  საჭიროების შემთხვევაში - ექიმის რეკომენდაციით 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში. ორსულებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილებით არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების მანკები ან

ფეტოტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. მნიშვნელოვანია დაიცვას მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, არ გადააჭარბოთ მკაცრად რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ არის რეკომენდებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მწარმოებელი Rioja Nature Pharma, ესპანეთი შ.პ.ს „ლაიფლაინი“

მისამართი : თბილისი, მ. თამარაშვილის 13ნ ელ.ფოსტა: [email protected]

ტელ: 595020278