ინფა R ლაქტაზით 30მლ წვეთები
გააზიარე:
Infa R with Lactase - ინფა R ლაქტაზით 30 მლ
ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი და კოლიკის საწინააღმდეგო საშუალება, გამოიყენება დაბადების პირველი დღიდან .
შემადგენლობა : 30 ml Infa R ლაქტაზით შეიცავს : ლაქტობაცილუს რეუტერი (Lactobacillus Reuteri)- 1მილიარდ CFU* , ლაქტაზა -10მგ , კამის ზეთი (Dill oil)- 0.5mg ,ცერეცოს ზეთ ( Fennel oil ) - 0.25mg .
*CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.
ლაქტობაცილა რეუტერი (Lactobacillus reuteri )
მდგრადია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების ზემოქმედებისადმი.L.Reuteri ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებასა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში, L.Reuteri არეგულირებს აირწარმოქმნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია),ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს.
ლაქტაზა (ლაცტასე) -ფერმენტი ,რომელიც აუცილებელია ლაქტოზის, რძეში შემავალი შაქრისა და მისი წარმოებულების მონელებისთვის .ის უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში .
კამის ზეთი (Dill oil) , ცერეცოს ზეთ ( Fennel oil ) ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას,აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას,აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ის ასევე ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
დოზირება:
0-6 თვე - 0.5 მლ(10წვეთი ) X 4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე
6-12 თვე - 0.75 მლ(15წვეთი) X4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე
1წლიდან - 1 მლ (20წვეთი) X 4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე , ან ექიმის მითითებით
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ .
ჩვენება :
• ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
• ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
• ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)
. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება
. ბოყინი, სლოკინი ,შეკრულობა/დიარეა
საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
წინააღმდეგ ჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
ინფა R ლაქტაზით წვეთები - 30 მლ. ბოთლში, თან ახლავს პიპეტი საზომი დანაყოფით. შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მწარმოებელი : ჰონორ ფარმა, თურქეთი










