
არდეაელიტოსოლი კონც.8,4% 80მლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ამ პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ფურცელი, იმ შემთხვევისთვის, თუ
მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდათ.
დამატებითი შეკითხვები შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი მოვლენა, რომელიც
არ არის მითითებული ამ პროდუქტის საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. იხილეთ პუნქტი 4.
რა ინფორმაციას შეიცავს ეს პროდუქტის საინფორმაციო ფურცელი:
1. რა არის არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) და რისთვის გამოიყენება
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ დაიწყებთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) გამოყენებას
3. როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%)
4. პოტენციური გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2%
(8,4%) შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) და რისთვის გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4.2% (8.4%) არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება სისხლში მომატებული მჟავა ნივთიერებების სამკურნალოდ და სისხლში კალიუმის სწრაფად მომატებული რაოდენობის სამკურნალოდ.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ დაიწყებთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატის 4,2% (8,4%) გამოყენებას არ გამოიყენოთ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%):
- როდესაც სისხლში იმატებს ტუტე ნივთიერებები,
- სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირებისას,
- სისხლში ნატრიუმის რაოდენობის მომატებისას,
- სისხლში მჟავა ნივთიერებების რაოდენობის მომატებისას სისხლში ნახშირორჟანგის სიჭარბის გამო.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნატრიუმის შემცველობის გამო, სიფრთხილეა საჭირო პროდუქტის გამოყენებისას პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის დაავადებებით, მაღალი არტერიული წნევით და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოიდებით. გაუზავებელი პრეპარატის მიღება (მაგ. გადაუდებელი
რეანიმაციის დროს) იწვევს ვენების შიდა კედლების გაღიზიანებას. ინტრავენურმა
შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის
ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%)
აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ცოტა ხნის
წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ.
ორგანიზმის შიდა გარემოს კორექტირებისთვის ნორმალური მოკლევადიანი მიღებისას
არ აღინიშნება მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. თუმცა, უფრო
მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ალკალიზაცია და,
შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს ექსკრეცია და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს
ზოგიერთი პრეპარატის ეფექტიანობაზე. როდესაც შარდი ალკალიზებულია (pH 7,5-ზე
მეტი), იზრდება ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ქინიდინის ეფექტიანობა და
ტოქსიკურობა, რადგან მცირდება მათი გამოყოფა თირკმელებით. ქლორპროპამიდის,
ლითიუმის, სალიცილატების და ბარბიტურატების ეფექტურობა და ტოქსიკურობა,
რადგან ხდება თირკმელებით მათი ექსკრეციის გაზრდა. სისხლის pH-ის მატება იწვევს
კალიუმის დონის შემცირებას, რაც ზრდის კარდიოგლიკოზიდების ეფექტურობასა და
ტოქსიკურობას.
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) საკვებთან და
სასმელთან ერთად
პრეპარატის არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%)
გამოყენება შესაძლებელია საკვებისა და სასმელისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ
ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება
არ წარმოადგენს დაბრკოლებას პროდუქტის გამოყენებისთვის.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
პრეპარატ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატის 4,2% (8,4%)
შეყვანა ხდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ავტომობილის ან
მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შეფასება აქ არ არის
განხილული.
3. როგორ არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%)
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატის 4,2% (8,4%) შეყვანა არ
უნდა მოხდეს ინფუზიის სახით. ინფუზია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო ხსნარის რაოდენობას და შეყვანის
სიხშირეს. ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, სხეულის წონაზე, ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე და მკურნალობის მიზანზე. ხსნარის შეყვანა ხდება ვენაში პლასტმასის
მილის მეშვეობით. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პროდუქტის სხვა გზით
შეყვანა.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2%
(8,4%), ვიდრე უნდა მიგეღოთ, ან თუ არ მიგიღიათ პრეპარატი
ვინაიდან პროდუქტის შეყვანა ხდება სამედიცინო დაწესებულებაში (მაგ.
საავადმყოფოში), სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, დოზის გადაჭარბება
და შემდეგი დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. პოტენციური გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პროდუქტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი
მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება (ვითარდება 1000-დან 1-ზე
ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანში). ეს მოვლენებია:
- ორგანიზმის შინაგანი გარემოს დარღვევა,
- შეშუპება,
- გულის უკმარისობა,
- თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია
ორგანიზმში წყლის მოცულობის გაზრდასთან,
- სისხლში ნატრიუმის და ტუტე ნივთიერებების დონის მატება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი გვერდითი მოვლენა,
რომელიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს,
ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები
პირდაპირ შემდეგ უწყებას მისამართზე:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვას 48, 100 41 პრაღა 10,
ვებგვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.
არასასურველი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ
პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2%
(8,4%)
ამ პროდუქტის შენახვაზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის სპეციალისტი.
შეინახეთ ეს პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ უნდა გაიყინოს.
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "ვარგ.ვადა"-ის შემდეგ. შენახვის ვადა
ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი, თუ შეამჩნევთ ხსნარის გაუმჭვირვალობას (ხსნარი არ
იქნება გამჭვირვალე) და/ან ხილულ ნაწილაკებს ხსნარში, ან თუ შეფუთვა
დაზიანებულია.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%)
აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი. დამხმარე ნივთიერებებია
ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი და საინექციო წყალი.
1000 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი შეიცავს:
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% 8,4%
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 42,0 გ 84,0 გ
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) გარეგნული
აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი 4,2% (8,4%) არის
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
პროდუქტი მოწოდებულია საინფუზიო შუშის ბოთლებში დახურული რეზინის საცობით
და ლითონის თავსახურით 1x80 მლ, 1x200 მლ, 20x80 მლ და 10x200 მლ მოცულობებში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., Třeboňská 229, Ševětín, ჩეხეთი
ეს პროდუქტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს გადაიხედა 4.9. 2018 წელი
____________________________________________________________________________
____
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება ინდივიდუალურია. გაზავება 1:3-დან 1:6-მდე გადამტან ხსნარში დამატებით.
დოზის გაანგარიშება საბაზისო დეფიციტის მიხედვით: NaHCO3 (მმოლ/ლ) = სხეულის
წონა (კგ) x 0.3 x BE (მმოლ/ლ). საბაზისო დეფიციტი თანდათან უნდა გამოსწორდეს,
პრაქტიკაში გამოყენებული არ არის გამოთვლილი რაოდენობის 50%-ზე მეტი. ასევე
გასათვალისწინებელია pH და pCO2 მნიშვნელობები, ისევე როგორც პაციენტის საერთო
კლინიკური მდგომარეობა. გადაუდებელ სიტუაციებში ხსნარის გამოყენება
შესაძლებელია გაუზავებლად. გამოთვლილი რაოდენობის ნახევარი შეჰყავთ
დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ნელი ინფუზიით სითხეებისა და
ელექტროლიტების მთლიანი რაოდენობის მიხედვით 24 საათის განმავლობაში,
განმეორებითი ლაბორატორიული შემოწმების ჩატარებით.
შეყვანის წესი: მკაცრად ინტრავენური გზით ინტრავენური
წვეთოვანი ინფუზია დახურულ სისტემაში.
არასასურველი ეფექტები
არდეაელიტოსოლი კონც. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატისთვის 4,2% (8,4%)
მოხსენებული არ არის გვერდითი მოვლენები. არსებობს არასათანდოდ შეყვანილ
ინფუზიურ თერაპიასთან დაკავშირებული ზოგადი გვერდითი ეფექტების განვითარების
შესაძლებლობა - მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერნატრიემია, გულის დეკომპენსაცია,
შეშუპება, იონური ბალანსის დარღვევა.
შეუთავსებლობები
ჰიდროკორტიზონისა და თეოფილინის პრეპარატების დამატება არ შეიძლება
ბიკარბონატის ინფუზიაში. არ შეიძლება ტუტე რეაქციისთვის Ca2+, Mg2+ და
ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან შერევა.
პროდუქტის შენახვის ინსტრუქციები
პროდუქტი არ უნდა გაიყინოს.
ბოთლის გახსნის შემდეგ
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის
განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას
გამოყენებული. თუ არ გამოიყენება დაუყოვნებლივ, გამოყენებისას შენახვის დრო და
პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ჩვეულებრივ, შენახვის დრო არ უნდა
აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8 °C-მდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გახსნა
ხდებოდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.
პროდუქტის მოხმარების ინსტრუქციები
დაუშვებელია პროდუქტის გაზავების გარეშე გამოყენება!
გამოყენების წინ პარენტერალური პროდუქტები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს.
ხილული მყარი ნაწილაკების არსებობის ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში,
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება.
საინფუზიო პრეპარატი არის კონცენტრირებული ხსნარი და ამიტომ, არ უნდა
ინახებოდეს ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე. კრისტალები,
რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას შენახვის დროს, შეიძლება დაიშალოს ბოთლის
გაცხელებით. ხსნარში კრისტალების შემთხვევით მოხვედრის თავიდან ასაცილებლად,
აუცილებელია ფილტრით აღჭურვილი საინფუზიო ნაკრების გამოყენება. პროდუქტი
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა უტილიზდეს ადგილობრივი
მოთხოვნების შესაბამისად.
თარგმანი სწორია: