ბაბექსი 50მლ პერ/წვეთები

ბაბექსი 50მლ პერ/წვეთები

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექსტრაქტი კამის,გვირილის,სელის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 149342
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბაბექსი/Babex

ყოველი 10 მლ შეიცავს:

• კამის თესლის მშრალი ექსტრაქტი 112მგ

• გვირილას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 11მგ

• სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 2,2მგ

კამა უზრუნველყოფს მუცლის შებერილობის,მეტეორიზმის და კოლიკის შემცირებას ახალშობილებში.

გვირილა მოქმედებს , როგორც ანქსიოლიტური, დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალება.

სელის თესლი განაპირობებს პერისტალტიკის გაუმჯობესებას.

კამა – Foeniculum vulgare

კამას გააჩნია შებერილობის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოიყენება დისპეპსიის, მეტეორიზმის, მუცლის შებერილობის და მადის დაკარგვის დროს.

გვირილა - Matricaria recutita

მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები,

იგი გამოიყენება ანქსიოლიტური, სედაციური მოქმედების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედების დროს. გამოიყენება როგორც დამხმარე სქაშუალება ძილის დარღვევის, შფოთვის, კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან და მეტეორიზმთან.

სელი – Linum usitatissimum

 სელის თესლი შეიცავს ლიგნანებს, ასევე ხსნად ზეთებს, რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით. გამოიყენება შეკრულობის, დიარეის, დივერტიკულიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გასრიტის, ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის დროს. ხსნადი ბოჭკოები ამცირებენ ნაწლავის დაცლას, ახანგრძლივებენ საკვები ნივთიერებების აბსორბციას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას

ჩვენებები

• კოლიკა

• შებერილობა

• სპაზმი

დოზირება:

ახალშობილები 0-12 თვე         1მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში

ბავშვები 1-7 წელი        1მლ 3-ჯერ ან 6-ჯერ დღეში

ბავშვები 7-14 წელი     1მლ ან 2მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში

მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზევით  2მლ 5-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: პერორალური წვეთები ჟოლოს გემოთი, 50მლ საწვეთურით.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს “თიეს ფარმა”

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე  ნივთიერების მიმართ .

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ინახება არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 2 წელი