სანშაინ კალციუმი ვიტ.D3 #100ტ

სანშაინ კალციუმი ვიტ.D3 #100ტ

75.00 ლარი 37.50 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: სანშაინ ნუთრიშენი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 148478
გააზიარე:

სანშაინ ნუთრიშენ კალციუმი და ვიტამინი D3 ტაბლეტი N100
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლის სახით) 15 სე
(600 სე) (%დღიური კვებითი ღირებულება 75%); კალციუმი (კალციუმის კარბონატის
სახით) 1000 მგ. (%დღიური კვებითი ღირებულება 77%).
სანშაინ ნუთრიშენის კალციუმი და ვიტამინი D3 წარმოადგენს აუცილებელ საკვებ
დანამატს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ კალციუმს ჩვენი
კანის, ფრჩხილების, ოფლისა და სხეულის სხვა სითხეების მეშვეობით, ჩვენს ორგანიზმს
არ შეუძლია კალციუმის გამომუშავება. საკმარისად კალციუმის მიღება ცხოვრების
ყველა ეტაპზე აუცილებელია ძვლების ჯანსაღი განვითარებისთვის და სიძლიერისთვის
განსაკუთრებით ასაკში. ძვლების შენებისა და მათი სიჯანსაღის შენარჩუნების გარდა,
კალციუმი ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ნერვული იმპულსების გატარებას და
კუნთების შეკუმშვას.
ძირითადი უპირატესობები:
✓ უზრუნველყოფს ჯანსაღ ძვლებსა და კბილებს;
✓ უზრუნველყოფს კუნთების ჯანსაღ ფუნქციონირებას;
სანშაინ ნუთრიშენის კალციუმი ვიტამინ D3_თან ერთად, ხელს უწყობს ორგანიზმში
კალციუმის შეწოვას და ზრდის მის ბიოშეღწევადობას. ასევე უზრუნველყოფს იმუნური
სისტემის სიჯანსაღეს.
გამოყენების ინსტრუქცია:
სასურსათო დანამატი მოზრდილებისთვის, მიიღება ორი (2) ტაბლეტი დღეში,
სასურველია ჭამის დროს ან ექიმის დანიშნულებით.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია
ბოთლის ბოლოში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არის დიეტური დანამატი და ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-მდე.
გამოშვების ფორმა: სანშაინ ნუთრიშენ, კალციუმი და ვიტამინი D3ტაბლეტი N100, მინის
ბოთლში.
მწარმოებელი: სანშაინ ნუთრიშენ, დელავერი, 19958 აშშ.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ნ-ფარმა.